x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„მე ვიცი, რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით
image


"მე ვიცი, რა მოხდა 20 ივნისს რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით. შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ, თქვენც რამენაირად მოახერხოთ, ”-ასე პასუხობს მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა შალვა თადუმაძის იმ განცხადებას, სადაც მთავარი პროკურორი დაზარალებულებზე საუბრობს.

როგორც მაკო გომური წერს, მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ.

“მეზიზღება ეს ვიდეო და კიდევ ის, სასწრაფოს მანქანაში რომ ვარ, მაგრამ ახლა მეორედ ისევ ვუყურე, იქნებ მე არ ვარ თქო, მაგრამ ფაქტია მე ვარ; ახლა ვიტყვი ერთ რამეს (ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა) ვიდეოში ჩანს, რომ მხვდება ტყვია, არის კიდევ ერთი ვიდეო-სასწრაფოს მანქანამდე მიყვანის და ერთიც-უკვე სასწრაფოს მანქანაში. სამივეში ჩანს, რომ მე ვარ მე. არსებობს სასწრაფოს (საავადმყოფოს) დასკვნა, სადაც წერია, საიდან და რა მდგომარეობაში მოვხვდი საავადმყოფოში. არსებობს ერთიც (ნელმოქმედი) ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი. ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი.? მაგრამ? მაგრამ? მაგრამ? ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა. (რეალურად არც არაფერი უთქვამს, გარდა ორისა-“ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს” ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ;? ჩვენ გვჭირდება, ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა;? ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში (თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესააა შეუძლებელი)ან შეიძლება, ნემსს ნემსის ზვინში; არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი, რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით. შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ, ”- წერს მაკო გომური ფეისბუქზე.


ცნობისთვის, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მისთვის ის ფაქტი, რომ 67 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და 4 მოქალაქე, არაფერს ამბობს.

“დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებით. მტკიცებულება სტანდარტით არის, როდესაც ეს სტანდარტი იქნება, მაშინ იქნებიან დაზარალებულებიც და ბრალდებულებიც”, – განაცხადა თადუმაძემ.

მისი თქმით, გამოძიებას უჭირს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, ვისაც სავარაუდოდ კანონდარღვევა აქვთ ჩადენილი, რადგან ისინი სპეციალური საშუალბებით იყვნენ აღჭურვილნი.image

0
221
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0