x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
12 ოქტომბერს წლის მთავარი ღვინის ფესტივალი შარდენზე გაიმართება - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“
image
მათ­თვის, ვი­საც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უკეთ გაც­ნო­ბა სურს, 12 ოქ­ტომ­ბერს 12:00-დან 19:00 სა­ა­თამ­დე შარ­დენ­ზე „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2019“ გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ში, რო­მე­ლიც „პა­ლიტ­რა მე­დი­ას“, მე­დი­ა­პორ­ტა­ლი allwine.ge-სა და “მე­ი­დან ჯგუ­ფის” ორ­გა­ნი­ზე­ბით უკვე მე­სა­მედ იმარ­თე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­იღებენ რო­გორც დიდი კომ­პა­ნი­ები, ასე­ვე მცი­რე მარ­ნებ­ი და სტარტაპები.

image

სინოპტიკოსები შაბათს მზიან და თბილ ამინდს გვპირდებიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოხვიდეთ და დააგემოვნოთ ღვინო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად .

image


ღო­ნის­ძი­ე­ბის სამ­ზა­დი­სი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ და ქმნი­ან ახალ პროგ­რა­მებს, პერ­ფო­მან­სებს, გმი­რებს, რომ­ლებ­საც „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე“ წა­რად­გე­ნენ.

image

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მო­ე­წყო­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, ყვე­ლის, ჩი­რის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით, ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს გართობას.

image

ფესტივალს 12:00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გახსნის და ამის შემდეგ სცენას ანსამბლი „შვიდკაცა“ დაიკავებს. სასცენო პროგრამა სამ ეტაპად დაიყოფა: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდება ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა : თორდა, ადილეი, მარუა, რანინა და ცეკვის ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენას დაიკავებენ ისეთ ბენდები როგორიცაა: რეზო და ბავშვები და ელის ბენდი.

image

თუკი წიგნის მოყვარული ბრძანდებით, გამომცემლობა პალიტრა L გაძლევთ შანსს, რომ 13:00 საათზე ამერიკელი მწერლის ელის ფეირინგის წიგნის - „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენას დაესწროთ.

image

თუ ფესტივალზე ოჯახთან ერთად მისვლას აპირებთ, ნამდვილად არ ინანებთ, რადგან იგეგმება გასართობი შოუები თეატრალური და ცეცხლოვანი შოუს, ოჩოფეხების, მიმების, ბენდების, ცეკვის ანსამბლებისა და ფოლკლორული ჯგუფების, ასევე დრამების შოუს მონაწილებით.


12 ოქტომბერს, 12 საათიდან გელოდებით შარდენზე, ქართული ღვინის დღესასწაულზე!



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





1
52
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
52
  
2019, 12 ოქტომბერი, 20:49
არ იცით სად იპოვოთ ქალი ერთი ღამით? შემდეგ შემოდით - http://lady4.fun
0 1 1