x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
თევზი "ვანდელია-კანდირუ", რომელიც პენისში, ანუსში და ვაგინაში აღწევს და ადამიანს სისხლს სწოვს

image ტროპიკებში უცნაური და მტაცებელი თევზების უამრავი სახეობაა, განსაკუთრებით ამაზონის აუზში შემავალი მდინარეებია ცნობილი საშიში თევზებით, თუ ჩვენთვის ბასრი კბილების მქონე პირანიაა ცნობილი, ნაკლებადაა ცნობილი ტროპიკული თევზი ჩვეულებრივი ვანდელია ანუ კანდირუ (ლათინურად- Vandellia cirrhosa) (ინგლისურად- Candiru).
ეს თევზი თავზარს სცემს ბრაზილიელებს. ესაა თევზი ლიფსიტა, რომლის ზომა 1, 5-2 სანტიმეტრია, თუმცა ამ თევზის ზოგიერთი სახეობა 15 სანტიმეტრამდე იზრდება სიგრძეში.
მკითხველს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა-ლიფსიტა რა საშიშიაო?
საშიშია და მერე როგორ!
და მაინც რითია ეს ლიფსიტა საშიში? ვანდელია, თევზი პარაზიტია და სხვა თევზებს უძვრება ლაყუჩებში, არღვევს თევზის ქსოვილს და გამოსული სისხლით იკვებება 30 წამიდან 145 წამამდე, შემდეგ კი მაძღარი ტოვებს მსხვერპლს. სწორედ სისხლის წოვის გამო შეარქვეს მას "ბრაზილიური ვამპირი". თევზი სუნთქვისას გამოყოფს ამიაკს, რაც ასე იზიდავს ვანდელიას.
თევზი თევზად, მაგრამ რითია ეს ლიფსიტა საშიში ადამიანებისათვის?
მდინარეში მობანავე ადამიანებს ეს თევზი უძვრება-მამაკაცს პენისში და ანუსში, ხოლო ქალებს ანუსში და ქალის სასქესო ორგანოში. პენისში და ვაგინაში შეღწეული თევზი საშარდე ბუშტში გადადის, არღვევს საშარდე ბუშტის კედლებს, სწოვს სისხლს და ადამიანს აყენებს აუტანელ ტკივილს.
ანუსში შეღწეული ვანდელია სწორ ნაწლავს აზიანებს და ასევე სისხლით იკვებება.
თევზი ძალიან მგრძნობიარეა ამიაკის სუნის მიმართ, რომელსაც გამოყოფს მამაკაცის პენისი და ქალის ვაგინა, სწორედ ამ სუნის გამო ხდება ადამიანი ვანდელიას მსხვერპლი.
ადამიანის ორგანიზმში შეღწეული თევზი სისხლდენასთან ერთად აუტანელ ტკივილს იწვევს ადამიანში.
მკურნალობის ერთადერთი გამოსავალი დროული ქირურგიული ჩარევაა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ლეტალურ დასასრულამდე მიდის.
ვანდელია განსაკუთრებით ადვილად აღწევს პენისში, ანუსში და ვაგინაში როცა ადამიანი ტრუსის გარეშე ბანაობს მდინარეში.
imageimageimage imageimageimageimageimageimage









0
717
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
717