x
image
მაია 24
"შევწუხდი ღარიბების ზუილით, სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ" - ქეთი დევდარიანი
image


ტაქსებისთვის დაწესებულ რეგულაციებსა და ტაქსით მგზავრობის ტარიფის გაძვირებას ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში. თემას სარკაზმული იუმორით "ჩცდ"-ს სცენარისტი ქეთი დევდარიანი ეხმიანება:


"შევწუხდი დილიდან ღარიბების ზუილით ტაქსის გაძვირებაზე. სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ", - წერს ქეთი დევდარიანი.


პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ თბი­ლი­სი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის თვალ­საზ­რი­სით, ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.



კა­ლა­ძის თქმით, მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.



image


„ჩვენ ორი წლის წინ წარ­მო­ვად­გი­ნეთ ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა და ხედ­ვა, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს. ტაქ­სე­ბი ამ რე­ფორ­მა­ში არის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა - ავ­ტო­ბუ­სი, მეტ­რო, ტაქ­სე­ბი. ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და კომ­ფორ­ტუ­ლი. თუ არის რიგი შემ­თხვე­ვე­ბი ტაქ­სე­ბით მგზავ­რო­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ფა­სე­ბის, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გუ­ლირ­დეს. ტაქსს ჰყავს თა­ვი­სი კლი­ენ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ქა­ლაქ­ში და­წყე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ამ­ხე­ლა რე­ფორ­მა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა არის არ­სე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა, რომ­ლე­ბიც არის კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ პრო­ცე­სის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, გა­იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მა და მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, სერ­ვი­სი იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, მგზავ­რმა იმ­გზავ­როს სუფ­თა მან­ქა­ნით. რაც მთა­ვა­რია, ავ­ტო­მო­ბი­ლი იყოს უსაფრ­თხო და რა თქმა უნდა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს გა­მო­იწ­ვევს ტაქ­სის გაძ­ვი­რე­ბას და ეს ნორ­მა­ლუ­რია. თუ ვინ­მეს­თვის იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა, იქ­ნე­ბა ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რი­თაც შე­ეძ­ლე­ბათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, იქ­ნე­ბა მეტ­რო, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სად­გუ­რე­ბით და რე­ა­ბი­ლი­ტუ­რე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.



რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე დავით მესხიშვილი აღ­ნიშ­ნავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის გა­და­ხედ­ვა, რად­გან ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, რის გა­მოც დატ­ვირ­თუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც მგზავ­რთნა­კა­დის გაზ­რდის­თვის მზად არ არის.


image

“ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო 2016 წელს, რო­დე­საც და­ვით ნარ­მა­ნია იყო მერი, სა­დაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. რე­ა­ლუ­რად, კახა კა­ლა­ძემ გა­ნაგ­რძნო მა­შინ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩვენ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გვქონ­და შე­ნიშ­ვნე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რი კი­თხვა იყო: რისი მიღ­წე­ვა გსურთ რე­გუ­ლა­ცი­ით? მე ამას რე­ფორ­მას არ ვუ­წო­დებ, რე­ფორ­მა უფრო მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მო­ი­ცავს და უფრო ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გებს დებს და ეს არის უბ­რა­ლოდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. კვლე­ვა არ ჩა­ტარ­და, რა­საც ვი­თხოვ­დით, კვლე­ვის შე­დე­გად უნდა მიგ­ვე­ღო რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, რო­გო­რი ტაქ­სი სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ი­გეგ­მა მით­ქმა-მოთ­ქმის მი­ხედ­ვით. ვი­ღა­ცას ტაქსში არ მოს­წონ­და ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­ღა­ცას არ მოს­წონ­და მძღოლ­მა რომ ქუ­ჩე­ბი არ იცო­და და ა.შ. ამის მი­ხედ­ვით და­ი­გეგ­მა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. არც ერთ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მას ეს რე­გუ­ლა­ცია არ პა­სუ­ხობს.


მე ის მიკ­ვირს, რო­გორც წესი, ქა­ლა­ქის მერი ეკი­თხე­ბა ხოლ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა ფე­რის ავ­ტო­ბუ­სი უნ­დათ, ქვა­ფე­ნი­ლი და­ა­გოს თუ ას­ფალ­ტი, მაგ­რამ ტაქ­სე­ბი იყო ის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ერ­თოდ არა­ვის არა­ფე­რი არ ჰკი­თხეს, არა­და დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად ტაქ­სის ფერი აერ­ჩია, მაგ­რამ არ ჰკი­თხეს. ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ვი­ღებ იმას, რომ კრი­ზი­სია შექ­მნი­ლი მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა­ში და ჩვენ ვე­უბ­ნე­ბო­დით თბი­ლი­სის მე­რი­ას, რომ ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მამ არ უნდა და­ას­წროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. მოხ­და ისე, რომ ერთ დროს ია­ფი­ა­ნი ტაქ­სი გახ­და ძვი­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რთა ნა­კა­დი გა­ი­ზარ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის და მეტ­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეს ორი უკვე მზად არაა გაზ­რდი­ლი მგზავ­რთნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის მორ­გე­ბუ­ლი გარ­კვე­ულ მსხვილ ბიზ­ნეს­ზე. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობ­დეს თეთ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნას, ეს არ არის ფაქ­ტე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვე­ლო­დოთ მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მოს­ვლას”, - გა­ნა­ცხა­და მეს­ხიშ­ვილ­მა.



შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი 2019 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო.



"პოლიციამ დააკავა მოქალაქე და კრიმინალურ ავტორიტეტებს მოსაკლავად გადასცა. 2019 წელი" - ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ საქმეზე



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1650
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაია 24
მაია 24
1650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0