x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95723
  • ვიდეო:343052
  • სურათი:457649
რომელი ადგილებია ყველაზე უსაფრთხო აპოკალიფსის დროს გადარჩენისთვის?

image


ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მეცნიერებისთვის უფრო და უფრო საინტერესო გახდა აპოკალიფსის თემატიკა.


ალბათ, მიზეზი უნდა ვეძებოთ ჩვენს თანდაყოლილ ინსტიქტში, რათა ვეძებოთ აპოკალიფსისგან გადარჩენის გზები. თუ ახლა პლანეტის მომავალზე არ ვიფიქრებთ, ეს მომავალი შეიძლება საერთოდ არ დადგეს.


ახალ გამოკვლევაში, ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა გადაწყვიტა გაერკვია, პლანეტის რომელი ადგილები მისცემს საშუალებას ადამიანებს, რომ გადარჩნენ პანდემიის შემთხვევაში.


"ინფექციის მატარებლებს ადვილად შეუძლიათ საზღვრებზე გადასვლა, ხოლო, დახურულ კუნძულებზე შეიძლება გადარჩეს მოსახლეობა, რომელსაც სტიქიის შემდეგ შეეძლებათ პლანეტის დასახლება.” - წერენ მეცნიერები, მაგრამ დასძენენ, რომ მცირე კუნძულები ამისათვის შესაფერისი არ არის. იმიტომ, რომ ცივილიზაციის ეფექტური აღდგენა მოითხოვს ტექნიკურ ექსპერტებს და მეცნიერ სპეციალისტებს.


ასე რომ, მათ გამოიკვლიეს სახელმწიფო საზღვრების გარეშე, სადაც 250 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, მხედველობაში მიიღეს პოლიტიკური და სოციალური მახასიათებლები, ბუნებრივი რესურსები და კლიმატი.


ლოკაციის შეფასება 0 – დან 1 – მდე მასშტაბით, საშუალებას იძლევა დამტკიცდეს, რომ აპოკალიფსის დროს ავსტრალია (0.71), ახალი ზელანდია (0.68) და ისლანდია (0.64) ყველაზე პერსპექტიული იქნება კაცობრიობის გადარჩენის თვალსაზრისით. ყველა მათგანს, ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები, აქვთ შესაძლებლობა წარმატებით განავითაროს საზოგადოება აპოკალიფსის მერე.

თუმცა, იმედია, ასეთი რეიტინგი არასოდეს დაგვჭირდება.



0
351
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0