x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ციხესიმაგრე, სადაც მასონები საიდუმლო რიტუალებს ატარებდნენ
image


კინტა და რეგალეირას ციხე-სიმაგრე (Quinta da Regaleira) მდებარეობს პორტუგალიაში, სინტრას ისტორიულ ცენტრთან ახლოს. წარმოადგენს თვალწარმტაც ადგილს, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შესული. ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს და აღფრთოვანებას გამოხატავს ამ უნიკალური არქიტექტურული შედევრის მიმართ, რომელიც გოტიკურ, ეგვიპტურ, მავრიტანულ და რენესანსული სტილის ნაზავს წარმოადგენს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაგებობა მიწის ქვეშ მდებარეობს – ეს არის ორი სპირალური ჭა, რომელიც ღრმად ჩადის მიწაში. ჭები არასოდეს გამოუყენებიათ დანიშნულებისამებრ – წყლის მოსაგროვებლად და როგორც ჩანს მშენებლობისას, არც ამის განზრახვა ჰქონიათ. ამ იდუმალ მიწისქვეშა კოშკებს თავიდანვე საიდუმლო რიტუალების შესასრულებლად იყენებდნენ.


imageimageimageimage


კინტა და რეგალეირას მამული არქეოლოგიური ადგილია, რომელიც თარიღდება ადრული ნეოლითით (V ათასწლეული ძვ.წ.აღ.) და გრძელდება რკინის ხანამდე ( IV-II საუკუნეები ძვ. წ. აღ.). რომაელების მიერ რეგიონის ოკუპაცია დაიწყო ძვ.წ.აღ II საუკუნის შუა ხანებში, მოგვიანებით კი მავრებმა დაიპყრეს. სინტრა საბოლოოდ პორტუგალიის მეფე აფონსო I ბურგუნდიელს დაუთმეს ლისაბონის დაპყრობის შემდეგ 1147 წელს. მან ააშენა ძალიან შთამბეჭდავი სამეფო სასახლე, რომელიც მეფის საზაფხულო რეზიდენცია იყო XVI საუკუნის ბოლომდე. ტამპლიერების განადგურების შემდეგ 1312 წელს, მიწები ქრისტეს ორდენს გადაეცა. XV საუკუნის ბოლოს, სინტრა ასოცირდებოდა პორტუგალიის დედოფალ ლეონორის სახელთან.


imageimage

წარმატებული მონარქები ქალაქში ბევრ დროს ატარებდნენ, მაგრამ რესტავრაციის შემდეგ 1640 წელს, სინტრამ დაკარგა კავშირი სამეფო სასახლესთან, რადგან აფონსო VI-ს საპატიმრო ადგილად იქცა. სამწუხაროდ, ამ მემკვიდრეობის დიდი ნაწილი 1755 წელს მიწისძვრის დროს განადგურდა. თუმცა, აქ არის რამდენიმე ცნობილი სასამართლო და სამხედრო ნაგებობა, რელიგიური დანიშნულების არქიტექტურული ნაგებობები და არქეოლოგიური ადგილები.
კინტა და რეგალეირა ვრცელი მამულია, რომელიც ისტორიულ მიწებზე მდებარეობს. მას ბევრი მფლობელი ჰყოლია წლების მანძილზე, თითოეულმა მათგანმა თავისი პირადი წვლილი შეიტანა და კვალი დატოვა ამ დიდებულ ძეგლზე. თუმცა, მას შემდეგ რაც 1904 წელს ციხე-სიმაგრე მდიდარ პორტუგალიელ ენტომოლოგს ანტონიო აუგუსტო კარვალო მონტეიროს მიჰყიდეს, მან თავისი საკუთრება უნიკალურ სასახლედ აქცია, მორთული სიმბოლური ორნამენტებით, რომელიც ასოცირდება მასონებთან, ტამპლიერების რაინდებთან და როზენკროიცერებთან.


imageimageimage


ინტა და რეგალეირა მამულია, რომელიც შედგება სასახლისა და ეკლესიისგან თავისი დახვეწილი დეკორის ელემენტებით, რომელიც მოიცავს ფრესკებს, ფერადი შუშის ფანჯრებს, უმშვენიერეს ქანდაკებებს. მამულში აღმოაჩენთ ტბებს, გროტებს, ფანტანებს, ჭებს, ფართო და იდუმალ გვირაბთა სისტემას, რომელიც უკავშირდება ორ სპირალურ ჭას.
ეს ორი ჭა ცნობილია "გადმობრუნებული კოშკების" სახელით, შედგება სპირალური კიბეებით, რომელიც სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია, მათ შორის – სიკვდილისა და ხელმეორედ დაბადების ალეგორია, რაც ჩვეულია ჰერმეტულ ტრადიციებში.

ერთ-ერთი ჭა 9 პლატფორმას შეიცავს, როგორც ამბობენ ეს დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" მიხედვით შეიქმნა – ჯოჯოხეთის 9 საფეხური, სალხინებელი და ცხრა ცა, რომლის ზემოთ ნამდვილი სამოთხეა. შედარებით პატარა ჭა, რომელსაც "დაუმთავრებელ ჭას" უწოდებენ, მოიცავს სწორ კიბეებს, რომელიც რგოლის ფორმის იატაკებს ერთმანეთთან აკავშირებს. ვარაუდობენ, რომ ის მასონურ პრინციპებზე დაყრდნობით აიგო.


imageimage


ჭის ძირში, ტამლიერების რაინდთა ჯვარზე კომპასია, რომელიც მონტეიროს როზენკროიცერობის ნიშნად მიიჩნევა. ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებდნენ აღნიშნულ ჭებს და კონკრეტულად რა ხდებოდა აქ, თუმცა ნათელია, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა დასჭირდებოდა დაგეგმვასა და აგებას.

კინტა და რეგალეირას მშვენიერება და სიმბოლიკა წარსულში გაღებული ფანჯრის მსგავსია და სინტრას ერთ-ერთი ბოლო შენობაა, რომელიც მოგონებებს ატარებს რეგიონის მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორიის შესახებ.



გთავაზობთ ამ საოცარი ისტორიული ძეგლის ფოტოკოლაჟს:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:



შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები


სერიული მკვლელი "გრეფი" – დაუჯერებელი ფაქტები


ნაკლებად ცნობილი საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელიც გაგაოცებთ


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ (ნაწილი II)


10 ყველაზე სასტიკი საშუალება, რასაც ქალები სილამაზისთვის იყენებდნენ


10 ყველაზე შემზარავი გენოციდი მსოფლიო ისტორიაში


0
245
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0