სიახლეები
ინდონეზიაში ეროვნული არმიის 74 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ვერტმფრენმა ჩაშალა
2019, 10 ოქტომბერი, 16:54
ინდონეზიაში ეროვნული არმიის შექმნის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი და სადღესასწაულო ღონისძიებები დამრტყმელმა ვერტმფრენმა "Ми-35"-მა ჩაშალა.
ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღო სამხედრო ვერტმფრენს, რომელსაც უნდა ეჩვენებინა ქვეყნის ხელისუფლებისათვის და მოწვეული სტუმრებისათვის მისი ეფექტური მანევრები.
თუმცა პილოტმა რატომღაც ფრენის კურსი შეცვალა და ღონისძიებაში მონაწილე ინდონეზიის ხელისუფლებას და მოწვეულ სტუმრებს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით თავზე დაამხო, სიცხისაგან დასაცავი მსუბუქი კონსტრუქციები, შესაბამისად აღლუმი და სადღესასწაულო ღონისძიებაც ჩაშალა.
საუბარია რუსული "Ми 24"-ის საექსპორტო მოდიფიკაციაზე "Ми-35П"-ზე, ვერტმფრენის მძლავრი ხრახნის მიერ წარმოქმნილმა მძლავრმა ქარის ნაკადმა რაც გააკეთა ვიდეოში ნახავთ.