x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95723
  • ვიდეო:343051
  • სურათი:457649
ვარდისფერი კუბო და წყალქვეშა ცერემონია - ყველაზე უცნაური ქორწილები მსოფლიოში

image

ქორწილი - შეყვარებული წყვილის ცხოვრებაში ყველაზე ნანატრი და ბედნიერი დღეა. რა თქმა უნდა, ყველა ნეფე - პატარძლის სურვილია, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე არა მხოლოდ მათთვის, არამედ თითოეული სტუმრისთვისაც განსაკუთრებულად იქცეს. ამიტომ წყვილები ყველაზე უცნაური გამოხატვის ფორმებზეც კი არ ამბობენ უარს. ქორწილის ორგანიზატორები კი მეტი ორიგინალურობისთვის, ყველაზე უტოპიურ იდეებსაც კი სრულიად რეალურად აქცევენ. მოდით ვნახოთ, მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო და უცნაური ქორწილები, რომლებიც დაპატიჟებულ სტუმრებს ვფიქრობ რომ კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ.



ყვავილების ქორწილი


რა თქმა უნდა, ყვავილები - ყველა ქორწილის აუცილებელი ატრიბუტია, დაწყებული ინტერიერისა და მაგიდების გაფორმებით, დამთავრებული პატარძლის თაიგულის დეკორით.. მაგრამ, წარმოიდგინეთ წვეულება, რომელიც 99999 ათასი ცალი წითელი ვარდით არის გაფორმებული.. ნეფე -პატარძლის ქორწილი არ ვიცი, თუმცა ეს "ყვავილების ქორწილი" ვფიქრობ, რომ სტუმრებს მართლაც, რომ არასდროს დაავიწყდებათ.


imageimage


ცერემონია კუბოში


ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქორწილის კვალობაზე ეს ყოველივე საკმაოდ უცნაურად არა მხოლოდ ჟღერს, არამედ გამოიყურება კიდეც. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, წყვილმა ერთმანეთი - "მორგში" გაიცნო. სწორედ ამიტომ, შეყვარებულებმა თემის ლოგიკურად გაგრძელება გადაწყვიტეს და საქორწინო ცერემონიაც არც მეტი, არც ნაკლები ვარდისფერ კუბოში მოაწყვეს.


imageimage


"ახალგაზრდა" ქორწილი


ამ საქორწინო ცერემონიის მთავარი მოქმედი გმირები - სირიის მოქალაქეები არიან. მომავალი პატარძალი ჰალი -3 წლის, ხოლო საქმრო კი ჯერ მხოლოდ - 5 წლის არის. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირდაპირი გაგებით ქორწილი აქ არ იგულისხმება. საქმე იმაშია, რომ ბავშვების მშობლებმა მათ საქორწინო კონტრაქტს, რომელიც ძალაში ზუსტად 10 წლის შემდეგ შევა, ხელი უკვე მოაწერეს. ნუ გაგიკვირდებათ, სირიაში ეს ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ის, რომ ოჯახებმა პატარების მომავალი მათი ნების გარეშე, თავად გადაწყვიტეს, ეს ჯერ ბავშვებმა არ იციან, თუმცა, ისინი ერთმანეთზე უკვე გიჟდებიან.


image



წყალქვეშა ქორწილი



როგორ ფიქრობთ, სად უნდა გადაიხადოს წყვილმა ქორწილი თუკი, ორივე მათგანი დაივინგით არის გატაცებული? რაღა თქმა უნდა, წყლის ქვეშ! რას იტყვით? ხომ ორიგინალური იდეაა?


image




0
13
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
13