x
მეტი
  • 16.10.2019
  • სტატია:95712
  • ვიდეო:343121
  • სურათი:457639
"ქოცნახირი ვერ მიხვდება, რატომ გაწირა ის ბიძინამ..." - რას წერს დავით ზურაბიშვილი ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნზე

image


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის გარშემო აგორებულ სექს-სკანდალს ეხმაურება სოციალურ ქსელში და საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:


"თავზარდამცემი ამბავი ე. წ. ქოცებისთვის, ერთმანეთს რომ ეცილებოდნენ ამ კაცის გაპრავებაში და ენით აუწერელ სიბანძეებსა და საზიზღრობებს წერდნენ ძალადობის მსხვერპლზე.


ცხადია, პროკურატურას, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის პირად კანტორადაა ქცეული, აზრადაც არ მოუვიდოდა ბრალის წარდგენა ქართული ოცნების აქტიური წევრისთვის (რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნაცების მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ხოლმე საკრებულოს სხდომებზე) დიდი "ნაჩალნიკის" მინიმუმ ნებართვის და მაქსიმუმ ბრძანების გარეშე და სწორედ ეს ამბავია აქ საკმაოდ საინტერესო ნიუანსი.


საქმე ის გახლავთ, რომ ე. წ. საქოცეთი, იგივე ქოცნახირი, იგივე კოლექტიური ასავალ-დასავალი, ანუ უკიდურესად ბნელი, შეზღუდული და ფულის გულისთვის ყველაფერზე ხელისმომწერი კონტიგენტი, რომელსაც ფაქტობრივად აკისრია ხელისუფლების გაპრავების საპატიო მისია, სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მათიანი და მათნაირი. სინამდვილეში ბიძინას ეს ხალხი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, ისევე როგორც მისი ე. წ. გუნდის წევრები. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი გამორჩეულად შეზღუდულ ბნელებს და უაღრესად უსინდისო ტიპებს ირჩევს საკუთარი გუნდის წევრებად არის ის, რომ ამისთანების ხშირ-ხშირი ცვლა და ნახმარი ხელთათმანებივით მოსროლა არათუ არანაირ პრობლემას არ ქმნის (რადგან მათი მსგავსნი ბალი ათ შაურად ყრია წილხვედრისტანში და არც ხაზეინს აკლია შაურ-უზალთუნები), არამედ გაშვების მომენტში საზოგადოების ერთგვარ კმაყოფილებასაც იწვევს, როგორც ეს, მაგალითად, ვანო ზარდიაშვილის შემთხვევაში ხდება. თან ამ დროს ისიც ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ აბა ნაცები ხომ ამას არ იზამდნენ და თავისიანს არ გაწირავდნენ, თუნდ ზღვა მართოდა სისხლისა?


რასაკვირველია, მოძალადის გაპრავების ის ყოვლად ამაზრზენი კამპანიაც, რომელსაც ამ დღეებში ვადევნებდით თვალს, ამა თუ იმ ფორმით ასევე შეთანხმებული იქნებოდა ზესკნელთან, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ზესკნელს ქვესკნელის მკვიდრთა ბედი არ ანაღვლებს. ერთ დღეს ეტყვის, მიდით ბიჭებო, დაცხეთ მაგ ნაციონალებს მაგნებსო, მეორე დღეს კი შეხედავს სიტუაციას და თუ ჩათვალა, რომ გაპრავების გაგრძელება მისთვის დამაზარალებელია, ისე მარტივად გაწირავს გამპრავებლებსაც და გაპრავების ობიექტსაც, რომ დანანების კურცხალიც არ მოადგება თვალზე. ახლაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი არ დასრულდება მხოლოდ საქმის აღძვრით და დიდი შანსია არჩევნების წინ მურუსიძე-ჩინჩალაძეების ხელით ციხეშიც უკრას თავი მოძალადეს. ხოლო გამპრავებლების არმია, იგივე საქოცეთი, იგივე ქოცნახირი, ანუ კოლექტიური ასავალ-დასავალი, დატოვოს უსიამოვნოდ გაკვირვებული. ამგვართა გონებისთვის ხომ სრულიად მიუწვდომელი ამბავია, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებამ დაიჭიროს მისი ერთგული და ნაცების დაუძინებელი მაგინებელი ჩინოსანი, რომლის ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ნასვამზე ახალგაზრდა სეკრეტარშას წაეღლაბუცა. რა ქნას? კაცია და ქალი მოუნდა! დიდი ამბავი! აბა კაცი რომ მონდომებოდა, ატეხდნენ ეს ენჯეო-შმენჯეოები ამხელა ამბავს?


თუმცა ქოცნახირი იმიტომაცაა ქოცნახირი, რომ ყველაფერ ამისგან ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანს. ვერც იმას მიხვდებიან, რა დაააშავა ჯიშკარიანმა და ვერც იმას, თუ რატომ გაწირა იგი ბატონმა ბიძინამ. დიდი დიდი ნაცების პროვოკაციას, ამერიკას, ნატოს ან სოროსს დააბრალონ ეს ყველაფერი.


და ასე გაგრძელდება მინიმუმ 2020-ის შემოდგომამდე.


იმედია, მერე აღარ".



ცნო­ბის­თვის, ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს გუ­შინ, 8 ოქ­ტომ­ბერს, თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ცე­მის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს.


ჯიშ­კა­რი­ანს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა. რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყოფ­მა დე­პუ­ტატ­მა სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. ამას­თან, ჯიშ­კა­რი­ა­ნი აცხა­დებს, რომ სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლას იწყებს.


ასევე ნახეთ:


"შევწუხდი ღარიბების ზუილით, სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ" - ქეთი დევდარიანი



"პოლიციამ დააკავა მოქალაქე და კრიმინალურ ავტორიტეტებს მოსაკლავად გადასცა. 2019 წელი" - ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ საქმეზე


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
606
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0