x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ არ შეიძლება სველი თმით დაძინება? რისკები, რომლის შესახებაც დღემდე არ გვსმენია
ალბათ მთელი დედამიწის მასშტაბით არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ დაუძინია სველი თავით, მიზეზად კი დაღლილობას, თმის გასაშრობად არასაკმარის დროს და უამრავ სხვა მიზეზს ასახელებენ ხოლმე. რეალურად, რომ ვიცოდეთ რამდენ პრობლემას იწვევს ჩვენი ასეთი დაუფუქრებელი საქციელი, ალბათ ყოველდღიურად ვეცდებით გამოვნახოთ დრო თმის გასაშრობად.image

გთავაზობთ იმ რისკების სიას, რაც შეიძლება გამოიწვიოს სველი თავით დაძინებამ:

1. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბაქტერიებს თბილი, სველი გარემო იმდენად იზიდავს, რომ სწორედ ამგვარ ადგილებს არჩევენ გამრავლებისა და საცხოვრებელი გარემოს მოწყობისთვის. სწორედ ამგვარ გარემოს წარმოადგენს ჩვენი ბალიში, სველი თმით დაძინების შემთხვევაში. აგრეთვე ნოტიო ბალიში დიდი რისკის შემცველია გამონაყარის განვითარების მხრივაც, იგი შესაძლოა განვითარდეს არა მარტო თავის კანზე არამედ გადავიდეს სახეზეც.image

2. სველი თმით დაძინეა უფრო ართულებს მის დავარცხნას დღისით, რადგან აბურდული, ჩახვეული თმის დალავება არც თუ ისე მარტივია. დავარცხნისას კი რაც უფრო დიდ ზეწოლას ვახდენთ თმაზე მით უფრო ვაზიანებთ მას, რასაც დიდი რაოდენობით ჩამოცვენილი თმის ღერები ამტკიცებენ.image


3. ნესტიანი თმა შესაძლოა კანის სოკოს გაჩენის მიზეზიც კი გახდეს, რაც რაღა თქმა უნდა, არც ისეთი მარტივი სამკურნალოა.

4. სველი თავით დაძინების შემდეგ, ალბათ ხშირად გაგვიღვიძია თავის ტკივილით, რისი მიზეზიც თავის კანის გაციებაა.image

5. როგორც თმის შემსწავლელი სპეციალისტები ამბობენ, სველით თმით დაძინებისას, თმა უფრო ადვილად ზიანდება და ბალიშზე ხახუნისას კარგავს სიჯანსაღეს, ტყდება.



0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0