x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
80 წლის დედაბერი-ყველაზე მოხუცი სერიული მკვლელი რუსეთის და საბჭოთა კავშირის ისტორიაში

image

ხაბაროვსკში გრძელდება 80 წლის სოფია ჟუკოვას სასამართლო პროცესი, რომელიც ითვლება ყველაზე ხანდაზმულ სერიულ მკვლელად რუსეთის და სსრკ-ს ისტორიაში. პენსიონერი მრავალი წლის განმავლობაში წყნარად ცხოვრობდა ქალაქის გარეუბანში, სოფელ ბერეზოვკაში, ყოველგვარი ზედმეტი ყურადღების მიპყრობის გარეშე, მაგრამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ მისი ხასიათი მკვეთრად შეიცვალა და დაიწყო ადამიანების მკვლელობა.


ჟუკოვა აუღელვებლად ხოცავდა საკუთარ მსხვერპლს, იქნებოდა ეს ბავშვი თუ მოხუცი, შემდეგ კი გარდაცვლილთა ცხედრებს ნაჯახით ანაწევრებდა. ახლაც, განსასჯელის სკამზე მყოფი, იგი არავითარ სინანულს არ გამოხატავს .


სოფია ჟუკოვა დაიბადა 1939 წელს ნიჟნი ნოვგოროდის რაიონის სოფელ ზვიაგინოში. მისი წარსულის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი მისი წარსულის შესახებ: განათლება არ მიუღია და თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა. დროთა განმავლობაში ჟუკოვა გადავიდა ხაბაროვსკში, სადაც დასახლდა ქალაქის გარეუბანში - სოფელ ბერეზოვკაში და იქვე იქორწინა.



image


2005 წელს მისი მეუღლე გარდაიცვალა - და ქალს რაღაც დაემართა: ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალებამ ზეგავლენა მოახდინა ჟუკოვას ფსიქიკაზე, ან გარკვეული შემზღუდავი ფაქტორი გაქრა მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.

როგორც ირკვევა, პირველი მკვლელობა იმავე წელს ჩაიდინა. 2005 წლის 14 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, რვა წლის მაშა დმიტრიევი (სახელი შეცვლილია) მეგობართან, ვიკასთან ერთად, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა გოგოებმა მიაღწიეს მაშას სახლს, დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაშორდნენ.

მაშა მეორე სართულზე ცხოვრობდა სადაც ბაბუა და ბებია ელოდებნენ(გოგონა მათთან ერთად ცხოვრობდა სკოლაში სწავლის პერიოდში). გოგონას პაპამ პირველად მაშინ ატეხა განგაში, როდესაც შვილიშვილი არ გამოჩნდა სახლში 13:30 საათზე. ვიკას დაურეკა - როგორც გაირკვა, გოგონა უკვე კარგა ხანია სახლში იყო, უთხრა, რომ სახლის სადარბაზოს შესასვლელთან დაშორდა


ამის შემდეგ დაკარგული გოგონას ნათესავებმა პოლიციას მიმართეს. მაშას დედამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი სახლიდან არ გაიქცეოდა - სკოლის მოსწავლეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან და მის მიმართაც სიმკაცრით არასდროს გამოირჩეოდნენ.

მეორე დღეს მაშას პაპა ვიკას გაესაუბრა : მან თქვა, რომ მაშასთან ერთად ვიღაც კაცი და მოხუცი მეზობელი, 66 წლის სოფია ჟუკოვა შემოვიდა. ვიკის თქმით, პენსიონერი მას და მაშას დაემუქრა სადარბაზოში ხმაურის გამო. „ხელებს და თავს მოგაჭრით !“ -ასე უთხრა ქალმა.

რამდენიმე დღიანმა ჩატარებულმა ძიებამ შედეგი არ გამოიღო - და მალე გამომძიებლებმა სოფია ჟუკოვა დაკითხვაზე დაიბარეს. პენსიონერის თქმით, ის კარგად იცნობდა მაშას: გოგონა ხშირად სტუმრობდა მას, როდესაც მისი მეუღლე ცოცხალი იყო. ისინი ერთად ხატავდნენ, საუბრობდნენ, გოგონამ სთხოვა, მშობლებისთვის არ ეთქვა მისი სტუმრობის შესახებ, რომ არ ესაყვედურათ.

image


პენსიონერმა ისიც დასძინა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მაშა აღარადროს მისულა მის სანახავად - მაგრამ ყოველთვის გამოელაპარაკებოდა ხოლმე ერთმანეთს როდესაც ქუჩაში ხვდებოდა.


