x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მომავლის გასაოცარი ტექნოლოგიები
ტექნოლოგია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ის შემოიჭრა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და დღესდღეობით მას თითქმის ყველა სფეროში ვიყენებთ. ალბათ საუკუნეების წინ წარმოუდგენლად მოეჩვენებოდათ თუ დღეს ავტომობილებით ვივლიდით ან ტელეფონით ვიკონტაქტებდით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, დღეს ჩვენ ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ვიმყოფებით და მეცნიერები უფრო და უფრო საინტერესო სიურპრიზებს გვპირდებიან მომავალში. ამ სტატიაში მე წარმოგიდგენთ მომავლის პროექტებს, რომელთა განსახორციელებლად მეცნიერები თავდაუზოგავად მუშაობენ.







გონების წაკითხვა


image




ეს არის IBM-ის გასაოცარი პროექტი, რომლის მიხედვითაც ცდილობენ გამოიგონონ სპეციალური აპარატი, რომელიც შეძლებს წაიკითხოს თქვენი აზრები, გადასცეს ის კომპიუტერს და ამით მართოს რომელიმე კონკრეტული მოწყობილობა. კომპანია იუწყება რომ ეს პროექტი უკვე რეალობა იქნება 5 წელიწადში. "როდესაც გინდა ვინმეს დაურეკო, ეს მაშინვე ხდება"_ აცხადებს IBM-ის წარმომადგენელი _ "ან თუნდაც შეგიძლია აკონტროლო კურსორი შენი კომპიუტერის ეკრანზე, ამისთვის კი მხოლოდ გაფიქრებაა საჭირო. ეს ხომ არაჩვეულებრივია".. :))













ლიფტი კოსმოსში


image

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ იაპონელებს აქვთ დასახული მიზნად შექმნან ლიფტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დედამიწისა და იაპონიის კოსმოსური სადგურის დაკავშირება. ეს სადგური კი დედამიწიდან დაახლოებით 35400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მეცნიერთა აზრით ეს იქნება 30 კაციანი ლიფტი, რომელიც 200კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და დანიშნულების ადგილას 8 დღეში მიაღწევს. იაპონელთა ვარაუდით ეს პროექტი დასრულდება 2050 წლისათვის.








რობოტები


image

მეცნიერები სულ უფრო და უფრო მეტს მუშაობენ რათა შექმნან რობოტები გაცილებით მეტი ფუნქციით, ვიდრე მათ დღეს აქვთ. უფრო მეტიც, მათ სურთ რობოტებმა შეძლონ ე.წ. ასისტენტის როლის მორგება, მაგალითად ავადმყოფის მოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება. მეცნიერთა ვარაუდით დაახლოებით 10 წელიწადში ეს რეალობა იქნება და თითქმის ყველა სახლში იქნება ასეთი რობოტები.







მფრინავი ავტომობილები


image




ალბათ უმეტესებას წარმოუდგენლად მოეჩვენება ეს პროექტი, თუმცა ეს რეალობაა და უფრო მეტიც, ასეთი ავტომობილი უკვე შექმნილია რომლის ხილვაც შესაძლებელი იქნება 2012 წლის ნიუ იორკის ავტოშოუზე. გამომგონებელთა თქმით ეს სულაც არ არის დაუჯერებელი, თუ ჩვენ გვაქვს მატარებელი, თვითმფრინავი, გემი რატომ არ შეიძლება გვქონდეს მფრინავი მანქანა?! გარდა ამისა, მათი აზრით ასეთი ტიპის ავტომობილები ხელს შეუწყობენ საგზაო საცობთა შემცირებას.
















ხელოვნური ხორცი


image

დღეს უკვე ჰოლანდიელი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ხორცის შესაქმნელად. მათი აზრით ეს გამოგონება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. მეცნიერთა აზრით, ეს ხორცი 35%-ით უფრო სასარგებლო და ეფექტური იქნება. ამის გაკეთებას კი ისინი აპირებენ ცხოველის ღეროვანი უჯრედის დამუშავების შედეგად.







ავტომატურად მართვადი ავტომობილები


image


კომპანია Google-ის ეს შესანიშნავი პროექტი ითვალისწინებს ავტომობილების მართვას მძღოლების გარეშე. მათი აზრით ეს უფრო მარტივს და უსაფრთხოს გახდის მგზავრობას. ეს პროექტი უკვე დააპატენტა კომპანიამ და იგი ტესტირებას გადის ნევადაში.




5
573
6-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტიიი
ქრისტიიი
573
  
2012, 23 აგვისტო, 15:42
ღმერთო არ მომასწრო ამ დროს..: ((
2012, 3 აგვისტო, 16:14
საინტერესოა +1
2012, 2 აგვისტო, 23:13
ლიფტი კოსმოსში მომეწონა :D
2012, 31 ივლისი, 13:20
:D :D
2012, 31 ივლისი, 11:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5