x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ერდოღანი და ადამიანობა ერთ წინადადებაში ვერ თავსდება" - თურქეთი სირიაში შეიჭრა!

image

"პირველად მრცხვენია ჩემი კარიერის განმავლობაში", - ასე დაიწყო საუბარი ამერიკული ტელეარხის Fox News-ის ჟურნალისტთან ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრომ, რომელიც სირიაში მსახურობს 1000-კაციან ამერიკულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად. მის სახელს Fox News-ი არ ასახელებს გასაგები მიზეზების გამო.

"თურქეთი არ აკეთებს იმას, რაც შეთანხმებული იყო", - აგრძელებს სამხედრო საუბარს. "ეს საშინელებაა. ჩვენ უსაფრთხოების ყველა შეთანხმება დავაკმაყოფილეთ. ქურთებმა თურქებთან არსებული ყველა შეთანხმება დააკმაყოფილეს. საზღვრის ამ ტერიტორიიდან თურქეთის მიმართ არანაირი საფრთხე არ არსებობდა".


"ახლო აღმოსავლეთში ქურთები
ყველაზე ახლოს არიან დასავლურ აზროვნებასთან. ეს სირცხვილია. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ. ეს საშინელებაა", - ამბობს Fox News-ის ანონიმური წყარო.

მკითხველი მარტივად მიხვდება, რომ ეს სიტყვები თურქეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე და შეერთებული შტატების მიერ ქურთების სამხედრო დაჯგუფების, სირიის დემოკრატიული ძალების მიტოვებას შეეხება.
სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) იყო ის დაჯგუფება, რომელიც წლების განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედროებთან ერთად იბრძოდა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. სირიაში ჯერ კიდევ რჩება 1000-მდე ამერიკელი სამხედრო. რაც შეეხება იმ ტერიტორიას, საიდანაც სამხედროები უკვე გაიყვანეს, ამერიკელების რაოდენობა 50-ის ფარგლებში იყო, მაგრამ ეს იყო იმის გარანტი, რომ აქ თურქეთი ოპერაციას ვერ დაიწყებდა.

ძნელი სათქმელია, რა უთხრა კვირას, 6 ოქტომბერს ტელეფონში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპმს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო და ამას "ტვიტერში" მთელი რიგი განცხადებებიც მიაყოლა.
მაგალითად, "დროა შევეშვათ სასაცილო, უსასრულო ომებს", "თუქეთმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, რუსეთმა და ქურთებმა თავად გაარკვიონ ურთიერთობები", "თუ თურქეთი გააკეთებს იმას, რასაც ჩემი დიადი და უბადლო სიბრძნე ზღვარგადასულად მიიჩნევს, გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას", "შეერთებულმა შტატებმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმე ელოდა, მათ შორის ხალიფატის ტერიტორიის 100%-ის ხელში ჩაგდება."
ამ განცხადებებში ტყუილ-მართლის ძიებას აქ აღარ შევუდგებით, თუმცა საკითხის სერიოზულობის საჩვენებლად ტრამპის მოკავშირის, რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის განცხადებებს მოვიყვანთ:

"ერდოღანი და ადამიანობა ერთ წინადადებაში ვერ თავსდება", - ალბათ საკმარისია იმის დასანახად, თუ როგორი განწყობა აქვს დიდი ხნის გამოცდილ პოლიტიკოსს ერდოღანის მიმართ. იხილეთ ვრცლად
1
337
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
337
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1