x
მეტი
  • 18.10.2019
  • სტატია:95739
  • ვიდეო:343071
  • სურათი:457700
ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოები. როგორ გამოიყურებოდნენ ისინი თვითმკვლელობამდე/გარდაცვალებამდე?!

image

ლინკინ პარკის ვოკალისტმა, ლეგენდად ქცეულმა მომღერალმა ჩესტერ ბენინგტონმა 41 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. მისი უკანასკნელი ფოტო გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრეა გამოქვეყნებული და მასზე კარგად ხედავთ, თუ როგორი ბედნიერია ჩესტერი.


მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი დეპრესიისკენ მიდრეკილებით გამოირჩეოდა, ახლობლებისთვის მაინც თავზარდამცემი აღმოჩნდა მისი თვითმკვლელობის ამბავი.


ბენინგტონი 2017 წლის 20 ივნისს კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს ჩამომხრჩვალი. აღნიშნული სურათი კი მოგვიანებით მისმა მეუღლემ გააზიარა ინსტაგრამზე.


image


ჯიმი ჰენდრიქსის ეს ფოტო მისმა შეყვარებულმა მონიკა დანემანმა გადაიღო 1970 წლის 17 სექტემბერს. ხოლო მომდევნო დღეს ჰენდრიქსი გარდაიცვალა. ამბობენ, რომ მომღერალმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და საძილე აბები დალია, რამაც ღებინება გამოიწვია და გაგუდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სპეკულირებენ მისი თვითმკვლელობის ფაქტით, არასდროს დადასტურებულა, რომ ჰენდრიქსმა თვი მოიკლა.

image


კადრში, რომელშიც ჯონ ლენონს ხედავთ, მისი მკვლელი მარკ დევიდ ჩეპმენიც არის აღბეჭდილი. მკვლელმა მომღერლისგან ავტოგრაფის აღება მოითხოვა. ლენონმა ჰკითხა: “სულ ეს არის რაც გნებავთ?", ჩემპმენმა გაიღიმა და დაეთანხმა. 4 საათის შემდეგ, როდესაც ლენონი საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიას უახლოვდებოდა, ჩეპმენი მას წამოეწია, ჩაიმუხლა და ხუთი გასროლა განახორციელა მისი მიმართულებით. ლენონის გარდაცვალება საავადმყოფოში დაადასტურეს.

image


აღნიშნული კადრი კი ჰიტ ლეჯერის ბოლო ფილმიდან, “ექიმ პარნასის წარმოსახვიდან" არის. 2008 წლის 22 იანვარს იპოვეს ნიუ იორკში, საკუთარ სახლში მედიკამენტების ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი.

image

ძალიან ცნობილი ბოქსიორის, სპორტის ლეგენდის მუჰამედ ალის უკანასკნელი ფოტო 2016 წლის 22 მაისს მისმა ქალიშვილმა ჰანამ გადაიღო. ალის პარკინსონის დაავადება ჰქონდა 1984 წლიდან, თუმცა იგი აქტიურად იყო ჩართული სოციალურ აქტივობებში. იგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

ანე ფრანკის ეს უკანასკნელი ფოტო 1942 წელს არის გადაღებული და მასზე აღბეჭდილია მისი და მარტიც. ანე 1945 წლის მარტში გარდაიცვალა ბერგენ-ბელსენის საკონცენტრაციო ბანაკში.

image

ფილმი, სახელად Into the Wild, კრისტოფერ მაკანდლესის ცხოვრების მიხედვით იქნა გადაღებული. აღნიშნული ფოტო კი უკანასკნელია, რაც მან აღბეჭდა და მოგვიანებით აღმოჩენილი იქნა მის პირად კამერაში. კრისტოფერი 1992 წლის აგვისტოში გარდაიცვალა შიმშილისგან. მის მიზანს წარმოადგნედა Stampede Trail-ის გზის გავლა. იგი იმედოვნებდა, რომ საკუთარი შესაძლებლობებით, მიწის დამუშავების საშუალებით შესძლებდა თავის გადარჩენას, თუმცა ექსპერიმენტი მისი გარდაცვალებით დასრულდა.

image

სტივ ჯობსის უკანასკნელი ფოტო 2011 წლის 5 ოქტომბრამდე, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. სტივს პანკრეასის კიბო ჰქონდა. სიცოცხლის ბოლომდე მისი ნათესავები გარს ეხვეოდნენ და უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. სტივი Alta Mesa-ს მემორიალურ პარკში დაკრძალეს. მისი საფლავი უსახელოა.

image


ფოტოზე, რომელზედაც მერლინ მონროა გამოსახული ჯაზის პიანისტთან Buddy Greco-სთან ერთად, 1962 წლის აგვისტოშია გადაღებული. მონრო რამდენიმე დღეში ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა და განიცდიდა დეპრესიას. ამიტომ ბევრი მიიჩნევს, რომ ბარბიტალის გადაჭარბებული დოზა განგებ მიიღო და თავი მოიკლა.

image


ფოტო, რომელზედაც ემი უაინჰაუსია აღბეჭდილი 2011 წლის 12 ივლისსაა გადაღებული. ემი ამავე წლის 23 ივლისს გარდაიცვალა ალკოჰოლური მოწამვლით. მოგვიანებით ემის ძმამ, ალექს უაინჰაუსმა განაცხადა, რომ ემი ბულემიას ებრძოდა და მისმა სუსტმა სხეულმა ვერ გაუძლო ალკოჰოლს. ამიტომ მოიწამლა იგი ასე ადვილად.

image

0
1422
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
1422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0