x
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია აბაშის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, აბაშის სოფლებში კეთილარში, გულეიკარში, ნაესაკოვოსა და კოდორში შეხვედრები გაიმართა. არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, პარლამენტის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა, აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაშვილმა მიიღეს.

შეimage
ხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა გაზიფიცირების, გარე განათების, შიდა გზების და საყანე ფართობებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.


ხვალ, შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სეფიეთში, გეზათში, გულუხეთსა და ძველი აბაშაში გაიმართება.



0
27
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0