x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უშვილო მასწავლებელი და მოსწავლე

image
ერთი პატარა სოფლის შუაგულში ნიკოლოზის დროინდელი სკოლა იყო, რომელსაც სიძველის გამო ბზარები გასჩენოდა... საფრთხე რომ თავიდან აეცილებინათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, სკოლა დაენგრიათ, ბავშვები კი სოფლის საბჭოში შეესახლებინათ. როგორც იქნა, სკოლა დაანგრიეს და სამასამდე ბავშვი სოფლის საბჭოს შენობაში და ბაღში განათავსეს. სწავლა ჩვეულბრივ რითმში გრძელდებოდა. ამ სკოლაში ერთი ლამაზი გოგონა, სახელად მარიეტა სწავლობდა - გრძელი თმებით და მეტყველი თვალებით. სხვა ბავშვებთან შედარებით განსხვავებული ხასიათი ჰქონდა - უფრო წყნარი და მშვიდი ჩანდა. მარიეტა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. სკოლაში ერთი შუახნის მასწავლებელი მუშაობდა, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. იგი მეოთხე კლასიდან ასწავლიდა მარიეტას. მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ამ ბავშვის მიმართ - ყოველთვის ცდილობდა ახლოს ჰყოლოდა. თანდათან მარიეტას ოჯახსაც დაუახლოვდა. გაკვეთილები დასრულდებოდა თუ არა, მასწავლებელი დაუძახებდა მარიეტას და ეტყოდა: - "დამელოდე უჩემოდ არ წახვიდე". რა გაეწყობოდა - ისიც მოთმინებით ელოდა მასწავლებელს, მიუხედავად იმისა, რომ თანატოლებთან ერთად სურდა სახლში წასვალა. ზოგჯერ მარიეტა ბავშვურ ხერხს მიმართავდა: ვითომ ვერ გაიგონა მასწავლებლის დაძახება და უკან მოუხედავად გაიქცეოდა ბავშვებთან ერთად. მეორე დღეს იგივე რომ არ განმეორებულიყო, მასწავლებელი, სანამ სკოლაში ზარი დაირეკებოდა, საკლასო ოთახის კართან დადგებოდა და ელოდა მარიეტას, ხელ-მკლავს გაუკეთებდა და ისე წაიყვანდა. ისინიმართალია ერთ სოფელში ცოხვრობდნენ, მაგრამ სხვადასხვა უბანში - გზაჯვარედინი ჰყოფდა მათ უბნებს. გზაში ასწავლიდა, თუ როგორ უნდა გაეკეთბინა "ომლეტი", როგორ უნდა მოქცეულიყო ქალი სამზარულოში, წინსაფრის და მანდილის გარეშე სადილი, რომ არ უნდა მოემზადებინა. მარიეტა მასწავლებლის სიტყვებს ნახევარს არ ისმენდა, გულში ფიქრობდა: - რას გადამეკიდა ეს მასწავლებელი. სახლში მისვლამდე მარტო უნდა გავიარო ამხელა გზა და ამას რა ენაღვლება. მასწავლებელი კი უხსნიდა, ასწავლიდა და თან ხელებით ესაუბრებოდა. სთხოვდა, რომ მას წაყოლოდა სახლში, მარიეტა კი უარზე იყო დღეები გაიდოდა... მარიეტა მასწავლებლისგან თავს ვერ იხსნიდა, ახლა არც ვითომ ვერ გაიგონა-ც არ შველიდა. გაკვეთილზე მასწავლებელი მარიეტას ყველა ბავშვზე მეტს სთხოვდა და სულ უკმაყოფილო იყო მისი ცოდნით - ნიშანსაც ნაკლებს უწერდა. გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი უხსნიდა, თუ რატომ იქცეოდა გაკვეთილზე მასწავლებელი მის მიმართ ასე. - მარიეტა, დიდი ნიჭის პატრონი ხარ და ვერ იყენებ ამ ნიჭს, ზარმაცი ხარ ძალიან, შეგიძლია წერო და არ წერ, შეგიძლია იკითხო და არ კითხულობ, შენ რომ ჩემი შვილი იყო, კარგ ქალად გაქცევდი, დამიჯერე! ხანდახან მაინც მოდი ჩემთან და გასწავლი, როგორ დაწერო კარგი მოთხრობები, ლექსები, მოგცემ წიგნებს, ხელს არავინ შეგიშლის, დაჯდები და იკითხავ. გინდა სახლში იკითხე, გინდა ეზოში გაგიბამ საქანელას, ჩაჯდები ლამაზ ბუნებაში. მე კი საჭმელს მოგიმზადებ, ღამით თუ სურვილი გექნება, დარჩი ჩემთან, თუ არადა წადი შენს მშობლებთან!.. - არა