x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რას უხდიდა ბერია თავის საყვარლებს
image
საბჭოთა და რუსი ისტორიკოსი, ანტონ ანტონოვი-ოვსეენკო წიგნში "ბერია" წერს, სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს ორასზე მეტ ქალთან ქონდა სასიყვარულო კავშირი (სხვათა შეფასებით, მათი რიცხვი 300-ს აღემატებოდა). 1953 წლის დეკემბერში ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ გამოცხადებულ განაჩენში ეს რაოდენობა განსაზღვრულია სიტყვით- მრავალრიცხოვანი.


თუ ვიმსჯელებთ ბრალდებულ ბერიას სასამართლო დაკითხვის ოქმის მიხედვით, მის მიერ 16 წლის ვალენტინა დროზდოვას გაუპატიურების ფაქტის შემდეგ (დადასტურდა სქესობრივი კავშირის ფაქტი, გაუპატიურება უარყო) ბერია 16 წლის ვალენტინა დროზდოვას სისტემატურად უზრუნველყოფდა ფინანსური დახმარებით, რაც სასამართლოზე თქვა ბერიამ. რაში გამოიხატა ეს დახმარება, მოპასუხემ თითქმის არაფერი თქვა.


წიგნის ავტორი "ვინ ხარ შენ, ლავრენტი ბერია? სისხლის სამართლის საქმის უცნობი გვერდებიდან, მწერალი, სსრკ სამხედრო პროკურატურის ვეტერანი ანდრეი სუხომლინოვი წერს, რომ დროზდოვამ ბერიადან ბავშვი გააჩინა და სახალხო კომისრის მითითებების მიუხედავად, წაეყვანა იგი ბავშვთა სახლში ან სოფელში, მან კატეგორიული უარი თქვა.



სასამართლო პროცესზე ბერია ამტკიცებდა, რომ მას არ გაუპატიურებია დროზდოვა, არამედ პირიქით, მათ ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ სახალხო კომისარი აპირებდა გოგონაზე დაქორწინებას. მან დაადასტურა ასევე, რომ სხვადასხვა ნივთები გოგონას და მის დედას გადასცა.



გარდა ამისა, როგორც გამოცემა "სრულიად საიდუმლო" წერდა, დროზდოვას და მის დედას გამოუყვეს სარგებლობისთვის ბერიას მოადგილის კოტეჯი, ხოლო გორკის ქუჩაზე ბინა აჩუქეს. ბერიას სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ, დედა და ქალიშვილი გაასახლეს სახელმწიფო კოტეჯიდან, ხოლო ბინა მათ დაუტოვეს მადლიერების ნიშნად, რადგან მათ სასამართლოში ჩვენება მისცეს მორალურად დაცემულ სახალხო კომისრის შესახებ.


მომღერალი ნინა ალექსეევა, რომელმაც დატოვა ხელნაწერი"საყვარლის ჩანაწერები", ასევე წერს, რომ ბერია ფულს აძლევდა და უარს არ ღებულობდა. ალექსეევა, ისევე როგორც სახალხო კომისრის ყველა საყვარელი, რომელთაც საჯაროდ გამოაცხადეს სახალხო კომისართან ურთიერთობის შესახებ, ამბობდნენ, რომ ისინი მასთან ცხოვრობდნენ თავიანთი სიცოცხლის და ოჯახის მომავლის შიშის გამო.


მსახიობებმა ტატიანა ოკუნევსკაიამ და ზოია ფედოროვამ ბერიასთან შეხვედრების შესახებ მოგონებები დატოვეს. ბერია ტატიანა ოკუნევსკაიას დაპირდა, რომ მასთან კავშირის სანაცვლოდ მამამისს და ბებიას ტყვეთა ბანაკიდან გაათავისუფლებდნენ (ისინი იმ დროს უკვე დახვრეტილები იყვნენ)


ისტორიკოსი ფედორ რაჟაკოვი არ გამორიცხავს იმას, რომ ზოია ფედოროვა სახალხო კომისარს იმიტომ დაუახლოვდა, რათა რეპრესირებული მამის ციხიდან გათავისუფლება ეთხოვა. (იგი ბოლოს გაათავისუფლეს) თავად მსახიობი უარყოფდა ამ კავშირს.


