x
image
თორ ნიკე
გიორგი ვეშაგურიძე - საქართველოს უცნობი გმირი

image

გიორგი (ფაცო) ვეშაგურიძე (1917-1944 წწ.) ზემო ალვანელი, წარმოშობით თუში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლი იყო. შესაძლოა მან იცოდა კიდეც, რომ ვერაფერს გახდებოდა მცირე ბრძოლით წითლების რეჟიმის წინააღმდეგ, რომლებმაც მარტო საბჭოეთში მინიმუმ 32 მილიონი ადამიანი შეიწირეს რეპრესიებში (ლენინმა 9 მლნ. და სტალინმა 23 მლნ.), მაგრამ ეს მისი პროტესტი იყო. ვერ იტანდა და ვერ ეგუებოდა იმ უსამართლობას, რაც საქართველოს თავს დაატეხეს 1921 წელს და იმას, რომ მისი ქვეყანა განწირული აღმოჩნდა მსოფლიოს მიერ კომუნისტური ჭირისთვის. ის გახლდათ ქართული ნაციონალისტური ორგანიზაციის - "სამანის" წევრი. ფაცო ძალიან ჭკვიანი, მოხერხებული მებრძოლი იყო. დიდი ხნის დევნის შემდეგაც კი ვერ მოიხელთეს კომუნისტებმა. ამიტომ მის ოჯახზე მიიტანეს იერიში და მისი სუსტი წერტილი - ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები გამოიყენეს - უსამართლოდ დაუპატიმრეს მისი მეუღლე და სამი და. მეუღლისა და დების გამოშვების სანაცვლოდ ფაცო მილიციას ჩაბარდა, მაგრამ ჯალათებმა სიტყვა გატეხეს, გოგონები არ გაუთავისუფლებიათ, ხოლო მეუღლე სამუდამოდ გადაასახლეს.. თავად გიორგი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. ფაცო ვეშაგურიძეს შთამომავალი არ დარჩენია. მისი და-ძმების კი დღემდე ზემო ალვანში ცხოვრობს.


გიორგი (ფაცო) ვეშაგურიძე - საქართველოს გმირი


საქართველოს გმირის გიორგი (ფაცო) ვეშაგურიძის უკვდავი ხსოვნის პატივსაცემად ფეისბუქ-გვერდის "ისტორია ფერებით" ადმინისტრატორმა - ავთანდილ ვაშაძემ ახალი სიცოცხლე შთაბერა და გააფერადა მისი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი და შესანიშნავი ფოტო, რომელზეც ულამაზესი თუში ვაჟკაცია აღბეჭდილი - მრავალთაგან ერთ-ერთი მშვენიერი სიცოცხლე, რომელიც წითელმა რეჟიმმა უსამართლოდ გააუბედურა და მოსპო:



გიორგი (ფაცო) ვეშაგურიძე - საქართველოს გმირი


დიდება გმირებს...


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
647
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
647
  
2021, 29 მარტი, 12:14
Giorgi (Fatso) Veshaguridze (1917-1944), Georgian highlander from the village Zemo Alvani was a fighter for the independence of Georgia against the communists. He may have known that he could do nothing with a small fight against the Red regime, which killed at least 32 million people in the Soviet Union (Lenin - 9 million and Stalin - 23 million), but that was his protest. He could not stand the injustice that befell Georgia in 1921 and the fact that his country was doomed by the world to the communist plague. He became a member of the Georgian nationalist organization - "Samani". Fatso was a very smart, nimble fighter. Even after a long period of persecution, the communists could not defeat him. So his family was attacked and his weak point - family members, Beloved people were used - unjustly was arrested his wife and three sisters. In exchange for the release of his wife and sisters, Fatso surrendered to the militia, but the butchers broke the word, the girls were not released, and his wife was deported forever. Giorgi himself was shot without trial. There are no descendants of Patso Veshaguridze. His siblings still live in Zemo Alvani.
0 1 1