x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამიტომ ხართ ბრბო ჩემო ბიძიებო! და ამიტომ მართლა არ გეშველებათ არაფერი! -ბაკურ სვანიძე
image

იუმორისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე იურისტის, საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანლის ზვიად კორძაძის პოსტს ეხმაურება, რომელსაც უამრავი გაზიარება, მოწონება და ასეთი სახის კომენტარები მოჰყვა:"რა სამწუხარო სიმართლეა", "ზუსტად ასეა", "ქართველების დახასიათება ", "100%-ით სიმართლე", "აი ეს ვართ ქართველები" და ა.შ.



გთავაზობთ ზვიად კორძაძის პოსტს:

1. სოფელში გლეხს ეუბნები, შენი მიწა, შენი ვენახი, მოვლის ფულს მოგცემ და მოსავალს მე ვიყიდი, კილოზე სამ-ოთხ ლარზეა საუბარი, ან ვენახი თუ არ გაქვს, მოდი, ჩემ გაშენებულ ვენახში იმუშავე, ხელფასს გადაგიხდი და პოლონეთში გარბის სამუშაოდ. მერე იქედან უთვლის ახლობლებს, მიშველეთ წამომიყვანეთო.



2. მეორე სოფელში ნათესავს ეუბნები; არაფერს აკეთენ ვაზი ჩავყაროთ, ხარჯს მე გავწევ, ხელფასს მოგცემ, მიხედეთქო და თურქეთში მირბის ჩაის საკრეფად.


3. მეტალო- პლასტმასის ვიტრაჟებს შეუკვეთავ, მოვა, ზომებს აიღებს, საღამოს ნახაზებს და ფასებს გადმოგიგზავნიო, ორი დღის მერე ურეკავ, უი, დამავიწყდა, გასვენებაში წავედიო. ერთი კვირა უნდება დათვლას, ერთი კვირა დამზადებას, მოაქვთ და არ ერგება ზომებში და მერე ერთი კვირა შეცვლას ანდომებს.


4. მეტლახს გიგებს ხელოსანი, ნახევარ ოთახს აკეთებს, ორი დღე არ ჩდება, იგებ “ზაპოი” დაეწყო და ნახევარ ოთახს აღარავინ კიდებს ხელს.


5. მარანში ბოძების შეღებვა გინდა, მიგაქვს ხელოსანთან, ორ დღეში უნდა იყოს, ერთი კვირა არ ჩანს, იმალება, გამოჩნდება და ნახევარი აქვს გაკეთებული.


6. ქვევრის მოცემენტებას უკვეთავ, შაბათს იქნებაო, შაბათს გეუბნება, ორშაბათამდე მაცალეო, ორშაბათს გირეკავს, ოთხშაბათს გაშრება და წაიღეო.


7. სამუშაო დღის ბოლოს ლექციაზე მიდიხარ საათში ოცდაათ ლარად, უბრალოდ იმიტომ, რომ გინდა, გადასცე ცოდნა და გამოცდილება, დარჩენილ ენერგიას დარჯავ სტუდენტებთან ორი საათის განმავლობაში, თან სწავლაში ფულს იხდის, აძლევ დავალებას, მომდევნო ლექციაზე მოდის და მორცხვად გიღიმის, არ მომიმზადებიაო.


8. მკერავთან მიხვალ, შარვლის სიგრძის შესასწორებლად, აგიღებს ზომებს ხვალ იქნებაო და სამ დღეში მოგიხერხებს.


…..
მერე ყველა ესენი ან ფეისბუკში ან სამეზობლოში, ან გასვენებაში, ან ქორწილში დეტალურად გაარჩევენ მიშას, ბიძინას, ლარის კურსს და დავით გარეჯს. ყველგან ნახავენ დამნაშავეს ამ ქვეყნის უბედურებაში საკუთარი თავის გარდა…

არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი … არაააა!!!!


ბაკურ სვანიძის პასუხი:



და კიდევ ერთიც! -ეს გ ა ზ უ ლ უ ქ ე ბ უ ლ ი ტიპები, განსაკუთრებით პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი დაკვეთებით გაქაჩული და გაფულიანებული ი უ რ ი ს ტ ე ბ ი რომ
გამოტყვრებიან ხოლმე და წერენ საკუთარი ე რ ი სალანძღავ პოსტებს - "ქ ა რ თ უ ლ ი რეალობა" - დაუჭირავთ ძაან "ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე" პოზა და
ამ პოსტში ლანძღავენ "ზ ა რ მ ა ც" ქართველ გ ლ ე ხ ს, გადამგდებ ქართველ ხ ე ლ ო ს ა ნ ს, უმადურ ქართველ ტ ა ქ ს ი ს ტ ს და ა.შ. - ერთ მეგობარს
ეწერა მსგავსი რამ და მეც მინდა ვიკითხო - ასეთი"ქართველებისგან გამორჩეულ ქართველები" რატომ არაფერს წერენ ხოლმე იმ "ქართულ რეალობაზე" სადაც ა დ ვ ო კ ა ტ თ ა ნ მიხვალ და რეალურად მ ა კ ლ ე რ ი შეგრჩება ხოლმე ხელში?
პ რ ო კ უ რ ო რ თ ა ნ მიხვალ და რეალურად ს პ ე კ უ ლ ი ა ნ ტ ი გელაპარაკება?


დ ე პ უ ტ ა ტ თ ა ნ მიხვალ და - რეალურად "კ ვ ა ჭ ი კ ვ ა ჭ ან ტ ი რ ა ძ ე" გიღიმის?


