x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად ადგილობრივ მოსახლეობას აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნორიოში, მაცხოვრისკარში, ძიგურსა და საგვაზაოში შეხვდნენ.
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ, პარლამენტის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა, აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაშვილმა მიიღეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღ​ება.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა სანიაღვრე არხების და შიდა გზების პრობლემა, მაცხოვრისკარში გამართულ შეხვედრაზე კი ადგილობრივებმა სკოლის გაზიფიცირება მოითხოვეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.image
0
37
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0