x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
შვებულება ჯოჯოხეთში - 53 წლის ბრიტანელი მამაკაცის მოგზაურობა ISIS-ის ხალიფატში
image

53 წლის ბრიტანელი მამაკაცი, სახელად ენდი დრიური ირწმუნება, რომ იგი პირველი ადამიანია, რომელმაც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში საკუთარი შვებულების გატარება გადაწყვიტა და ამისათვის მან 4000 ევრო გადაიხადა.

image

ენდი სამშენებლო კომპანიის მესაკუთრეა Guildford-ში და ბოლო 20 წლის განმავლობაში მოგზაურობს ისეთ ადგილებში, სადაც ფეხის დადგმას არცერთი ჩვენგანი ისურვებდა. ენდი ომის ვეტერანია და ქურთებთან ერთად, წინა ხაზზე იბრძოდა ბაშირში, ISIS-ის წინააღმდეგ. იგი ერთხელ პირისპირ შეეჩეხა მტერს ჩაფხუტისა და დამცავი ჟილეტის გარეშე. თუმცა, საბედნიეროდ გაქცევით გადაირჩინა თავი.


image

ვიზისა და ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, ენდიმ ნამდვილი ჯოჯოხეთის შუაგულში - მოსულში იმოგზაურა. მოსული ოდესღაც ISIS-ის ხალიფატის ცენტრს წარმოადგენდა და ამჟამად სრულიად დანგრეულია. ენდის ვიზიტის ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ მისი რამდენიმე თანამებრძოლი კვლავ ცოცხალი იყო და დანგრეულ მოსულში ცხოვრობდა.

imageimageimage



მოგზაურმა გაიცნო ადგილობრივებიც, რომლებიც ცდილობდნენ განადგურებული ქალაქის აღდგენას და ახალი ცხოვრების დაწყებას.


ენდის თქმით, მის მიერ დათვალიერებულ ადგილებში მოგზაურობა ახლა უფრო მეტად რთულია, ვიდრე ეს გახლდათ 2016 წელს, როდესაც იგი მტრის წინააღმდეგ იბრძოდა.


ქალაქში შესვლისას, მაშინ, როცა ენდის საგუშაგოსთან შემოწმება უნდა გაევლო, ჯარისკაცებმა იარაღი მისი მიმართულებით ასწიეს. მოგზაურმა მაშინვე იგრძნო, რომ ადგილობრივებს ის სძულდათ.


შემოწმების შემდეგ მას ტაქსის მძღოლი მიუახლოვდა და Kirkuk-ში წაყვანა შესთავაზა. ენდიმ იკითხა, თუ როგორ შეეძლო მძღოლს შეუმჩნევლად მისი წაყვანა, მძღოლმაც მიუგო, რომ იცოდა შემოვლითი გზები, რომელთა საშუალებით ადრეც წაუყვანია მგზავრი.

image

ენდი მოგზაურობისას ძალიან ღელავდა, ვინაიდან ის რეალურად იმყოფებოდა ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდ აყოფილიყო. Kirkuk-იდან იგი ტაზაში წავიდა. გზაზე ენდი ათვალიერებდა პლაკატებს, რომლებზედაც ნაწამები ხალხი იყო გამოსახული და ცდილობდა ნაცნობი სახეების პოვნას.

image

ბოლო შემოწმებისას ტაზაში, ენდიმ აჩვენა ადგილობრივ ჯარისკაცებს სურათი, რომელზედაც იგი თანამებრძოლებთან ერთად იყო გამოსახული. ჯარისკაცები ყველას იცნობდნენ, ერთზე მიუთითეს, რომ მოკლულია. ენდი საკმაოდ იმედგაცრულებული დარჩა ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თუმცა მას სურდა დანარჩენი თერთმეტი თანამებრძოლის ნახვა, ვინაიდან იგი მათ 2016 წელს დაჰპირდა, რომ აუცილებლად ნახავდა.

image

ენდის მოგზაურობიდან საშინელი მოგონებები დარჩა და ფიქრს ვერ წყვეტს ადგილობრივებზე. იგი გაესაუბრა ხალხს, რომლებმაც მთელი ოჯახი დაკარგეს ISIS-ის დამსახურებით, რომელიც ან ხვრეტდა, ან ხიდიდან აგდებდა ადგილობრივებს.

image

მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი მოსულის საავადმყოფო გახლდათ, სადაც მას უამრავი გარდაცვლილი ადამიანის სხეული დახვდა. ისინი ISIS-ის მიერ იქნენ დახვრეტილი.

image



0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0