მისი გაუჩინარების დღეს მაშა მის წინ კიბეებზე არბოდა - მაგრამ შემდეგ გოგონებმა დაუძახეს და უკან ქუჩაში გაბრუნდა. მას შემდეგ ის აღარ უნახავს ... ერთი შეხედვით პენსიონერის მონაყოლი საკმაოდ დამაჯერებელი იყო - მაგრამ დაკარგული გოგონას ნათესავები შესფოთდნენ. მაშას ბებიამ მშვენივრად იცოდა, რომ იგი არასდროს დადიოდა სტუმრად სოფია ჟუკოვასთან და ვერ გაეგო, რატომ უნდა ცრუობდა მეზობელი ბავშვის დაკარგვის შემდეგ?


რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცავებმა იპოვნეს გოგონას გვამის ნარჩენები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მათ ვერ დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი.

საბოლოოდ გამოძიება ჩიხში შევიდა, ასე გავიდა 8 წელიწადი.

2013 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა სოფია ჟუკოვასთან სტუმრად მყოფი ნათესავი, 77 წლის ანასტასია მიხეევა რომელმაც ხაბაროვსკში ბინა გაყიდა და დროებით შეაფარა თავი ჟუკოვას, სანამ ახალ ბინას შეიძენდა.


პენსიონერის ქალიშვილმა და დისშვილმა პოლიციას აცნობეს მისი გაუჩინარების შესახებ. მიხეევას ახლობლების თქმით, მან ბინა სამი მილიონ რუბლად გაყიდა, ის დროებით გაჩერდა ჟუკოვასთან, რადგან აპირებდა მოსკოვში გადასვლას და ქალიშვილთან ერთად ცხოვრებას.


დაკითხვების და მოწმეების ჩვენებების საფუძველზე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალის გაუჩინარებაში ჟუკოვას ხელი ერია, თუმცა გამოძიებამ არასაკმარისი სამხილების გამო ვერ შეძლო მისი დაკავება, საქმე კვლავ გაუხსნელი დარჩა.

შემდეგი მკვლელობა ბერეზოვკაში 2019 წლის იანვარში მოხდა : ამჯერად მსხვერპლი 62 წლის მეეზოვე ვასილი შლიახტიჩი იყო. საყვარელმა იგი სახლიდან გააგდო და ვასილმა დროებით ითხოვდა თავშესაფარი.

მისდა საუბედუროდ, ეს აღმოჩნდა სოფია ჟუკოვა... 28 იანვარს კაცი გაუჩინარდა.

გამოძიებამ მოწმეების და მეზობლების დაკითხვების საფუძველზე ისევ სოფია ჟუკოვას მიადგა.

ჟუკოვამ განაცხადა, რომ შლიახტიჩს არ იცნობდა, მაგრამ არსებობდა უამრავი მოწმე, თუ როგორ სვამდნენ ერთად რამდენიმე დღის წინ, ამჯერად სამართალდამცავებმა ჟუკოვა წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.


ამასობაში კი 30 იანვარს, სოფელ ბერეზოვკაში ბავშვებმა შეამჩნიეს, რომ მაწანწალა ძაღლები ნაგავსაყრელთან ადამიანის ხელს ღრღნიდნენ . მალე ნაგვის ურნებში იმ სახლთან ახლოს, სადაც პენსიონერი ცხოვრობდა, მამაკაცის გვამის ნარჩენები აღმოაჩინეს.

image

ჟუკოვას სახლის მაცივარში აღმოაჩინეს მოკლული მამაკაცის შიგნეულობა, ძვლები და სხეულის ნაწილები კი ჟუკოვამ ნაგავსაყრელზე მოისროლა.

დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა შემზარავი დანაშაულის დეტალები, ჟროგორც ჟუკოვამ განაცხადა, 2005 წელს ბავშვი იმიტომ მოკლა, რომ " მისი თამაში და სირბილი უდმივად ხელს უშლიდა "., გოგონა სახლში შეიტყუა მოკლა, ნაჯახით დაანაწევრა, ხოლო ნარჩენები აივნიდან მაწანწალა ძაღლებს გადაუყარა.

ჟუკოვამ ასევ აღიარა შლიახტიჩის და მიხეევის მკვლელობა.

image


3
861
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
861
  
2019, 17 ოქტომბერი, 23:20
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
2019, 12 ოქტომბერი, 0:15
კოშმარი :(
2019, 11 ოქტომბერი, 14:35
ვაიმეეეე
0 1 3