x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ქვეყნიდან ისე არ წავალ, ლაფი არ ჩამოვიწმინდო, არასოდეს შევეგუები“- ილია ჯიშკარიანის პირველი კომენტარი
image



სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ილია ჯიშკარიანმა დუმილი "კურიერთან" დაარღვია და იმ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის გამოც პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა. პირველი სატელევიზიო კომენტარი მან სწორედ ნიუ ჰოსპიტალსიდან გააკეთა.


"ბრალი არის ძალიან მძიმე, რომელსაც მე ვერასდროს და არასდროს არ შევეგუები. იმ გზით ვივლი, როგორც საჭიროა. სასამართლო იქნება საჭირო თუ გამოძიება, მაგ გზით ვივლი მე.


მე ამ ქვეყნიდან ისე არ წავალ თუ ეგ ლაფი და ჭუჭყი არ ჩამოვიწმინდე. მოხდა ის, რაც მოხდა და მე ბრალი დამდეს ძალიან მძიმე დანაშაულში, რაც არ ჩამიდენია. ამაზე კონკრეტიზაციას ვერ გავაკეთებ, მტკიცებულებები გამაჩნია, რომელიც ჩემს უდანაშაულობას დაამტკიცებს, "- უთხრა "კურიერს" ჯიშკარიანმა.



დღესვე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმაც. როგორც გაირკვა დეპუტატის უფლებებს ცნობილი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ის ხაზს უსვამს, რომ კომპიუტერული აპარატურა ოფისში თავად თამთა თოდაძემ დაამტვრია, სხვა მრკიცებულება კი არ არსებობს.


„არგუმენტი გვაქვს, და მტკიცებულებები არსებობს, რომ ინციდენტამდე ორჯერ აქვს დეპუტატს თავის მეუღლესთან დარეკილი და მისი მეუღლე ოფისში მოდიოდა. კამერაში ჩანს, რომ ფანჯრები ღიაა და ოთახიდან ხმა ყველას ესმის, “ - აღნიშნავს მარიამ კუბლაშვილი.


მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ილია ჯიშკარიანის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ ჯიშკარიანი პარტიამ გაწირა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სასამართლოში ჯიშკარიანის უდანაშაულობას დაამტკიცებს.


საქმის მასალების გასაცნობად, თამთა თოდაძე საგამოძიებო უწყებაში დღეს თითქმის სამის განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ დეტალებზე მედიასთან აღარ ისაუბრა. მას დღეს ხელი გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს. ამასთან თოდაძე დარწმუნებულია, რომ დაცვის მხარე ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც ჯიშკარიანი გამართლდება.



შეუფარდებენ თუ არა წინასწარ პატიმრობას ძალადობასა და სექსუალური შევიწროებისთვის ბრალდებულ დეპუტატს, ხვალ გაირკვევა. 48 საათიანი ვადა გამოძიებას ხვალ ეწურება.

0
434
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0