x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რატომ კორეული კოსმეტიკა? - პროდუქცია, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, საქართველოშიც პოპულარულია
image


კორეული კოსმეტიკა - ბოლო პერიოდში ამ სიტყვებმა ჯადოსნური დატვირთვა შეიძინეს და ავტომატურად სილამაზესა და ლამაზ კანთან ასოცირდება. კორეული კოსმეტიკის პოპულარობა საოცარი სისწრაფით იზრდება და მან უკვე დაიპრყო ჯერ აზია, შემდეგ ევროპა და ახლა უკვე ამერიკაც. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კორეული კოსმეტიკაც საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რატომ არის კორეული კოსმეტიკა კარგი და რატომ სჯობს ის სხვებს.


ახლა წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ კორეული კოსმეტიკის გამოყენება, თუ ეს ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ.



უნაკლო კანი



image


დასავლეთის ქვეყნებში ქალების დიდი ნაწილი ცდილობს, სახის კანზე არსებული ნაკლი ბაზითა და მაკიაჟით დაფაროს. აღმოსავლეთსა და განსაკუთრებით, კორეაში კი, როგორც წესი, ქალები კანის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ და არა ხარვეზების დაფარვაზე. სწორედ ამიტომ განსხვავდება აღმოსავლური და დასავლური მწარმოებლების მიდგომებიც. დასავლეთის ქვეყნებში უფრო მეტი დეკორატიული კოსმეტიკური საშუალება იწარმოება, აღმოსავლეთში კი -კანის გამაჯანსაღებელი.



ბუნებრივი სილამაზე


image


აღმოსავლეთის ქვეყნებში ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ უპირატესობას. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნებში ქალები ცდილობენ, მაქსიმალურად კარგი სახის კანი ჰქონდეთ, რომ დამატებითი კოსმეტიკური საშუალებები არ დასჭირდეთ ნაკლოვანებების დასაფარად. ისინი მხოლოდ მინიმალისტურ მაკიაჟს ატარებენ. არსებობს კორეული სილამაზის 10 საფეხურიანი რუტინა, რომელიც მოიცავს კანის წმენდას, დატენიანებასა და მზისგან დაცვას.


ბუნებრივი ინგრედიენტები


image


კორეული კოსმეტიკის კიდევ ერთი უპირატესობა მისი შემადგენლობაა. აღნიშნული პროდუქციის უდიდესი ნაწილი სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება. ამ ინგრედიენტების უმეტესობა კი მხოლოდ იმ კონკრეტული ადგილებისთვის არის დამახასიათებელი და დასავლეთის ქვეყნებში არ გვხვდება. ბევრი რომ არ ვისაუბროთ, მხოლოდ ლოკოკინის ლორწოს თავის მოვლის საშუალებებში გამოყენებაც საკმარისია იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად განსხვავდება აღმოსავლური კოსმეტიკა დასავლურისგან. კორეელები ამ საშუალებას ასწლეულებია იყენებენ, დასავლეთის ქვეყნებში კი რამდენიმე ათეული წლის წინ გახდა პოპულარული.



ტექნოლოგია და ინოვაცია


image


კორეული კოსმეტიკის ხარისხს ის ინოვაციური ტექნოლოგიებიც განაპირობებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში ნაკლებად ცნობილია. მაგალითად, აღმოსავლეთ ქვეყნებში ბუნებრივი ინგრედიენტების შეგროვებისა და ფერმენტაციის სრულიად განსხვავებულ ინოვაციურ ტექნოლოგიას იყენებენ. მწარმოებლების მთავარი მიზანი მუდმივი დახვეწა და განვითარებაა.


ღირებულება


image


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კორეული პროდუქცია უახლესი ტექნოლოგიითა და ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება და ჩვენს ქვეყანაში არის იპორტირებული, მისი ფასი დაუჯერებლად დაბალია. სწორედ ეს არის უკანასკნელი მიზეზი იმისა, რომ აუცილებლად უნდა შეიძინოთ კორეული კოსმეტიკა და საკუთარ თავზე გამოსცადოთ ის.




კორეული კოსმეტიკა საქართველოში


ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის კორეული კოსმეტიკის ინდუსტრიის მოცულობა 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ამ ფენომენს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ცვლილება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე.


საქართველოში კორეული კოსმეტიკა ნელ-ნელა ხდება პოპულარული. ამ პროცესს ხელს უწყობს ისიც, რომ ჩვენთან იყიდება კორეული კოსმეტიკის ტოპ 10 კომპანიაში შემავალი ბრენდი „მიზონი“. „მიზონს“ სამხრეთ კორეული კომპანია NABION აწარმოებს, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად, ის კვლევითი ცენტრი იყო, რომელიც ETUDE HOUSE, INNISFREE და სხვა ბრენდებისთვის პროდუქციას აწარმოებდა. მოგვიანებით, NABION-მა თავად დაიწყო საკუთარი ბრენდის - „მიზონის“ წარმოება. კომპანიას მიღებული აქვს სამხრეთ კორეის მთავრობის სპეციალური პრიზი სამეცნიერო მიღწევებისთვის. კომპანიამ პოპულარობა ხარისხის კონტროლისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე მოიპოვა.


„მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. იგი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და კანის ტიპისთვის. ყველაზე პოპულარული კი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული. ლოკოკინის მუცინი კანს ტონუსს მატებს და აახალგაზრდავებს, გარდა ამისა, ანიჭებს ჯანმრთელ, ნათელ ფერს და ნაოჭების წარმოქმნასაც აფერხებს.



image


ლოკოკინის ხაზის გარდა, „მიზონს“ კიდევ 4 ხაზი აქვს. ესენია: WATER VOLUME EX LINE – (სახის ინტენსიური, დამატენიანებელი საშუალებები რეკომენდებულია ყველა ტიპის გაუწყლოებული კანისთვის), COLLAGEN POWER LIFTING LINE (სახის მოვლის საშუალებები კოლაგენის შემცველობით, რაც აჩქარებს საკუთრივ კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნის პროცესს), ACENCE-ACNE CLINIC (სახის მოვლის საშუალებები ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის), ORIGINAL SKIN ENERGY (შრატის კოლექცია). სამხრეთ კორეული ბრენდი „მიზონი“ ნაჭრის ნიღბების სერიითაც გამოირჩევა, რაც ასევე პოპულარულია.

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0