x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თათია სამხარაძე ბაია პატარაიას უპირისპირდება - "შენ დაცულ ქალთა უფლებებს შე***ი ბაია პატარაია!"
image
ბლოგერი თათია სამხარაძე უფლებადამცველ ბაია პატარაიას საკუთარი სტატუს კომენტარებში უპირისპირდება.


როგორც ბაია პატარაიამ დაწერა, ნიკა გვარამიასთან სტუმრობის დროს, თამთა თოდაძემ, რომელიც საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს ძალადობაში ადანაშაულებს, იმაზე ბევრად უკეთ გაართვა თავი, ვიდრე მას ეგონა.


"გუშინდელ ეთერზე მოკლედ ვიტყვი რა. ვიცოდით, რომ ჰარდ თოქი იქნებოდა, ვიცოდით, რომ მოძალადის ვერსიების გაქარწყლება მოგვიწევდა, ვიცოდით, რომ ბინძურ არსებულ და მომავალ ბრალდებებზე პასუხი უნდა გაგვეცა. თამთა არის ძლიერი გოგო, რომელმაც თავისი ბრძოლის სტრატეგიად არჩია ტოტალური ღიაობა, ყველა მედიის და ეთერის გამოყენება და არც ერთ კითხვაზე უკან არდახევა და მან ეს შეძლო. ბრავო!


ამ რამდენიმე დღეში თამთა გავიცანი როგორც განათლებული, შეუპოვარი გოგო, რომელსაც ბევრ რამეზე ნაფიქრი აქვს და გაცნობიერებული აქვს რა ბრძოლაში ჩაერთო, ვის წინააღმდეგ და საკუთარ ერთადერთ იარაღად მიაჩნია სრული გახსნილობა და სიმართლე. როგორც კი მოძალადეს თავი დააღწია, ეგრევე დაიწყო ყველა მტკიცებულების შეგროვება და ყველა შესაძლო არგუმენტის გააზრება. მას ჰყავს სრულიად არაჩვეულებრივი ოჯახი და მხარდამჭერთა წრე, რაც ალბათ არის მისი სიძლიერის მთავარი წყარო. ეს გოგო ჩემთვის სამაგალითოა!



თამთა იბრძვის ასე და მე მის გვერდით ვარ. ამ გადაცემის დაწყებამდე თამთამ მითხრა, კონკრეტულად რისი მოყოლა არ უნდოდა, რაც უმწვავებდა ტრამვას, გავაფრთხილეთ ნიკა და მაქსიმალურად გვერდი ავუარეთ იმ საკითხს. მე ვიჯექი მის წინ, გვქონდა კონტაქტი მზერით და თუ თავს ცუდად იგრძნობდა, უნდა ჩავრეულიყავი. აბსოლუტურად არც ერთი კითხვა არ აიცილა, იყო მომენტი, როცა მე დავიძაბე, ის კი არა. მოკლედ, ეს უნიკალური გოგოა და ირჩევს ბრძოლის მეთოდად ამ ღიაობას.


ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მსხვერპლი უნდა გამოდგეს და საჯაროდ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. არა. ყველა მსხვერპლმა თავად უნდა აირჩიოს კომუნიკაციის სტრატეგია და ჩვენც ვურჩევთ და დავეხმარებით როგორც შევძლებთ.


დღეს პრესკონფერენციაზეც ვთქვი, გუშინდელი ეთერი ჰგავდა სასამართლოში ჯვარედინ დაკითხვას, სადაც გვარამია ეშმაკის ადვოკატის როლში გვევლინებოდა. რატომ დადგა საერთოდ ამის საჭიროება? შეჯიბრებითობის პირობებში ასეთ დაკიტხვებს სასამარტლოში აწარმოებს ხოლმე დაცვა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით მივაღწევთ თუ არა სასამართლომდე. შავი პიარი და ჭორები თამთას წინააღმდეგ იქოქება თავისი სუსის ტროლებით. მე ვფიქრობ, რომ გუშინ ჩვენ უპირატესობა მოვიპოვეთ ყველა ჭორზე და ჩამოვშალეთ მოძალადის შეკოწიწებული ვერსიები.


