x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
დიანა ღურწკაიამ სათვალე მოიხსნა
image


როგორ გამოიყურება მომღერალი დიანა ღურწკაია მუქი სათვალის გარეშე. ბოლო ხანს მომღერალმა სათვალე მოიხსნა და მუქი სათვალის გარეშე სულ ახლახან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელს და ყვითელ მედიას უმალ მოედო.


არაერთხელ გავრცელებულა სკანდალური ფოტო იმასთან დაკავშირებით, რომ სინამდვილეში დიანა ღურწკაია ხედავს და ის სათვალეს შესანიღბად ატარებს. თითქმის ყოველწლიურად ვრცელდება ახალ-ახალი ვერსიები, რომ დიანა ღურწკაია ამა თუ იმ ვიზუალურ მასალას ათვალიერებს, ან კითხულობს, ხან ტელეფონში იცქირება. ამის შესახებ კონკრეტული ფოტოებიც ვრცელდება ხოლმე.


რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის დიანა ღურწკაიას გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა. რუსმა ბლოგერებმა მომღერლის ფოტოსურათი გამოაქვეყნეს, რომელზეც დიანა შავი სათვალით ფურცელს დაჰყურებს. ბლოგერები ირწმუნებიან, რომ დიანა ღურწკაია ხედავს და ის საზოგადოებას ატყუებს.



აღნიშნულ ფოტოსურათს სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ კომენტარში მას პუტინის აფერისტს უწოდებენ. როგორც რუსი ბლოგერები 2017 წელს იუწყებოდნენ, დიანა ღურწკაია ამ ფოტოსურათზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელოვანებისთვის გაგზავნილ მიმართვას კითხულობს.


image

აღნიშნულ ფაქტს დიანა ღურწკაიას ძმა და პროდიუსერი რობერტ ღურწკაია აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, მომღერლის უსინათლობის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნები არსებობს და მას ტყუილი არაფერში სჭირდება.


დიანა ყოველთვის არ მალავს საკუთარ თვალებს. ინტერნეტში, ძალიან ბევრია ვარსკვლავის ბავშვობის ფოტოა გავრცელებული.



0
209
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0