x
image
გემი დალანდი
12 ფაქტი,რომელიც ყოვლისმოცდნეებსაც კი გააკვირვებს
image

ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია. ეს 12 ფაქტი, რომლის შესახებაც სტატიაში მოგითხრობთ, შესაძლოა გადაცემის “რა? სად? როდის?" მოთამაშეებმაც კი არ იცოდნენ:

1.შენახვის ვადა წყლის ბოთლზე ბოთლის ვადაა და არა წყლის

imageვადა, რომელიც ბოთლზეა, ბოთლის ვადაა, რადგან როცა ხანგრძლივად ვინახავთ მასში რამეს, ბოთლი მავნე ნივთიერებების გამოყოფას იწყებს და ეს მასში შენახული სითხის გემოსა და უსაფრთხოებაზე მოქმედებს. მინის ბოთლში წყალი გაცილებით მეტი ხნით ინახება.



2.ცხელი წყალი უფრო მალე იყინება, ვიდრე ცივი

ეს თითქოს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რადგან ცხელი წყალი ჯერ უნდა გაცივდეს, შემდეგ კი მყარ მდგომარეობაში გადავიდეს, განსხვავებით ცივი წყლისგან, რომელიც გაციებას არ საჭიროებს. თუმცა, არსებობს ასეთი სამეცნიერო პარადოქსი, რომელსაც მპემბას ეფექტი ეწოდება.


3.სავსემთვარიანობის დროს კოღოების აქტივობა 500%-ით იზრდება

imageუსიამოვნო ფაქტია, ხომ? თუმდა მეცნიერებმა უკვე შეიმუშავეს რეპელენტი, რომელიც კოღოების რეცეპტორებს ბლოკავს და ადამიანი მათთვის “შეუმჩნეველი" რჩება.


4.კატები თათების ბალიშიებით და ცხვირით ოფლიანობენ

imageსხეულის ტემპერატურას კატები სუნთქვით და ოფლის გამოყოფით არეგულირებენ. ხშირი სუნთქვისას კატა ცხელ ჰაერს გამოდევნის და ცივს ჩაისუნთქავს. ასევე, ნერწყვის აორთქლებას მისი ხახიდან, ენიდან და ცხვირიდან ისეთივე ეფექტი აქვს კატისთვის, რაც ოფლის გამოყოფას ადამიანისთვის.

თათების ბალიშებს რაც შეეხება, მათი ზედაპირის სიმცირის გამო ამ ადგილებიდან ოფლის გამოყოფა კატისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში შესაძლოა მისი ნოტიო თათების ანაბეჭდი დაინახოთ იატაკზე.


5.ყველაზე ადვილი მეთოდი მტაცებლისა და ბალახისმჭამელის განსასახვავებლად

imageმტაცებლებს თვალები წინ აქვთ განლაგებული, რომ მსხვერპლი ადვილად ამოიღონ მიზანში, ბალახისმჭამელებს კი გვერდებზე, რომ მტაცებლის მოახლოება არ გამოეპაროთ.


6.ყველაზე პატარა სერიული ავტომობილი მსოფლიოში

imageმიკრომობილი Peel P50 1962 წელს ინგლისში შეიქმნა. მისი სიგრძე 134სმ-ია, სიგანე კი 99სმ. ავტომობილში მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა და 64კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ავტომობილის საერთო წონა კი 59 კგ-ია.


7. მსოფლიოს ყველაზე გრძელი ბინადარია შხამიანი მედუზა

imageდიახ, წყნარ ოკეანეში აღმოჩენილი შხამიანი მედუზას ყველაზე გრძელი სახეობა სწორედ 37 მეტრია.


8.წყალი, რომელიც იწვის

აზერბაიჯანში ქალაქ ასტარასთან მდებარეობს წყარო იანარ ბულაგი, რაც ნიშნავს წყაროს, რომელსაც ცეცხლი უკიდია. საქმე ისაა, რომ წყალი ბუნებრივი აირის დიდ რაოდენობას შეიცავს და მისი აალებაა შესაძლებელი.


9.გერმანული კარტების დასტაში დედოფალი არაა

imageჩრდილოეთ გერმანიაში გავრცელებული ტიპიური კარტების დასტაზე ქალს ვერ ნახავთ, რადგან წესიერ ფრაუს და ფროილაინს სათამაშო კარტზე არაფერი ესაქმებათ.


10. ინდოეთში მეოთხედ ქორწინება დასაშვებია, მაგრამ მე-3 ქორწინება კი აკრძალულია

imageეს აკრძალვა მხოლოდ ზოგიერთ შტატში მოქმედებს, მაგალითად პენჯაბში. ამიტომ ის მამაკაცები, რომლებსაც ორი ქორწილის შემდეგ არ გამართლათ და კიდევ სურთ ცოლის მოყვანა ასეთ ხერხს მიმართავენ: რადგან კანონი მხოლოდ ცოცხალ არსებაზე დაქორწინებას კრძალავს მესამედ, ისინი ხეზე ქორწინდებიან . შემდეგ კი მას მეგობრები “დაქვრივებაში" ეხმარებიან და ხეს ჭრიან, რის შემდეგად მამაკაცს შეუძლია იმ ქალზე დაქორწინდეს, რომელზეც სურს.


11.“მკვდრების ზარდახშა" მეკობრეთა სიმღერიდან-სინამდვილეში დაუსახლებელი კუნძულია კარიბის ზღვაში

imageსიმღერა მე-18 საუკუნის ბოლოს მომხდარ მოვლენას ეძღვნება. მეკობრეთა გემზე “დედოფალ ანას შურისძიება", რომლის კაპიტანიც შავწვერა იყო, აჯანყება მოხდა. კაპიტანმა 15 აჯანყებული დაუსახლებელ კუნძულზე გადასვა, რომელსაც მკვდრების ზარდახშა ერქვა. მათ მხოლოდ თითო-თითო ბოთლი რომი დაუტოვეს. ერთი თვის შემდეგ, როცა გემი ისევ მიადგა კუნძულს, აღმოჩნდა, რომ ის მეზღვაურები, რომლებიც იქ დატოვეს, ცოცხლები იყვნენ. მათ უფლება მისცეს გემზე დაბრუნებულიყვნენ, ხოლო მათ საპატივსაცემოდ კი სხვა მეკობრეებმა სიმღერა შეთხზეს.


12.რატომ გვეჩვენება მთვარე და მზე ერთი ზომისა

imageმთვარე დაახლოებით 400-ჯერ პატარაა მზეზე, სამაგიეროდ, დედამიწასთან უფრო ახლოსაა და ამიტომ, მზის დაბნელებისას მხოლოდ წვრილ მანათობელ რკალს ვხედავთ მთვარის გარშემო. თუმცა, ეს დროებითია, მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას, რაც იმას ნიშნავს, რომ მანათობელი რკალი მის გარშემო დროთა განმავლობაში გაიზრდება.





0
1115
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0