x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95723
  • ვიდეო:343051
  • სურათი:457649
უკრაინაში ლენინის ძეგლი პოროშენკოს ძეგლად გადააკეთეს

image ვიღაცა გონებამახვილმა, როდესაც უკრაინაში დეკომუნიზაციის დრო დადგა, შეცვალა პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ილიჩის ძეგლი და მიიღეს "შედევრი", რომელზეც ახლა ინტერნეტში გულიანად ხარხარებენ.

image

2015 წლიდან, უკრაინაში მოქმედებს კანონი სავალდებულო დეკომუნიზაციის შესახებ, რომლის თანახმად, ამ ქვეყანაში აკრძალულია ნებისმიერი საბჭოთა სიმბოლიკა. საწარმოები და კერძო პირები ვალდებულნი არიან მოიშორონ ძეგლები, სურათები და ზოგადად ყველაფერი, რაც შეახსენებს საბჭოთა კავშირს. ვიღაც ამას აკეთებს მტკიცედ და გულწრფელად, ხოლო ვიღაც, გონივრულად მსჯელობს და ცდილობს მეორე სიცოცხლე მიანიჭოს ამ არტეფაქტებს.

image

ასე მოხდა ლენინის ძეგლის მიმართ, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში კუნძულ ხორტნიცას ტურისტულ ბაზა "Скиф"-ში მდებარეობს, ილიჩის ძეგლს მოდური თანამედროვე კოსტუმი ჩააცვეს, თეთრი ხალათით და ჰალსტუხით, როგორც ჩანს, სახის ნაკვთების შეცვლა გაუჭირდათ, მასზე გვარიანად იმუშავეს და საბოლოოდ მიიღეს, უკრაინის მეორე პრეზიდენტის-პეტრე პოროშენკოს ძეგლი, თუმცა ინტერნეტმომხმარებლები მას პოროშენკოზე მეტად, რუს იუმორისტს, გენადი ხაზანოვს უფრო ამგვანებენ.

image

0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0