x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ორმა დაქალმა საერთო საყვარლის მოკვლა 5-ჯერ სცადა,მაგრამ უშედეგოდ
image

გერმანელი 36 წლის რალფ ლემანისთვის(Ralph Lehmann)ჯგუფური სექსი, კინაღამ ფატალურად დასრულდა.




რალფ ლემანი, ისევე როგორც ბევრი მამაკაცი უპირატესობას ანიჭებდა თავისუფალ ურთიერთობას, "ფეისბუქის" საშუალებით გაიცნო 21 წლის მიშელი, ისინი გახდნენ საყვარლები, თუმცა მათ ურთიერთობას ნამდვილად ვერ ვუწოდებდით სტაბილურს, ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, მხოლოდ სექსისთვის, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.ერთხელ წყვილმა გადაწყვიტა სექსში უფრო მრავალფეროვნება შემოეტანა-ჯგუფური სექსი.


მიშელმა საკუთარ დაქალს, 30 წლის ჰენრიეტას შესთავაზა შემოერთებოდა მათ და ისიც დათანხმდა, თუმცა მოითხოვა 800 ევრო, ლემანმა ეს მოთხოვნა სერიოზულად არ მიიღო.

image


-მან თქვა, რომ 800 ევროდ რაღაცის ყიდვა სურდა.ეს სერიოზულად არც მიმიღია, მიშელთან სექსი ყოველთვის ორმხრივი თანხმობით მქონდა, მეორე დილით ერთად ვისაუზმეთ, მე ვუთხარი, რომ 800 ევრო არ მაქვს, ვერ მივცემდი, მაგრამ შემეძლო გადამეხადა ნელ-ნელა ყოველთვიურად.



უარმა გააცოფა ჰენრიეტა, ამის შემდეგ ქალებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ მასზე.რალფს ჯერ სასმელში ფსიქოტროპული პრეპარატი ჩაუყარეს, შემდეგ მამაკაცი ჩასვეს მანქანაში და პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს ტყის მასივში გაიყვანეს, იქ აიძულეს კიდევ ერთი კოქტეილი დაელია, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული, როდესაც ლემანმა გონება დაკარგა, ჯერ დომკრატი ჩაარტყეს თავში, შემდეგ ლუდის ბოთლი, ბოლოს კი მანქანით გადაუარეს.

image

რალფმა მძიმე ტრავმები მიიღო, თუმცა მაინც ცოცხალი იყო, ამის შემხედვარე დაქალებმა გადაწყვიტეს დანით დაემთავრებინათ დაწყებული საქმე, მაგრამ მამაკაცმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ნახა იქვე დაგდებული ხის ჯოხი და იმით მოიგერია თავდამსხმელები, შემდეგ კი ტრავმების მიუხედავად მოახერხა ადგილიდან გაქცევა, რა დროსაც საყრდენად გამოიყენა ზემოთ ნახსენები ჯოხი.

image

საქმეში ფიგურირებს კიდევ მესამე ქალი, რომელიც დაქალებს გაქცეული რალფის მოძებნაში ეხმარებოდა, თუმცა მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.


7 ოქტომბერს ოდერის ფრანკფურტის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი:21 წლის მიშელს და 30 წლის ჰენრიეტას მიესაჯათ ოთხწლიანი პატიმრობა, ხოლო საქმის მესამე ფიგურანტს 19 წლის გოგონას, რომელიც რალფის მოძებნაში ეხმარებოდა 18 თვიანი პატიმრობა.

image

1
409
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
409
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1