მასწვლებელო, მე სახლში მირჩევნია ვიკითხო, იქ არც არავინ მიშლის ხელს, ოღონდ წიგნი დამინახონ და... პირიქით სულ მაგას მეჩხუბებიან, წაიკითხე მარიეტა, წაიკითხე... - კარგი, მარიეტა, რახან მაინც არ იშლი, ამ შაბათ-კვირას მაინც მოდი ჩემთან, იქნებ მოგეწონოს. - კარგი მასწავლებელო, ვეტყვი დედას და მოვალ შაბათს, დარჩენით კი ვერ დავრჩები, საღამოს სახლში წავალ. როგორც კი მარიეტა მასწავლებელს დაემშვიდობა, უკან მიუხედავად გაიქცა სახლში და გულში მასწავლებლის ლანძღვაში იყო. ხმამაღლაც კი წამოიძახა.- რას შემიწუხა ამ ქალმა გული, რას გადამეკიდა, ჩემი შვილად აყვანა ხომ არ უნდა ნეტავ, მაგას ვფიქრობ ზუსტად, დედას და მამას დავტოვებ და მასთან გადავალ საცხოვრებლად. გაბრაზებულმა თან გაიცინა კიდევაც ბავშურად და დასცინა მასწავლებელს. სახლში მისულმა მშობლებს შესჩივლა, რომ მასწავლებელი მოსვენებას არ აძლევდა და მოითხოვდა სულ მის გვერდით ყოფილიყო. ისიც დაიჩივლა: არც ბავშვებთან მათამაშებს ნორმალურად და როდესაც გაკვეთილები მისრულდება, საკლასო ოთახის კართან მხვდებაო. ახლა კიდე მთხოვს მივიდე მასთან შაბათს და იქ მოვამზადო გაკვეთილებიო. მშობლებს გაეღიმათ, მარიეტას მონათხრობზე. დედამ კალთაში ჩაისვა და უთხრა: - შვილო, თუ კი ასე ძალიან ვინმეს უყვარხარ და ამდენ ბავშვებში შენ აგარჩია, ეს უნდა გიხაროდეს, რადგან გასწავლის, ესე იგი კარგი უნდა შენთვის, ხედავს რომ შენ მეტი შეგიძლია, ვიდრე აკეთებ - ცოდვაა მასწავლებელი შვილი არ ჰყავს და შენში ხედავს იმ ბავშვს, რაც მას არ არგუნა უფალმა, ნუ იქნები მის მიმართ ცუდად განწყობილი, გაუღიმე, კარგს თუ ისწავლი, თორემ ცუდს არაფერს გასწავლის. რახან გთხოვს, რომ მიხვიდე, მიდი გაჩერდი, ის გაიხარებს და შენც მეტ ცოდნას შეიძენ. - ხო, მაგრამ დედა... ამ სიტყვებზე თავი ჩაღუნა მარიეტამ. - იქნებ მას სურვილი აქვს მიშვილოს, სხვა ახსნას მე ვერ ვხედავ მის ქცევებში. მარიეტას მშობლებს გაეცინათ, მამამ ხუმრობით უთხრა კიდეც: - გაგაშვილებ მერე მარიეტა, ორი დედა და ორი მამა გეყოლება, აქაც მოხვალ და იქაც იქნები. თან მეუღლეს თვალი ჩაუკრა. - რას ამბობ მამა, არ გინდა შენი შვილო რომ ვიყო? ასეთი რა დაგიშავე?! ტირილი დაიწყო მარიეტამ. დედის კალთიდან ჩამოხტა და გარეთ გაიქცა ატირებული. დაედევნა მშობლები გააჩერეს და მოეფერეს. მამამ უთხრა: - გეხუმრე გოგო, შენ თავს ვინმეს დაუთმობ?! ეგ არც იფიქრო შვილო, მაგრამ უნდა გიხაროდეს, როცა ასე უყვარხარ ვინმეს. ატირებული მარიეტა ჩაეხუტა მამას. - ამიტომ მიყვარხარ მამიკო შენ ყველაზე ძალიან, რომ ვიცი ჩემ თავს არავის დაუთმობ, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლები მყავს! იმ საღამოს მარიეტა მშობლებს შუაში ჩაუწვა საწოლში, ხელები თავქვეშ ამოუდო დედ-მამას და ისე დაიძინა. შაბათი დღე მოვიდა. დაპირებისამებრ მარიეტამ ჩანთაში ჩაალაგა წიგნები და წავიდა მასწავლებელთან სახლში. ჭიშკართან დახვდა მასწავლებელი, ჩანთა გამოართვა. გადაკოცნა, ხელი ხელზე მოკიდა და შინ შეიყვანა. მარიეტას წინ გადაიშალა უზარმაზარი ეზო, რომელიც უამრავი ლამაზი შემოდგომის ყვავილებით იყო მორთული. მრავალწლიანი ნაძვიხ ხეები, ორ ხეს შორის საქანელა გამბული. ჩიტების ჭიკჭიკი იკლებდა იქაურობას, ასეთი სილამაზე ჯერ არსად არ ენახა მარიატას, ეზოს ბოლოს კი პატარა ხის სახლი იდგა, "ბლოკებზე" შემდგარი. მარიეტას მის