x
მეტი
  • 22.10.2019
  • სტატია:95829
  • ვიდეო:343156
  • სურათი:457775
როგორ დავწეროთ რეზიუმე სწორად

imageსამსახურის ძებნა ცალკე ხელოვნებაა და ამაზე მომდევნო სტატიაში ვრცლად ვისაუბრებ.დღეს მინდა განვიხილოთ თემა, თუ როგორ დავწეროთ რეზიუმე სწორად. თანამედროვე მსოფლიოში სამსახურის მაძიებლები, სანამ სასურველ ვაკანსიაზე განაცხადს შეიტანენ, ცდილობენ მოამზადონ, დაწერონ კარგი რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კი არის. დამსაქმებელს პირველი რაც თვალში ხვდება და გარკვეულ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენზე, ეს არის რეზიუმე, რომლითაც თავად წარუდგენთ მას თავს.

რეზიუმე ისეთივე აუცილებელია პოტენციური დასაქმებულისთვის, როგორც ვთქვათ იურისტისთვის შესაბამისი სერთიფიკატი.

რეზიუმე- ეს არის ერთ ან ორ გვერდიანი დოკუმენტი, სადაც ლაკონურად და გასაგებად არის აღწერილი თქვენი სამუშაო გამოცდილება, რაც კი გქონიათ და რაც მიგაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა მიუთითოთ, განათლება და კვალიფიკაცია.

უპირველესად, მთავარია კარგად გაიაზროთ, რომ რეზიუმე, რაც არ უნდა მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ვერ აიძულებს დამსაქმებელს, სიხარულის ყიჟინა აღმოხდეს მისი წაკითხვისას და წამოიძახოს, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ თქვენნაირ თანამშრომელს ეძებდა და ამის შემდეგ სიხარულით დაგიკავშირდეთ და სასურველ სამსახურში უპირობოდ აგიყვანოს. ეს რათქმა უნდა ასე არ მოხდება.რეზიუმეების გადარჩევის დროს ხდება ე. წ. რეზიუმეების "გაცხრილვა". სწორედ ამის საფუძველზე გეძლევათ შანსი, პოტენციურმა დამსაქმებელმა გასაუბრებაზე დაგიბაროს.გაცხრილვის პროცესს უმეტეს შემთხვევაში დღესდღეობით კომპიუტერი აკეთებ, მთავარი კრიტერიუმების გამორჩევით რაც გამოგარჩევთ და გადაგიყვანთ გასაუბრების ეტაპზე.

როცა კონკრეტული პიროვნებები ჯდებიან და რეზიუმეებს კითხულობენ და ისე არჩევენ, ამ პროცესს სქრინინგი ეწოდება.ამ შემთხვევაში გადარჩევა უფრო მკაცრად მიმდინარეობს. მოთხოვნები უფრო კონკრეტული და მაღალია.ასეთ დროს რეზიუმეები იყოფა კატეგორიებად. კატეგორიები 3 ძირითად ნაწილად იყოფა. 1. ეს არის რეზიუმეები, რომელთა მფლობელებიც ნამდვილად იქნებიან დაბარებულნი გასაუბრებაზე;2.სავარაუდო დასაქმებულების რეზიუმეები;3. რეზიუმეები, რომელნიც პირველი ეტაპი ვერ გადალახეს და აქედან გამომდინარე, მათ მფლობელებთან გასაუბრება არ შედგება.

მნიშვნელოვანი რჩევა:

კარგად დაუკვირდით წერის მანერას და გრამატიკულ შეცდომებს. მათი აღმოჩენის შემდეგ სავარაუდოდ თქვენ ავტომატურად გამოეთიშებით გადარჩევის პროცესს, მიუხედავად თქვენი ნიჭისა და უნარებისა.ასევე ყურადსაღებია ის ფაქტორი და მკაცრად გასათვალისწინებელი, რომ თქვენი რეზიუმე უნდა გამოიყურებოდეს დამაჯერებლად.