არის ეს ის გზა, როგორადაც მსგავსი საქმეები უნდა მიმდინარეობდეს? არა, ცხადია, არა. ეს არის ძალაუფლების სრული ასიმეტრიის პირობებში წარმოებული ბრძოლა სიმართლისათვის, სადაც თამთამ გადაწყვიტა ყოფილიყო სრულიად გამჭირვალე და ის იგებს ამ საინფორმაციო ომს!
დიდი გამძლე და მამაცი ვინმეა, მაოცებს ♡♡♡ პირველად მაქვს შემთხვევა იქეთ ვეხვწებოდე დაზარალებულს ტელეფონის გამორთვას, ინტერვიუების შემცირებას და ფბ-დან გამოსვლას როგორც წესი მე ვემუდარები ხოლმე, რომ რამე ინტერვიუ მისცენ თუდაც სახის დაფარვით.


პ.ს. რაც შეეხება შეკითხვას "შარვალი გეცვა თუ კაბა?" არც ერთი წამით არ გვიფიქრია გადაცემაში მსხდომებს, რომ გამომწვეობას ამოწმებდა ნიკა. როგორც მოგვიანებით ახსნა კიდეც, კაბაში უფრო ადვილი გაუპატიურების განხორციელება, ვიწრო ჯინსის შარვალში კი თითქმის შეუძლებელი და ა.შ. მე საერთოდ მეგონა, რომ ტანსაცმლის დაზიანებაზე იქნებოდა შემდეგი კითხვა, თუმცა ვინაიდან შარვალი ამოირიცხა, შეკითხვა აღარ გაგრძელდა. ტანსაცმელზე ბევრი ლეგიტიმური კითხვა ისმევა ხოლმე, რაც არ არის საჭირო აუცილებლად გულისხმობდეს "გამომწვევობის ხარისხს". მე ვსვამ ხოლმე ბევრ კითხვას ტანსაცმელზე. ტანსაცმელი არის ხშირად ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება. თამთას კაბაც ამოღებულია და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. თუმცა, ტანსაცმელზე ზოგადად ქალებს გვაქვს ცუდი გამოცდილება, რადგან ხშირად გამომწვევ ტანსაცმელს ბრალდება გაუპატიურება და ვფიქრობ, ამას უკავშირდება ის მღელვარება, რაც ამ შეკითხვამ გამოიწვია.


დასკვნის სახით - გადაცემის ასეთი ფორმატი კომფორტული არაა მსხვერპლისათვის, ხოლო უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ არარეკომენდირებული იყოს ასეთი დაკითხვის ტიპის ჰარდ თოქი. მაგრამ თამთა "ვანდერ ვუმენს" ეს არ ეხება


Tamta Todadze მოგთაგავ ბარემ ♡ თუ რამე შევცოდე, შემინდე . და დღეს 7-ზე აქციაზე შევხვდებით ♡"


სწორედ აღნიშნულ სტატუსს გამოეხმაურა თათია სამხარაძე და სტატუსის ქვეშ შემდეგი სახის კომენტარი დაუწერა.


"სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული. ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ რომელთა შორისაც მეც ვიყავი.

ეხლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ და აი დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა, შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევეცი ბაია პატარაია!"


imageimage



3
1196
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1196
  
2019, 8 ოქტომბერი, 13:38
ელენე მე ჟურნალისტი არა ვარ, მაგრამ მინდა ჩემი ადამიანური მოსაზრება გაგიზიაროთ-ჩემი თხოვნაა სხვა დროს სტატიაში ცენზურა დაიცვათ, ისევე როგორც სქრინში, ორიოდე ფიფქიც საკმარისია ჩაისვას. გამგები შინაარს ისედაც მიხვდება, მაგრამ აუცილებელი არაა ბავშვებმა წაიკითხონ ღია ფორმით დადებული გინება.
პატივისცემით თქვენდამი...
2019, 8 ოქტომბერი, 13:35
გრანტის გამო ქოთქოთებს ბაიაც და ბევრი სხვაც, თან ამორალურ ხერხებს იყენებს გრანტის მისაღებად.
2019, 8 ოქტომბერი, 13:27
ბაია პატარაია ჩვეულებრივი გრანტიჭამიაა, თორემ საერთოდ არ იცავს არავის უფლეებს თუ ლგპდ ან სხვა უმცირე4სობა არაა რომელშიც ფულს იკრებს. ჩვეულებრივი დოლარის მონაა
0 1 3