x
მეტი
  • 16.10.2019
  • სტატია:95717
  • ვიდეო:343121
  • სურათი:457639
შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ - მაკო გომური შალვა თადუმაძეზე

image



20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური შალვა თადუმაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც იგი გავრილოვის ღამეს დაზარალებულებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად არა ერთი ფაქტისა და გარემოებისა, გამოძიებისთვის ეს მტკიცებულებები მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიეღო.


შეგახსენებთ, მაკო გომურმა 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დაშლისას თვალი დაკარგა.


„მეზიზღება ეს ვიდეო და კიდევ ის, სასწრაფოს მანქანაში რომ ვარ, მაგრამ ახლა მეორედ ისევ ვუყურე, იქნებ მე არ ვართქო, მაგრამ ფაქტია მე ვარ;დ ახლა ვიტყვი ერთ რამეს (ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა) ვიდეოში ჩანს რომ მხვდება ტყვია, არის კიდევ ერთი ვიდეო-სასწრაფოს მანქანამდე მიყვანის და ერთიც-უკვე სასწრაფოს მანქანაში.

სამივეში ჩანს რომ მე ვარ.მე.

არსებობს სასწრაფოს (საავადმყოფოს) დასკვნა, სადაც წერია საიდან და რა მდგომარეობაში მოვხვდი საავადმყოფოში.

არსებობს ერთიც (ნელმოქმედი) ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი.

ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი.

მაგრამ

მაგრამ

მაგრამ

ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა. (რეალურად არც არაფერი უთქვამს, გარდა ორისა-“ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს” ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ;დ)

ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა;დ ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში (თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესააა შეუძლებელი)

ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში;დ არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით.


შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ.“ - წერს მაკო გომური.



0
59
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0