x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიწაში დამარხული ფერარის ისტორია
ისტორია მოხდა 1978 წელს, როცა ლოს-ანჯელესში, ბავშვებმა თამაშის დროს, უკანა ეზოში მიწაში "პლიონკა" შენიშნეს. მათ გადაწყვიტეს ამოეთხარათ, როცა რამდენიმე სანტიმეტრზე ამოთხარეს მიწა, ნახეს რომ რაღაც რკინის და თან საკმაოდ დიდ ნივთს მიადგნენ.
image

ბავშვებმა მშობლებს უამბეს ნანახის შესახებ, მათ კი პოლიცია გამოიძახეს. მათ ნივთის გარშემო თხრა დაიწყეს, როცა პირველად შენიშნეს ავტომობილის წინა საქარე მინა. როცა მთლიანად ამოიღეს მანქანა, დაათვალიერეს შიგნით, იმ მიზნით რომ იქ ვინმეს ნახავდნენ, თუმცა საბედნიეროდ მანქანაში არც ცხედრები იყო და არც სხვა რამ, რაც მეპატრონის შესახებ ინფორმაციას მისცემდათ გამომძიებლებს.

ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო, რადგან დამარხული ავტომობილი, სულ ახალი Ferrari Dino 246 GTS იყო.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ავტომობილი მწვანე Ferrari Dino 246 GTS, ნომრით 832 LJQ, იყო ძებნაში. ის 3 წლის უკან მოიპარეს.


ის 1974 წელს იყიდა როზეტო კრუზმა მეუღლისთვის. ისინი ქორწინების დღის

აღსანიშნავად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, როდესაც გამოვიდნენ მანქანა არ დახვდათ.

საბოლოოდ დაზარალებულებს სადაზღვეო კომპანიამ ზარალი აუნაზღაურა. ამით ისტორია თითქოს დამთავრდა, რომ არა ეს შემთხვევა.

image

ამომძიებლებს უკვირდათ ის ფაქტი, რომ ფერარის მანქანა დამარხეს, თან ისე რომ რომ არ გაფუჭებულიყო. ამის გამკეთებლებს აშკარად მისი უკან ამოტანა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რადგან მანქანა ცელოფნებში იყო შეხვეული.

image

ერთ-ერთმა რედაქტორმა ფერარის ფოტოს ნახვისას გამოძიება დაიწყო. ის დაუკავშირდა გამომძიებელს, საიდანაც დაადგინა რომ მანქანა ბავშვებს არ უპოვიათ. მისი ადგილსამყოფელი ერთ-ერტმა პატიმარმა თავისფულების სანაცვლოდ გაამხილა. აღმოჩნდა, რომ ავტომობილი მეპატრონის დაკვეთით გაიტაცეს, რომ სადაზღვეო კომპანიას ზარალი აენაზღაურებინა. მათ დაავალეს, რომ ფერარის სადმე, ღრმა წყალში ჩაეძირათ. გამტაცებლებს კი დაენანათ ასეთი ავტომობილის განადგურება და მისი დამარხვა, შემდეგ ამოთხრა და ნაწილებად გაყიდვა გადაწყვიტეს, რაც შემდეგ ვერ მოახერხეს.
მანქანა სადაზღვეო კომპანიას გადაეცა, ის ძალიან იყო დაზიანებული და აუქციონზე სულ რაღც 5000 $ გაიყიდა, მყიდველმა კი შემდეგ ის შეარემონტა და 23 000$ გაყიდა. დღეს კი ეს მშვენიერება ასე გამოიყურება....

imageimage

0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0