რეზიუმე უნდა იყოს პროფესიონალური!

შეეცადეთ ბეჭდოთ სტანდარტული ზომის, შავი ფერის შრიფტით, უბრალოდ და სადად.სასურველია ფურცელი იყოს A4 ზომის.შრიფტის სტანდარტული ზომა რეზიუმეში 10-დან 14-მდეა. ნაწერი დაახლოებით 1 სმ-ით დააშორეთ ფურცლის ნაპირებს ანუ დაიცავით ე. წ. "მინდორი".

უარი თქვით ტყუილზე!

ნუ დაწერთ იმას, რაც არ გიკეთებიათ, მაგრამ ნუ ნიქნებით იმდენად გულახდილნიც, რომ ისეთი ნიუანსები აღწეროთ და ჩაწეროთ, რაც იმთავითვე გამორიცხავს თქვენს სამსახურში აყვანას, ანუ რაც წინასწარ იცით, რომ კრახს განგაცდევინებთ.

ნებისმიერი სახის ტყუილი ინფორმაცია, რასაც რეზიუმეში ჩაწერთ, ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება და მნიშვნელოვნად შელახავს თქვენს რეპუტაციას, რაც გამოიწვევს იმას, რომ თუკი სამსახურში მანამ აგიყვანეს, ადვილი შესაძლებელია დაემშვიდობოთ კიდეც მას!

წერეთ აკადემიურად!ნუ გამოიყენებთ ჟარგონს, ან კუთხურ სიტყვებს; ნურც საკუთარ შესაძლებლობებს გააბუქებთ და გადაჭარბებულად ნუ წარმოაჩენთ.ნებისმიერ საქმეში, რასაც აკეტებთ, ნუ იტყვით რომ ძალიან მაგარი ხართ, შეგიძლიათ მოკრძალებულად აღნიშნოთ, რომ ამა და ამ სფეროში რამდენიმეჯერ იყავით საუკეთესო ნომინაციაში წარდგენილი, გქონდათ გარკვეული წარმატებები და ა. შ.

ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს, ნუ გააჭიანურებთ სათქმელს და ნურც ძალიან დაწვრილმანდებით, ისაუბრეთ მოკლედ და გასაგებად რაც საინტერესო და აქტუალურია, მოცემული ვაკანსიისთვის რისთვისაც წერთ რეზიუმეს.

imageასევე ნურასოდეს მოიხსენიებთ წინა სამსახურს აუგად და ნუ იტყვით, როცა გკითხავენ თუ რატომ რატომ დატოვე ის, რომ თქვენი უფროსი ნამდვილი გიჟი იყო, და საერთოდ თანამშრომლების უმრავლესობა იდიოტები გყავდნენ და საქმეც, რომელსაც აკეთებდით არ შეგეფერებოდათ და ა. შ.

არსებობს რეზიუმეს 3 ძირითადი ტიპი:

1.ქრონოლოგიური რეზიუმე;

2.ფუნქციური რეზიუმე;

3. კომბინირებული რეზიუმე.

მათ ერთმანეთისგან განასხვავებს ის თუ როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული, დალაგებული და რაზე კეთდება ძირითადი აქცენტირება.

1.ქრონოლოგიური რეზიუმე

ეს არის რეზიუმე, რომელიც აღწერს თქვენს განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას ქრონოლოგიურად თარიღების მიხედვით, ოღონდ შებრუნებული თანმიმდევრობით( აწმყოდან-წარსულისკენ).

