x
მეტი
  • 21.10.2019
  • სტატია:95782
  • ვიდეო:343140
  • სურათი:457742
8 მომხიბლავი ლამაზმანი, რომლებიც მამაკაცებად დაიბადნენ

image


ბევრი ადამიანი ვერც კი ხვდება თუ რამდენი ტრანსექსუალია ჩვენს გარშემო. მოდელებს, რომლებსაც ცნობილი, ტაბლოდური ჟურნალების გარეკანზე და სარეკლამო რგოლებში თითქმის ყოველდღე ვხედავთ - ერთი შეხედვით ქალები არიან. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი როგორც ქალები ისე გამოიყურებიან და თავს ნამდვილ, ჭეშმარიტ ქალებად გრძნობენ, ეს ადამიანები სამყაროს მაინც მამაკაცებად მოევლინენ. თუმცა, მათი შემხედვარე ამას, ვერც კი წარმოიდგენთ.




ანდრეა პეჟიჩი


image


სერბული წარმოშობის, ავსტრალიელი ტრანსგენდერი -მოდელი ანდრეა პეჟიჩი სამოდელო ბიზნესში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი სუპერმოდელია, რომელიც მსოფლიო პოდიუმებზე შთამბეეჭდავი ქალის სახეს ისევე წარმატებით ქმნის, როგორც მამაკაცისას. ხოლო მას შემდეგ რაც 2012 წელს მოდელმა სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა, ის ყველას სთხოვდა, რომ მისთვის ანდრეის ნაცვლად ანდრეათი მიემართათ, ასე გახდა მსოფლიოში სკანდალურად ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი ანდრეი - ყველაზე მოთხოვნად ანდრეად.


ლეა


image


გოგონა ბრაზილიაში 1981 წელს დაიბადა, დაბადებისთანავე, ოჯახმა შვილს სახელად ლეანდრო ჩერეზო შეარქვა. თუმცა, წლების მატებასთან ერთად ბიჭი ხვდებოდა, რომ საკუთარ სხეულში თავს არაკომფორტულად გრძნობდა, ამიტომ სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. დღესდღეობით, ლეა მსოფლიოში ერთ –ერთი ყველაზე წარმატებული ტრანსგენდერი- მოდელია, რომელიც თავად "Givenchy"-ის მოდის სახლმა საკუთარ მუზად აღიარა.


კლაუდია შარეზი


image


კლაუდია მსოფლიოსთვის ცნობილი 2008 წელს, ჯენის დიკინსონის შოუში მონაწილეობით გახდა, საიდანაც მალევე გააძევეს. თუმცა, კლაუდია წარმატებას, უშუალოდ ტრანსგენდერი მოდელებისთვის განკუთვნილ, სხვა, ანალოგიურ სატელევიზიო შოუში მიაღწია.


აისის კინგი



image


დაბადებისას ოჯახმა აისისს, სახელად დარელ უოლსი შეარქვა, თუმცა, ამ სახელით ბიჭუნას დიდხანს ყოფნა არ მოუწია, ვინაიდან მან სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. დღესდღეობით, აისის კინგი ამერიკაში ერთ -ერთ წარმატებულ მოდელად ითვლება. შეგახსენებთ, რომ ის პირველი ტრანსექსუალი -ქალია, რომელმაც პოპულარულ შოუში - "ტოპ-მოდელი ამერიკულად" მონაწილეობა მიიღო.


ფლორენცია დე ლა ბი


image


ფლორენცია ყველაზე ცნობილ ტრანსგენდერ -მსახიობად ითვლება. მან თავის სამშობლოში, არგენტინაში მონაწილეობა არაერთ საპნის ოპერაში მიიღო, ახლა კი, ის ცნობილი ჟურნალის რედაქტორია. ფლორენცია გათხოვილია და მეუღლესთან ერთად ტყუპების აღზრდით არის დაკავებული, რომლებიც მათ სუროგატმა დედა გაუჩინა.


სირაპასორნ ატაიაკორნი


image


ეს ძალიან საინტერესო სახელისა და გვარის მქონე აზიელი მოდელი, თქვენ წარმოიდგინეთ და სილამაზის კონკურსის - "მის საერთაშორისო დედოფალი" -ის გამარჯვებულია.


კამილა ასანკა


image


კამილა ასანკა საკუთარ სამშობლოში, შრი -ლანკაზე საკმაოდ წარმატებულ და მოთხოვნად მოდელად ითვლება, შეგახსენებთ, რომ მან 2011 წელს, მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში - "Miss International Queen", სადაც ძირითადად, მხოლოდ ტრანსგენდერი მოდელები მონაწილობენ.


რობერტა კლოუზი


image


რობერტა, ზემოთჩამოთვლილი ქალებისგან განსხვავებით, არა მამაკაცად, არამედ ჰერმაფროდიტად დაიბადა. ის მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი ბრაზილიელი ტრანსექსუალი მოდელი, რომელიც ბრაზილიური "Playboy" -ის გვერდებზე გამოჩნდა. რობერტა კლოუზი სამშობლოში ყველაზე ლამაზ ქალად არაერთხელ აღიარეს.



0
609
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
609