x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95724
  • ვიდეო:343053
  • სურათი:457649
„თომა ჩაგელიშვილი ტვინს ჭამდა, გადაეღო ფილმი დიად სააკაშვილზე, რ2-ზე დარჩა, გაოგნებული ვარ" - ნიკა გვარამია

image


„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბოიბს, რომ გაოგნებულია თომა ჩაგელიშვილის გადაწყვეტილებით, რომ ის რუსთავი 2-ზე დარჩენილიყო და უფრო მეტიც, სხვა ფორმატის გადაცემის წამყვანი გამხდარიყო. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯით გაოგნებულია, რადგან ქიბარ ხალვაშისა და რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე საპროტესტო აქციებში თომა ჩაგელიშვილი აქტიურად მონაწილეიობდა.


გვარამია ჟურნალ "სარკესთან"ამბობს, რომ ახალ არხზე უფრო კარგად გრძნობს თავს ვიდრე "რუსთავი 2"-ზე.


"ნაწყენი არავისზე ვარ. ტელეკომპანია "ფორმულაზე" არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მინდოდა, რომ ჩემთან ყოფილიყვნენ. ასეთი არჩევანი გააკეთეს და მათ არჩევანს პატივს ვცემ. არც სხვებზე ვარ ნაწყენი... ნაწყენი კი არა გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის არხზე დარჩნენ. თომა ჩაგელიშვილი რომ იქ ზის, ნამდვილად გაოგნებული ვარ" - ამბობს ნიკა გვარამია.


შეგახსენებთ, დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი რუსთავი 2-ზე ფილმებს კვლავაც მოამზადებს. გარდა ამისა, ის ახალი სეზონიდან სხვა ფორმატის გადაცემაში, „სხვა შუადღის“ ერთერთ წამყვანად გამოჩნდა.


სარეკის გარდა თომა ჩაგელიშვილზე ნიკა გვარამიამ საკუთარ გადაცემაშიც მწვავედ ისაუბრა:"


„საერთოდ ფეისბუქიდან გავიგე, რომ თურმე მას სხვა შუადღე მიჰყავს თიკა ფაცაციასთან ერთად. იმ ადამიანისგან, რომელიც ყოველთვუიურად ტვინს ჭამდა იმაზე, რომ დოკუმენტური ფილმი გადაეღო იმაზე, თუ როგორი დიადია მიხეილ სააკაშვილი. აი, ამ ადამიანისგან რუსთავი 2-ზე დარჩენა და „სხვა შუადღის“ წაყვანა ძალიანს ასაცილო და სამწუხაროა, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა. სხვათაშორის, ჩემგან ეს თანხმობა ვერასოდეს ვერ მიიღო, დიადი სააკაშვილი გადაეღო და მოამზადა ფილმი იმაზე, როგორი არის სააკაშვილის დღევანდელობა. გემშვიდობებით, იმიტომ, რომ წარმატებებს ვერ გისურვებ იქ, სადაც ხარ!“ - აღნიშნა გვარამიამ.



უფრო მწვავე და არაეთიკური საუბარი ჰქონდათ მათ სოციალურ ქსელში.


თომა ჩაგელიშვილი, რომელიც “რუსთავი2”- ზე ანტისაოკუპაციო დოკუმენტური ფილმების ავტორობით გამოირჩეოდა, “მთავარი არხის” გახსნის შემდეგ “რუსთავი 2”- ზე დარჩა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი: “დრონები გაუფუჭდათ?”., რაზეც კომენტარებში “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპასუხო კომენტარები დაუწერა:


“თომა შენ რა ნამუსით ლაპარაკობ სხვის დრონებზე, უკეთეს არხზე მუშოაბ? ჩვეულებრივი ბიძინას ჭანჭიკი, ხელქვეითი ხარ”


imageimage

0
956
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
956
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0