x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მალაიზიელმა სამხედრომ ყოველგვარი შიშის გარეშე, ყალყაზე მდგარი სამეფო კობრა შიშველი ხელებით დაიჭირა

image აზიაში უამრავი ქვეწარმავალია რომელთა ნაკბენი ადამიანისათვის, დროული ჩარევის გარეშე ლეტალურად მთავრდება.
ერთერთი მათგანია სამეფო კობრა (Ophiophagus Hannah) — ყველაზე დიდი შხამიანი გველი (ყველაზე შხამიან გველად აფრიკული შავი მამბა ითვლება) მსოფლიოში და ამასთან ერთად ერთერთი ყველაზე საშიში ადამიანის სიცოცხლისათვის.
სამეფო კობრას დანახვაზე არაა საჭირო გაქცევა, ან უნდა ჩაიმუხლოთ ან ჩაჯდეთ ისეთ მდგომარეობაში, შეგეძლოთ მას თვალებში უყუროთ, ისუნთქოთ მშვიდად და თანაბრად. რამდენიმე წუთში კობრა გაგეცლებათ, რადგან მტრად არ ჩაგთვლით ასეთ მდგომარეობაში მყოფს. მეორე საკითხია სამეფო კობრის დანახვაზე ასე მოიქცევა თუ არა ყველა.
სხვათაშორის ინდოეთში, სადაც ეს გველი ბინადრობს მისი ნაკბენით გამოწვეული ადამიანების სიკვდილი სტატისტიკით, დაღუპული ადამიანების მხოლოდ 10%-ს შეადგენს. ეს მაშინ, როცა ქვეწარმავლების ნაკბენით ინდოეთში ყოველწლიურად 50 000 ადამიანი იღუპება.
სამეფო კობრა აგრესიული არაა თუ მას ვინმე ან რამე არ ემუქრება, კობრა საფრთხის შემთხვევაში თავისი სხეულის სიგრძის მესამედზე დგება ყალყაზე და ასეთ მდგომარეობაში გადაადგილებაც თავისუფლად შეუძლია.
სამეფო კობრა ადამიანის მიერ გამოვლენილ აგრესიასაც აფასებს და ხშირად ისე კბენს, ნაკბენში შხამს არ უშვებს.
სამეფო კობრა ერთადერთი ქვეწარმავალია, რომელსაც შხამის გამოშვების სრული კონტროლი შეუძლია, ის შხამის დოზასაც მოწინააღმდეგის მოცულობის მიხედვით არჩევს, შხამის რაოდენობის კონტროლი კი შხამის ჯირკვლების სადინარის ბლოკირებით შეუძლია. კობრას შხამის რაოდენობა 7 მილიგრამია.
კობრას შხამი ჭირდება სანადიროდ და საფრთხისაგან თავის დასაცავად, სწორედ ამ მიზეზით ის ყოველთვის არ იყენებს შხამს კბენისას.
სამეფო კობრის შხამიანი კბენისას ორგანიზმში შედის ნეიროტოქსინები, რომელიც ორგანიზმის პარალიზებას და სუნთქვის ცენტრის ბლოკირებას იწვევს, ასევე იწვევს მსხვერპლის სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევას და შინაგან სისხლდენას, საერთო ჯამში დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე ადამიანი იღუპება.
სამეფო კობრის შხამს სპილოს მოკვლაც თავისუფლად შეუძლია და სწორედ ამიტომაა საინტერესო მალაიზიელი სამხედროს ქმედება სამეფო კობრის დანახვაზე.
სამეფო კობრის დანახვაზე მტაცებლები გარბიან, სპილო განგაშის ხმას გამოსცემს და გარბის და ამის ფონზე ის რაც გააკეთა მალაიზიელმა სამხედრომ მით უფრო წარმოუდგენელია-სამხედრო, რომელსაც უდაოდ რკინის ნერვები აქვს სამეფო კობრის წინ უშიშრად დგას, მის ყოველ მოძრაობას აკონტროლებს, უახლოვდება მას, ხელს ადებს თავზე ყალყზე მდგარ გველს და თავს მიწაზე ადებინებს, შემდეგ კი მას მარტივად იჭერს.

0
627
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
627