თუ ეს არ არის "ქართული რეალობა" და მაგ თქვენს "დამამუნათებელ რეალობაში" მხოლოდ ქართველი კ ა ფ ე ლ შ ი კ ე ბ ი, მუშები და გ ლ ე ხ ე ბ ი
არიან "ცუდი ბიჭები" და ეგენი ღუპავენ ქვეყანას?


ჰა? უხ, თქვე წ უ პ ა კ ო მ ა მ ა ძ ა ლ ე ბ ო თქვენა! ეს დაშტერებული ხალხი კიდე, ასეთ პოსტებს რომ ი ზ ი ა რ ე ბ თ და თან უწერთ "კი ასეა!"
"1000 პროცენტი!" "ზუსტია" და ა.შ. მოდით, ჯერ მაგ წუპაკს ის ჰკითხეთ "პატიოსანი ვექილობით" ამდენი ფული სხვამ რატომ ვერ იშოვა და მხოლოდ
მაგათი "პოლიტიკანი იურისტების" სასტავი რატომ გამდიდრდა? ქართველი "კაფელშიკების" ბრალია ეგეც? თუ მ ე ტ ა ლ ო პ ლ ა ს ტ მ ა ს ი ს ხელოსნების?


აი, ამიტომ ხართ ბ რ ბ ო ჩემო ბიძიებო! და ამიტომ მართლა ა რ გ ე შ ვ ე ლ ე ბ ა თ არაფერი!
ბ ო დ ი შ ი...

image

პ.ს-გადამგდები ხელოსანი ყველაგანაა და "ქართული რეალობა"
არაფერ შუაშია აქ! მარკ ტ ვ ე ნ ი ს "ჩემი საათი", ანდა "ოცდაათი კასრი ძროხის ხორცის ამბავი" მაინც წაიკითხეთ - ამაზე უარეს "გადამგდებ"
ტიპებს ნახავთ იქ და არა მგონია რომ მარკ ტვენი საქართველოზე წერდა! აბა, რაშია საქმე? გეტყვით - აი ამის ნაირი ტიპები ყველაფერს
"ქართველებს" აბრალებენ და საკუთარ კ რ ი ჟ ა ნ გ ო ბ ა ზ ე არ ლაპარაკობენ!
ახლა ამას რა მოუვიდა იცით? სამუშაოების შესრულება უნდოდა და შ ე ს ა ბ ა მ ი ს ი ანაზღაურების გადახდა არა! "ორ კაპიკში" უნდოდა გამოძრომა, როგორც ასეთებს ახასიათებთ და "ი ა ფ ი ა ნ ი" ტიპები იპოვა! მერე ამ "იაფიანმა" თ ა ღ ლ ი თ ე ბ მ ა, რა თქმა უნდა, გადააგდეს და ახლა წუწუნებს და ქართველებს ლანძღავს! არადა "ქართული რეალობა" სწორედ ეგ არის, რომ ასეთ ფულიან
კრიჟანგებს მომსახურება უნდათ და ფულის გადახდა ნაშრომის შესაბამისად - არა!


აქ რომ წერს მეზობელს ვ ე ნ ა ხ ი ს ამბავში ხელფასს შევპირდიო და ის მაინც თურქეთში გაიქცაო - რატომ არ წერს რამდენი იყო ეგ
"ხელფასი"? 300 ლარი, ან 350 არა?



და თუ ის მეზობელი "ზარმაცი" და "უქნარა" იყო რატომ გიაქცა თურქეთში, იქ რა, უსაქმურობაში არიგებენ ფულს? ანუ "ზარმაცი ქართველები" თურქეთში გარბიან რომ ი შ რ ო მ ო ნ არა? - მაგარი ლოგიკაა!


ქართველები იმიტომ გარბიან, რომ იქ უხდიან ადამიანურად! ამისნაირი ფულიანი ს *** ბ ი კი აქ მათხოვრულ "ხელფასს" სთავაზობენ!
აი ესაა "ქართული რეალობა"!



ჰო, მართლა, "ქართული რეალობა" კიდევ ისაა, რომ ამხელა ი უ რ ი ს ტ ი კაცი პირდაპირ ეთერში ზის და ეკითხებიან - "ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო
მგზავრებით სავსე თვითმფრინავის გატაცება არის თუ არა დ ა ნ ა შ ა უ ლ ი და ტერორიზმიო?"



და ეს პასუხობს - "გააჩნია რა ვითარებაშიო!" - აი, ესაა "ქართული რეალობა" როცა "ელიტის" თვალში "კაი ბიჭის" იმიჯის მოსაპოვებლად ეს უთავმოყვარეო იურისტი ამხელა იურიდიულ ა ბ ს უ რ დ ს და სიდებილეს იძახის!


ჰოდა, მოდი რა, ყველამ თავის "მშრომელ მ ა მ ი დ ა ს" მიხედოს და ვისაც უნდა თურქეთში იმუშავებს და ვისაც უნდა მხართეძოზე წამოწვება!
არავისი ტ რ **ი ს საქმე არ არის ეგ!!!!


1
500
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
500
  
2019, 11 ოქტომბერი, 11:06
გამარჯობათ მე ვარ ნინო ნათიდზე საგარეჯოელი
საგარეჯოში მოხდა მკვლელობა 1კაცს ქონდა ხორცი გასაყიდი და ამკაცს ვალი არუყვარდა და მივიდა კიდევ1სხვაკაცი იმკაცმა უთხრა ხორციმინდაო და ვალზემომცემო არაო ამკაცმაუთხრა ამკაცს ერქვა წიწაკა იმკაცს შოთა დარბაისელი და ამშოთამ მოკლა წიწაკა ვალის გამო როარგატანა ხორცი და იმსაღამოს თურქეთის სამგზავრო ავტობუსი გადაყირავდა ესე შეიძლება
0 1 1