ქრონოლოგიური რეზიუმე დამსაქმებეთა შორის მეტი უპირატესობით სარგებლობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასში კარგად ჩანს თუ რითია დაკავებული პოტენციური თანამშრომელი მოცემულ მომენტში რა რა მიღწევები და აქტივობები ჰქონდა უახლოეს წარსულში.თუმცა მას აქვს ნაკლიც, კერძოდ ის, რომ თუ მოცემული ვაკანსიისთვის საინტერესო აქტივობები გქონდათ რამდენიმე წლის წინ, რაშიც კარგად არის გამოხატული თქვენი უნარები, რეზიუმეს წინა აბზაცებში არ ჩანს, და მის ამოსაკითხავად საჭიროა მთლიანად თუ არა ორი მესამედი მაინც უნდა წაიკითხოს დამსაქმებელმა, რაც ზოგჯერ არ ხდება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მიუხედავად თქვენი მცდელობისა ვერ შეძლებთ ამ კუთხით თავის წარმოჩენას.

ასევე, არასაიმედოა ასეთი რეზიუმე (ქრონოლოგიური) თუ ახალბედა და გამოუცდელი ხართ და პირველად იწყებთ სამსახურს, ანალოგიურ სიტუაციაში, გირჩევთ სხვა ტიპის რეზიუმეს დაწერა სცადოთ(მაგ:ფუნქციური რეზიუმე).

2.ფუნქციური რეზიუმე

ფუნქციურ რეზიუმეში გამოკვეთილია, თქვენი უნარები, მიღწევები, სამუშაო გამოცდილება ზოგადად არის წარმოჩენილი ან საერთოდ გამოტოვებულია.

ასეთი რეზიუმე გამოადგებათ, მათ:

-ვინც პირველად ეძებს სამსახურს და გამოცდილებაზე სასაუბრო ბევრი არაფერი აქვთ;

-თუ ბოლო სამსახურიდან დღემდე გქონდათ დიდი პაუზა, როცა არ გიმუშავიათ, ან უკანასკნელი სამსახურში არავითარ კავშირში არაა იმ სამსახურთან სადაც გსურთ დასაქმება;

- თუკი მოცემულ ვაკანსიაზე უფრო მომგებიანად ფუნქციური რეზიუმე მიგაჩნიათ და ფიქრობთ, რომ თქვენს შესაძლებლობებს ასე უფრო გამოკვეთავთ;

- თუკი რამდენიმე სამსახურში გიმუშავიათ, მაგრამ ვერ გიპოვიათ საკუთარი თავი, არ გქონიათ კარიერული წინსვლა ან სხვა წარმატებები და ა. შ.


ფუნქციური რეზიუმე საშუალებას მოგცემთ თქვენი გამოცდილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსები წინა პლანზე გამოიტანოთ და დამსაქმებლისთვის უფრო თვალშისაცემი გახადოთ. ასევე შეძლებთ არ ისაუბროთ ისეთ დეტალებზე რაც მეტ-ნაკლებად მარცხს განაპირობებს (მაგ: ხანგრძლივი პაუზა დასაქმებაში).

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დამსაქმებლები უმეტესწილად ფუნქციურ რეზიუმეს ეჭვის თვალით უყურებენ და დიდად არ სწყალობენ, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუკი პიროვნება ირჩევს ფუნქციურ რეზიუმეს ის აშკარად რაღაცის დამალვას ცდილობს.

image3. შერეული რეზიუმე

ჩემი აზრით შერეული რეზიუმე საუკეთესო ვარიანტია.მას ქრონო-ფუნქციურ რეზიუმესაც უწოდებენ და დიდი პოპულარულობითაც სარგებლობს დღეს.კარიერის მრჩევლები ძირითადად ამ ტიპის რეზიუმეს ურჩევენ და არცთუ უსაფუძვლოდ.ასეთი ტიპის რეზიუმეში გაერთიანებულია ქრონოლოგიური და ფუნქციური რეზიუმეების მახასიათებლები და ბევრად უფრო ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს უნარებს, სამუშაო გამოცდილებებს და წარმატებებს, ვიდრე 2 წინა რეზიუმეები ცალ-ცალკე აღებული.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებლების პოტენციურ დასაქმებულებთან მიდგომის ტექნიკა ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურია და დანამდვილებით ვერავინ გეტყვით, თუ რომელი რეზიუმე მოგიტანთ ჭეშმარიტ წარმატებას.









0
57
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0