x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
თბილისში 42 წლის კაცი მოკლეს
image



შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ თბილისში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თბილისში, მუხაძის ქუჩაზე ნათლულს წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.


შსს-მ დანაშაულში ბრალდებული სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დააკავა, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაკავებულმა უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1937 წელს დაბადებული ლ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა ბრალდებით დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გ. მუხაძის ქუჩაზე, ნათლულს - 1977 წელს დაბადებულ კ.გ.-ს, წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ლ.ლ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0