x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ ემსხვერპლა მარტვილში ავარიას?

image


ცოტა ხნის წინ, მარტვილში ავარია მოხდა. როგორც სოფელ გაჭედილის რწმუნებულმა, ოთარ რუხაიამ განაცხადა, დაღუპულია 31 წლის ახალგაზრდა, ვლადიმერ ბჟალავა. ბჟალავა ოპელის მარკის ავტომობილით მოძრაობდა, იგი გზაზე ბეტონს შეეჯახა და ამოტრიალდა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშაობდა. უფრო მეტი დეტალი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ავარიების რიცხვი დღითიდღე იზრდება, მძღოლები კი მოძრაობის წესებს ხშირად არ იცავენ, რაც სავალალო შედეგით სრულდება.

0
262
შეფასება არ არის
ავტორი:ზარიძე ნინო
ზარიძე ნინო
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0