x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სეგრეგაციის სახეები

image
სეგრეგაციის პრობლემატიკა ყველა დროის აქტუალურ თემას წარმოადგენს, თუმცა თანამედროვე საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. სეგრეგაცია შეგვიძლია ორგვარად განვმარტოთ: 1. ეს არის გარკვეული ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფი იზოლაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, დამაბრკოლებელი სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეზღუდვების შეფარდება ამ ჯგუფებისათვის, რაშიც მოიაზრება - სპეციალური დასახლების პუნქტებში მოთავსება, გადაადგილების შეზღუდვა, საზოგდობრივი ცხოვრების ყველაზე დაბალ საფეხურზე იძულებით შეკავება, განათლების სფროში განცალკევბული სწავლების შემოღება და ა.შ
2. ეს არის რაიმე ნიშნის საფუძველზე რომელიმე ქვეყნის მიერ საკუთარი მოსახლეობის მიზანდასახული გამიჯვნის წარმოება.
არსებობს სეგრეგაციის მრავალგვარი სახე, თუმცა ყველაზე გავრცელებული და მასშტაბურია 4 სახის სეგრეგაცია: სქესობრივი სეგრეგაცია, რასობრივი სეგრეგაცია სოციალური სეგრეგაცია და კულტურული სეგრეგაცია.

სქესობრივი სეგრეგაცია არის ადამიანების ფიზიკური და კულტურული დაყოფა მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით. ამ ტერმინს, ძირითადად, შრომის ბაზარზე, ან მის კონკრეტულ ნიშებში ერთ-ერთი სქესის მონაწილეობის შეზღუდვის აღსანიშნავად იყენებენ.

რასობრივი - ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგად მოაქვს თანაბარი შესაძლებლობების, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების აღიარების, სარგებლობის და გამოყენების გაუქმებას ან დაბრკოლება.

სოციალური - სოციალური სეგრეგაცია დაყოფილია ფაქტობრივად ორ ნაწილად: დეფაქტო, (რომელიც წარმოიქმნება სპონტანურად, თავისთავად სოციალური განვითარების პროცესში და სამართლებრივი) და დეიურე (ხელისუფლების მიერ ლეგალიზებული: სხვადასხვა სახის სოციალური უფლებების შეზღუდვა).

კულტურული - კულტურული სეგრეგაცია მრავალმხრივი პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს მომავალში და საშუალებას აძლევს შენარჩუნდეს ტრადიციების დაცვა უცვლელი, ტრადიციული გზით. კულტურაში სეგრეგაცია ხორციელდება იზოლაციით, ცალკეული პოზიციითა და დამოუკიდებლობით, რომელიც გამოიხატება ასიმილაციის, ანუ დომინირებული ეთნიკური ერთობის მიერ სხვა ეთნიკური ერთობის შთანთქმის პროცესით.

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0