ფედოროვამ ბერიასთან მეორე შეხვედრა გაიხსენა, როდესაც მან უარი უთხრა ბერიას ურთიერთობაზე, სახალხო კომისარმა გოგონას ყვავილები გადასცა, თან დააკონკრეტა, რომ ეს თაიგული მისი საფლავისთვის იყო.


ოკუნევსკაია და ფედოროვა ბერიასთან შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და მრავალი წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდნენ ციხეში.


გამოძიების დროს, სასამართლოს ჩვენება მისცა დაკავებული ინსპექტორის შოლომ შლიუგერის მეუღლემ, ლუდმილამ. მან განაცხადა, რომ იგი მადლობის მოსახდელად მივიდა ბერიასთან, მეუღლის შედარებით სწრაფად განთავისუფლების გამო, მან კი ის ხელში აიყვანა. შემდეგ ეს რამდენჯერმე გაიმეორა. უფრო მეტიც, ბერიას გავლენით გამოძიების დროს, შოლომ შლიუგერი კვლავ დააპატიმრეს, ხოლო მისი მეუღლის, ლუდმილას ჩვენების მიცემის შემდეგ, კვლავ გაათავისუფლეს. წყვილს ბერიას ჩარევის შედეგად წაართვეს ბინა, მაგრამ ბერიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ფართი კვლავ დაუბრუნდა მათ. აღსანიშნავია, რომ თავად ბერიამ უარყო ეს კავშირი.


კირილ სტოლიაროვს თავის გამოძიებაში „ჯალათები და მსხვერპლი“ კიდევ ორი ეპიზოდი მოჰყავს უსახელო მსახიობებისა, რომლებსაც სისტემატიურად ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობები ბერიასთან. ერთი მსახიობი ბერიას დახმარებით მოსკოვის მახლობლად მდებარე კომუნალურიდან გადავიდა მოსკოვის ცენტრში მდებარე სამოთახიანი ბინაში ხანდაზმულ დედასთან ერთად. შემდეგი შეხვედრის დროს, მსახიობმა ბერიას ჰკითხა, თუ როგორ უპასუხოს დედას, რომელიც მუდმივად ეკითხება, ვის უნდა გადაუხადოს მადლობა ამისთვის. ბერიამ უპასუხა: ”თქვი, რომ საბჭოთა მთავრობას."


ერთმა მსახიობმა კი რომელსაც ბერიასთან ურთიერთობა ქონდა, თავის საყვარელს სთხოვა ხანდაზმული დედისთვის ოქროს კბილების ჩასმა, რაზეც სახალხო კომისარმა უპასუხა, რომ უბრალო მეტალის კბილები არის უფრო საიმედო და იაფი.


მსხიობმა, ვალენტინა ჩიჟოვამ, ბერიასგან მიიღო ბინა ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ - მისი ჩვენება ასევე სისხლის სამართლის საქმეშია. ჩიჟოვას თქმით, მას ჰქონდა გაკეთებული აბორტი ბერიასგან. მოპასუხემ აღიარა, რომ ეს კავშირიც, როგორც სხვების, ურთიერთთანხმობის შედეგია.



წინასწარი და სასამართლო გამოძიების მასალების საფუძველზე, ბევრმა ქალმა ბერიასთან ურთიერთობის შემდეგ მიიღო საცხოვრებელი სახლები, ბილეთები სანატორიუმებში, დიდი თეატრის ბილეთები, საშვი წითელ მოედნის ტრიბუნაზე პარადების დროს და ასე შემდეგ.








2
684
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
684
  
2020, 8 მარტი, 6:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 17 იანვარი, 5:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2