x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508547
როგორ დავიცვათ თავი გეომაგნიტური ქარიშხლისგან
image


მაგნიტური ქარიშხალი არის ძლიერი კოსმოსური ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ ტალღად მოდის მზიდან . ამ გამოსხივებისგან, პირველ რიგში, ხდება სისხლის მკვეთრი გასქელება ადამიანის სხეულში. გული, რომელიც აგრძელებს მუშაობას ნორმალურად, ტუმბავს ამ სქელ სისხლს, ბევრ ადამიანში სისხლძარღვები ვიწროვდება სტრესით, ან ქოლესტერინის დაფებით არის გადაკეტილი. ამ დროს გული ვერ ახერხებს გასქელებული სისხლის გადატუმბვას და ხდება ინსულტი, ან გულის შეტევა სამწუხარო შედეგებით, ხშირ შემთხვევაში.


რა უნდა გააკეთოთ და როგორ გადარაჩინოთ თქვენი სიცოცხლე? მეთოდი მარტივია: დაწყებული 25 წლის ასაკიდან, ყველამ რეგულარულად უნდა მიიღონ კარდიომაგნილი ან ასპირინის ერთი ტაბლეტი ყოველდღიურად, ხოლო მაგნიტური ქარიშხლის დღეებში, თითო ტაბლეტი დილა-საღამოს. მიზანშეწონილია დღეში ორ ლიტრამდე სუფთა წყლის ან მწვანე ტკბილი ჩაის დალევა, თაფლით ან შაქრით. შეეცადეთ არ გადააჭარბოთ დოზას. ასევე გირჩევთ ამ დღეებში ნაკლებად იყოთ მზის ზემოქმედების ქვეშ.


- სისხლძარღვების, გულისა და ტვინის შესანიშნავი მუხტია კონტრასტული შხაპი 20 წუთის განმავლობაში;



- გეომაგნიტური ქარიშხალი გავლენას ახდენს არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც, ექიმები გვირჩევენ:


დალიეთ ახლად გაწურული ბოსტნეულის და ხილის წვენები, მინერალური წყალი ან წყალი ლიმონის წვენით, ჭამეთ თევზი, ზღვის მცენარეები,
ლობიო, ოსპი, მოცვი, კანიანი კარტოფილი, შემწვარი ვაშლი და ჭარხალი;


- გეომაგნიტური ქარიშხლების დროს არ არის რეკომენდებული კონფლიქტურ პირებთან შეხვედრა და გადაწყვეტილების მიღება.

- ჰიპერტონიკებმა და გულის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა თან უნდა იქონიონ მედიკამენტები.

-არ მიიღოთ ალკოჰოლიური სასმელები, უნდა მოერიდოთ სტრესებს და ფიზიკურად არ დაიღალოთ, ეცადეთ დაისვენოთ. ეს მარტივი ნაბიჯები დაგეხმარებათ გაუფრთხილდეთ თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს მოსალოდნელია სუსტი დონის მაგნიტური ქარიშხალი, ხოლო 24,

25 და 26 ოქტომბერს ამინდის პროგნოზით პროგნოზირებენ ძლიერ მაგნიტურ ცვალებადობა, რომელიც მიაღწევს G1 დონეს.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0