x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იანუშ კორჩაკის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც გაზის კამერაში თავის პატარა აღსაზრდელებთან ერთად შევიდა

image


იანუშ კორჩაკის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის, მაგრამ, ვინც იცის მათთვის, მისი სახელი მხოლოდ საოცარ თავგანწირვასთან და ჰუმანიზმთან ასოცირდება. კორჩაკი ებრაული წარმოშობის ცნობილი პოლონელი ექიმი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და სამოქალაქო აქტივისტი იყო, რომელიც ებრაელ, ობოლ ბავშვებს დიდ დახმარებას უწევდა, 1911 წელს კი მან კროხმალნის ქუჩაზე პერსონალურად მათთვის "ობოლთა სახლი" გახსნა, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ამ საოცარმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე სამჯერ თქვა უარი. პირველად, ეს პოლონეთის ოკუპაციამდე ერთი დღით ადრე მოხდა, როცა მან გადაწყვეტილება მიიღო ემიგრაციაში არ წასულიყო, რათა "ობოლთა სახლი" ბედის ანაბარა არ მიეტოვებინა, მეორეჯერ - მან ვარშავის გეტოდან გაქცევაზე კატეგორიული უარი განაცხადა.


image


ხოლო აი, მესამედ კი, მაშინ - როდესაც "ობოლთა სახლის" აღსაზრდელები უკვე საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიმავალი მატარებლის ვაგონში სხდებოდნენ. იანუშ კორჩაკს ესესის ოფიცერი მიუახლოვდა და ჰკითხა:


- ეს თქვენ დაწერეთ "მეფე მათიუშ პირველი"? კარგი წიგნია, ბავშვობაში წავიკითხე, თქვენ თავისუფალი ხართ


- და ბავშვები? იკითხა იანუშმა


- ბავშვები წავლენ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ვაგონი


- ცდებით, მათ ვერ დავტოვებ, ყველა ადამიანი ერთნაირი არამზადა როდია.


image


რამდენიმე დღეში, საკონცენტრაციო ბანაკ ტრებლინკაში, იანუშ კორჩაკი თავის აღსაზრდელებთან ერთად გაზის კამერაში საკუთარი ფეხით შევიდა.


image


სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე, მკლავებში მოქცეული ყველაზე უმცროსი, ორი სრულიად უდანაშაულო პატარა სიცოცხლე ისე მიჰყავდა და ყურში ზღაპარს ჩუმად ისე ჩასჩურჩულებდა, თითქოს ავის მომასწავებელს გარშემო ვერაფერს ამჩნევდა.


image



0
854
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
854