x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133849
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ახალი ფაქტები სტალინის გარდაცვალების შესახებ

image


სტალინის გარდაცვალების საიდუმლო ჯერ კიდევ ინტერესს იწვევს. ენვერ ჰოჯამ ( ალბანელი რევოლუციონერი, სახელმწიფო, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიის ლიდერი) გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მოკლეს ქვეყნის თავი. თავის ჩანაწერებში იგი ბევრ მაგალითს ასახელებს სტალინის მკვლელობის პირდაპირი მტკიცებულებების შესახებ.

საბჭოთა კავშირის დროსაც კი, ხრუშჩოვმა არ გაიზიარა სტალინის შეხედულებები, მისი პრინციპები და საკითხების გადაჭრის გზები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის და მისი ამხანაგები სტალინის სიკვდილით დაინტერესებული იქნებოდნენ.


გასაოცარია ჩინოვნიკების რეაქცია, რომლებიც სტალინის გარდაცვალების დროს ძალიან უცნაურად იქცეოდნენ:


სტალინის სიკვდილი ოფიციალური პირებისთვის უჩვეულო არ იყო. იმ დღეს, როდესაც ცხედარის გამოსამშვიდობებელი ცერემონია არ იყო მომზადებულა, დარბაზში უკვე ირჩევდნენ ახალი თანამდებობის პირებს. მათ პრივილეგიები დაურიგეს ხალხს და არ იზიარებდნენ ხალხის მწუხარებას სტალინის გამო. ჯერ კიდევ არ იყო შედგენილი ხალხის მამის, სტალინის დამკრძალვი საორგანიზაციო პროგრამა და იმ დროისთვის ახალმა მთავრობამ უკვე შექმნა თავისი ხელისუფლება. ახლი დანიშვნების მიხედვით:


• პრემიერ მინისტრი - მალენკოვი.


• შინაგან საქმეთა მინისტრი, თან პირველი მოადგილე მალენკოვისა - ბერია.


• ხელისუფლების სხვა მთავარი თანამდებობები დაიკავეს კაგანოვიჩმა, მოლოტოვმა, ბულგარინმა, მიქოიანმა.


image


ეს ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩენია ხალხ, ბევრი ადამიანი აღშფოთებული იყო ხელისუფლების გულგრილობით. ხალხი არ ცნობდა ახალ ცვლილებებს, მათ არ ესმოდათ, თუ როგორ მოახდინეს ჩინოვნიკებმა სტალინის ხსოვნის პირველივე დღეს ხელისუფლების შეცვლა, ისე, რომ საერთოდ არ იფიქრეს ხალხზე. რაც მთავარია, რატომ მოხდა ყველაფერი ასე სწრაფად? რატომ ამტკიცებდნენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე კანდიდატებს ერთ დღეში? რა თქმა უნდა, ეს არ იყო დამთხვევა, ეს იყო აშკარად გააზრებული გეგმა. აშკარა იყო, რომ წინასწარ იყო შერჩეული პოსტებზე კანდიდატები და ალბათ, წინასწარ მომზადდა დანიშვნის დოკუმენტებიც. მართლაც, ამ დრომდე, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები მთავარ პოსტებზე, ძლიერი ქვეყნის ხელისუფლების მხრივ, არასოდეს მომხდარა.


კიდევ ერთ საიდუმლოდ რჩება ის, რომ სტალინის სიკვდილის მერე, მისი ორი მხარდამჭერი გარდაიცვალა. ოფიციალური წყაროების თანახმად, ისინი მძიმედ ავად იყვნენ. ენვერ ჰოჯას თქმით, ეს გარდაცვალება შემთხვევითი არ არის და ექიმებმა უბრალოდ გაასაიდუმლოეს სამედიცინო ჩანაწერები, ნამდვილი მიზეზის დადგენის გარეშე. რატომ და რისთვის დასჭირდათ სტალინის და მისი ერთგული მომხრეების სიკვდილი, არ არის ცნობილი.


ძნელია იმის თქმა, მოკლეს თუ არა ხალხის ბელადი, მაგრამ ამდენი ფაქტი და დამთხვევა, შესაძლებელია.

გოტვალდის ( ჩეხეთის კომპარტიის ყოფილი ხელმძღვანელი) სიკვდილი სტალინის დაკრძალვის დღეს, დამთხვევა? ჯანმრთელი, ძლიერი ადამიანი, რომელიც გაცივების შედეგად გარდაიცვალა? ნუთუ ექიმებმა ვერაფერი გააკეთეს?



0
1061
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1061
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0