x
მეტი
  • 18.10.2019
  • სტატია:95739
  • ვიდეო:343071
  • სურათი:457700
ამერიკაში 9 წლის ბავშვი ხუთი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

imageამერიკაში 9 წლის ბავშვს წაუყენებენ ბრალს, რომელიც ეჭვმიტანილია განზრახ ცეცხლის გაჩენაში და 5 ადამიანის მკვლელობაში, აქედან სამი ბავშვია.

ტრაგედია დატრიალდა ილინოისის შტატში ამ წლის 7 აპრილს ჩიკაგოდან 150 მილის დაშორებით.


ტიმბერლეინის ტრეილერის პარკში ღამით გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც დაიღუპა 34 წლის მამაკაცი, 69 წლის ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი.


მკვლელობაში ეჭვმიტანილი მცირეწლოვანის ადვოკატმა Associaced Press- ს განუცხადა, რომ ბრალდება ძალზე სერიოზულია, მსგავსი ამერიკის ისტორიაში 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა, გამოძიება არა თუ ბავშვის ვინაობას, არამედ არ იმას ამბობს, ნათესავად ეკუთვნის თუ არა გარდაცვლილებს.


აღსანიშნავია, 9 წლის ბავშვი კიდევ სამი ხანძრის განზრახ გაჩენაშია ეჭვმიტანილი.


როგორც შტატის პროკურორი გრეგ მინგერი აცხადებს, პატარა ბავშვისთვის ბრალის წაყენება მისთვის ძალზე მძიმე გადაწყვეტილება იყო:


"ეს არის ტრაგედია, რადგან ძალზე მცირეწლოვან ამერიკელს გაასამართლებენ, მას ელოდება პირობითი სასჯელი, რომელიც 5 წელიწადი გაგრძელდება."





0
143
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0