x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95723
  • ვიდეო:343051
  • სურათი:457649
"არ ვიცი, გახდება თუ არა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ ერთის თქმა დაბეჯითებით შეიძლება"

image
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


როგორც მძინარაშვილი წერს, შალვა თადუმაძის ოჯახს არ ჰქონდა ასეთი გავლენა და რომელიმე სახელმწიფო თუ კერძო საწარმოს დირექტორი მის საზღვარგარეთ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლას არ დააფინანსებდა. ისწავლა იქ, სად სწავლის საშუალებასაც მისი ოჯახის შემოსავლები აძლევდა.


“მახსოვს, ამ საუკუნის გარიჟრაჟზე ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი როგორ უტიფრად ამბობდა ინტერვიუში, – ახლა ფულია მთავარიო, და იმავე ინტერვიუში არც იმას მალავდა, რომ მისი შვილების უცხოეთში განათლების მიღებას ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო საწარმოს დირექტორი აფინანსებდა.

გავლენიანი მამიკოს შვილებმა უმაღლესი განათლება ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მიიღეს. დღეს ისინი ცნობილი ადამიანები არ არიან და მათ ვინაობას არ გავამხელ. არც მათ მამას და დამფინანსებელს დავასახელებ, თუმცა მაშინ

ამ ინტერვიუთი აღშფოთებულმა წერილი გამოვაქვეყნე, რომლის ერთ-ერთი ქვესათაური იყო “მსუბუქი ყოფაქცევის გენერალი”. ვინაობა არც მაშინ დამიწერია, მაგრამ ინტერვიუდან ციტატებით ყველა მიხვდა, ვინ იყო ჩემი წერილის გმირი. გავლენიანმა გენერალმა “ლამპასები შემოიხია”, მაგრამ ვერაფერს იზამდა, – სამართლიანად “დაიჭედა”.

მაშინდელი მდგომარეობით შეშფოთებულმა ერთმა მეგობარმა 20 წლის წინათ მითხრა, – ჩვენ რა უნდა გვიქნან, ამათ ასე და ისე ვუზამ, მაგრამ ისე ხდება, რომ ამათი შვილები ჩვენს შვილებს დაჩაგრავენ, რადგან მეტი შესაძლებლობა აქვთ და უცხოეთიდან დაბრუნებულები ჩვენებს მოჯამაგირეებად დაიყენებენო.

ახლა რატომ ვწერ ამას:
შალვა თადუმაძის ოჯახს არ ჰქონდა ასეთი გავლენა და რომელიმე სახელმწიფო თუ კერძო საწარმოს დირექტორი მის საზღვარგარეთ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლას არ დააფინანსებდა. ისწავლა იქ, სად სწავლის საშუალებასაც მისი ოჯახის შემოსავლები აძლევდა. (როგორ ისწავლა და როგორ იცის იურისპრუდენცია, როგორი ადვოკატია, ესეც ყველას მოეხსენება, – განსაკუთრებით იურისტთა წრეს). მაშინდელი განათლების სისტემის ავკარგიანობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა და აღარ შევჩერდები.

არ ვიცი, გახდება თუ არა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ამ სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ ერთის თქმა დაბეჯითებით შეიძლება:
შალვა თადუმაძეს გავლენიანი მშობლების ან ნათესავების დახმარებით არ მიუღწევია წარმატებისთვის!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში

5
967
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
967
  
11 ოქტომბერი, 14:28
მძინარაშვილს რომ ჟურნალისტი ჰქვია და თადუმაძეს მოსამართლე....:))
11 ოქტომბერი, 13:22
ბონდოიე, ედიკას დროს ხომ იყავი თბილად და კარგად?????
11 ოქტომბერი, 13:21
ატყდა ალიაქოთი...................... თადუმაძის დიპლომი მხოლოდ იმიტომაა გასაუქმებელი, რომ მიზნმიმართულადაა(როგორც თვითონ განაცხადა) ცრუ ინფორმაცია ... 1993, 1994, 1998წ..... გარდა ამისა, როგორ შეიძლება არ გახსოვდეს, რომელ საგნებს სწავლობდი... და კიდევ ერთი რამის თქმა მინდა---საუბარი იმაზე, რომ იმ წლებში უფულოდ ვერავინ ჩააბარებდა უმაღლეს სასწავლებელში, არის დიდი ტყუილი და ეს ტყუილი მოგონილია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ,, ბუტკებსა" და ,,პადზემკებში" გახსნილ ნუცას სკოლებში ჩააბარეს, დიახ, ჩააბარეს, როგორც საქონელი საკუთარმა პატრონებმა..... და ეხლა პედალირებას აკეთებენ ამ თემაზე, რომ ვინმემ ეჭვი არ შეიტანოს მათ ,,განათლებაში"..... განათლება სიტყვა ნათელიდან მოდის..... ქმნა ღმერთმა ნათელიოოოო..... ნათელი კი ამ ,,განათლებულების" სულებს არ ეტყობათ....................
11 ოქტომბერი, 10:07
კიდევ ერთი შეიძლება არაპოპულარული ფრაზა ვთქვა,არ ვიცი ეგ თადუმაძე იქნება პეტრე ,პავლე თუ ივანე თუ კაცი მართლა თავის საქმის პროფესონალია ქვეყანა არ დაიქცევა თუ არ იცის ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა..ამაზე ქილიკი არ ღირს(უცებ გურამ დოაჩანაშვილის "კაცი რომელიც ლიტერარურა " უყვარდა გამახსენდა
11 ოქტომბერი, 0:48
ეს ყველაფერი გასაგებია,მაგრამ შალვა თადუმაძე ეხლა იმასვე ცდილობს,რისი შესაძლებლობაც მას განათლების მიღებისას არ ჰქონდა და ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს,ვინ მიაღებინებს არასწორი გზებით თავიანთ შვილებს საზღვარგარეთ განათლებას.ჩვენი შვილები ხომ მაინც იჩაგრებიან? ყველაფერი წრეზე ტრიალებს.
0 1 5