x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩაის ზეგავლენა თავის ტვინზე და მისი მოხმარების დღიური ნორმა (კვლევის ახალი შედეგები და ჩაის დაყენების წესი)

ჩაის რეგულარულად სვამთ? კვლევამ, რომელიც სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა, აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ამ არომატულ სასმელს, თავის ტვინის ეფექტურობა უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც იშვიათად სვამს, ან საერთოდ, არ უყვართ ჩაი.
CNA-ს ცნობით, ხანდაზმული ადამიანების თავის ტვინის ვიზუალური კვლევის დროს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც ჩაის კვირაში მინიმუმ 4-ჯერ მაინც სვამდა, ტვინის ცალკეული უბნები უფრო ეფექტურად აქვთ დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე ამ სასმლის ნაკლებად მომხმარებლებს.


image
მკვლევართა ჯგუფმა 60 წელს გადაცილებული 36 მოხალისე შეარჩია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად შეისწავლა. ექსპერიმენტში მონაწილე ყველა პირმა გაიარა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა.
შედეგი კი ასეთი იყო: ვინც მწვანე, შავ ან ჩინურ ულუნს, კვირაში 4-ჯერ, 25 წლის მანძილზე მოიხმარდა, ტვინის უბნებს შორის კავშირი ბევრად უფრო ეფექტური ჰქონდა, ვიდრე, ჩაის იშვიათად მომხმარებლებს.
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტის, პროფ. ფენ ლეიმის განცხადებით, მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ჩაის რეგულარულ მოხმარებას შეუძლია თავის ტვინის კოგნიტური (შემეცმენითი, მაგ., მეხსიერება) ფუნქციის დაქვეითების რისკის 50 % შემცირება და ტვინის დაბერებისგან დაცვა.


image
«მაგალითის სახით, ეს სიტუაცია შეგვიძლია გზის მოძრაობის წესებს შევადაროთ — თავის ტვინის უბნები, როგორც დანიშნულების პუნქტები ისე განვიხილოთ, ხოლო ოლქებს შორის კავშირები, — გზებად ჩავთვალოთ. როდესაც საგზაო სისტემა კარგად არის ორგანიზებული, სატრანსპორტო საშუალებების და მგზავრების მოძრაობა უფრო ეფექტურია და უფრო ნაკლებ რესურსს საჭიროვებს. ზუსტად ასეა, ტვინის შემთხვევაშიც. თუ კავშირი ტვინის უბნებს შორის სტრუქტურირებულია, ინფორმაციის დამუშავება უფრო ეფექტურად ხდება», — აღნიშნა პროფესორმა ფენგმა.
წინა კვლევამ, რომლის შედეგები 2017 წ. იყო გამოქვეყნებული, აჩვენა, რომ ჩაი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია, ხოლო დადებითი ეფექტებს შორის არის გუნება-განწყობის გამოსწორება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკა.


image
«ჩვენი მიმდინარე შედეგი, რომელიც ტვინზე ჩაის გავლენას ეხება, ადასტურებს წინა კვლევების შედეგებს, და ასევე აჩვენებს, რომ ჩაის რეგულარულად სმას, დადებითი ეფექტი აქვს თავის ტვინის ორგანიზებისთვის, რაც უბნებს შორის კავშირის დარღვევის პრევენციით არის გამოწვეული. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ცხოვრების მანძილზე, ჩაის ყოველდღიური მოხმარება დამცავ ეფექტს ახდენს და ამცირებს თავის ტვინში მიმდინარე, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების ტემპს» — თქვა მან.

ჩაის დადებითი თვისებების მიუხედავად, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ზომიერების დაცვა აუცილებელია, რადგან იგივე მწვანე ჩაის გამოყენებამ, მაღალი დოზებით, შეიძლება სარგებლობის ნაცვლად, ზიანი მოგვაყენოს. კერძოდ, პროდუქტების უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ლაბორატორიის (პარმა, იტალია) თანამშრომლებმა დაადგინეს: იმის გამო, რომ ჩაის შემადგენლობაში არის ანტიოქსიდანტი ეპიგალოკატექინ გალატი (EGCG), რომლის დღიური ნორმა 350 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 800 მგ უკვე უარყოფითად მოქმედებს თირკმელებზე, ღვიძლზე და ელენთაზე, ამ სასმელის დიდი რაოდენობით მოხმარება არ შეიძლება. ჩაის რეკომენდირებული დოზა, დღე-ღამეში 700 მლ-ია ანუ დღეში 2-3 ფინჯანი (100 მლ-ზე, ჩაის დოზა, – 1 გრ. (1 ჩ. კ.) ან 1 პაკეტია). ხოლო, გემრიელი და სასარგებლო ჩაის მისაღებად, ჩაის დაყენებისას, შემდეგი წესები უნდა გაითვალისწინოთ: წყალი, რომელიც ჩაის ფოთოლს უნდა დაასხათ, შავი ჩაის შემთხვევაში, 90 გრადუსის უნდა იყოს, მწვანე ჩაის დაყენებისას — 80 – 85, ხოლო წითელი ჩაის შემთხვევაში — 60 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. დაყენების დრო — 5 – 7 წუთია. ამის შემდეგ, ნაყენი ფინჯანში უნდა გადაასხათ, ან ჩაის ფოთოლი უნდა ამოიღოთ, თუ ჩაი სპეციალურ ბადეშია მოთავსებული და ამის შესაძლებლობა არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასში სხვა ნივთიერებებიც გაიხსნება და ნაყენს მწარე გემო ექნება.

imageimageimageimageimageimageimage



1
531
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
531
  
2019, 17 ოქტომბერი, 23:19
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
0 1 1