სახლთან შედარებით, ძალიან პატარა ეჩვენა ეს სახლი და უცნაური, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, აღფრთოვანებით შეჰყურებდა ირგვლივ ყველაფერს. სახლში შესულს ძალიან უბრალო, მოწესრიგებული მისაღები დახვდა. - კეთილი იყოს მაირეტა შენი ჩემ სახლში მოსვლა. იმედია მოგეწონება და კვლავ გექნება სურვილი მოხვიდე. - ახლა ცოტა დაისვენე, დაღლილი იქნები, დიდი გზა გამოიარე, მე საჭმელს გავამზადებ, ერთად ვჭამოთ. ჩემს მეუღლესაც გაგაცნობ, ისიც მოვა და შემდეგ ეზოში გავიდეთ იქ ვიმეცადინოთ მე და შენ. მარიეტა იქვე სავარძელში ჩაჯდა, თან ირგვლივ იხედებოდა, ოთახს ათავლიერებდა და ფიქრობდა: - აი თურმე სად ცხოვრობს მასწავლებელი, საჭმელსაც თავისი ხელით აკეთებს, ქმარიც ჰყოლია, ისე ასეთ პატარა სახლში როგორ ცხოვრობს?! არც ისე ცუდი ჩანს ეს ჩემი მასწავლებელი, მე რომ მეგონა, როგორ თბილად შემხვდა, მართლა შვილივით, დედიკოსავით მეფერება... ფიქრებიდან შორს წასულ მარიეტას მასწავლებელმა დაუძახა. სუფრა გაეშალა, მეუღლეც მოსვლოდა სახლში, რომელიც ეზოში მუშაობდა. მარიეტას დანახვა მასაც ძალიან გაუხარდა. - ეს ის პარატა გოგონაა ხომ, ყოველ დღე ჩვენს ოჯახში რომ ვახსენებთ? მართლაც რა ლამაზი ბავშვი ყოფილა, ჭკივანიც იქნები გეტყობა თვალებში. მოდი დავსხდეთ და ვნახოთ, რა მოგვიმზადა შენმა მასწავლებელმა. მაგიდის თავში დასვეს მარიეტა გევრდი-გევრდ მოუსხდნენ უშვილო ცოლ-ქმარი და სიხარულით შესცქეროდნენ ბავშვს. ოჯახის უფროსმა მარიეტას წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, თან დაამატა: არ მოგერიდოს, თავი როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძენი. მარიეტა მხრებში გასწორდა, ჭიქა გამოართვა და სულმოუთქმელად დალია. - წყურებია, თურმე - თავისთვის ჩაილაპარაკა ოჯახის უფროსმა. - არა უშავს, ისედაც მორიდებული ბავშვია, პირველად არის ჩვენთან და შერცხვა, მიგვეჩვევა ნელ-ნელა ისე რომ სახლშიც კი არ მოუნდება წასვლა. - ღმერთმა გისმინოს ნათელა, გაიხარებს ჩემი გული, ამ პატარას რომ დაინახავს სახლში! როცა ისადილეს, მარიეტა მასწავლებელს მაგიდის ალაგებაში დაეხმარა. სამზარეულოს დალაგებაში და შემდეგ წიგნებით ეზოში გავიდნენ. მასწავლებელმა თავისთვის პატარა სკამი გამოიტანა, ხოლო მაირეტა საქანელაზე დაასკუპა. დაიწყეს მეცადინეობა, შეთანხმდნენ რომ მასწავლებელს სახლში ნათელა დეიდას დაუძახებდა, სკოლაში კი მასწავლებელს. მარიეტა კითხულობდა, მასწავლებელი კი ნაწერს უსწორებდა შოთა, სახლის კარის კუთხიდან ადვენებდა თვალს, მეუღლეს და ბავშვს. მარიეტამ ჩააბულბულა გაკვეთილი, შემდეგ სხვა დავალებებიც დაწერა, ისინიც შეუმოწმა მასწავლებელმა, რაც გასასწორებელი იყო გაუსწორა და თან აუხსნა, სად მოსდიოდა ნაწერში შეცდომა. გაკვეთილების მომზადება, რომ მორჩნენ, მარიეტა საქანელაზე გაერთო. შემდეგ კი მასწავლებელთან ერთად ეზოში გაირსეირნა. საღამო რომ მოახლოვდა, ორივეს დაემშვიდობა, დაპირდა რომ კიდევ მივიდოდა მათთან. ზურგზე ჩანთა მოიკიდა და სახლში წავიდა. გზაზე მიმავალს ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში: - არც ისეთი ცუდი ყოფილა ნათელა მასწავლებელი, საჭმელიც რა გემრიელი მოამზადა, სულ დედიკოს გაკეთებულს ჰგავდა, გაკვეთილებიც მასწავლა, ისე რომ არ უყვირია, არადა სკოლაში სულ ყვირის გაკვეთილზე, ქმარიც რა კარგი კაცი ჩანს, ეზოც რა ლამაზი აქვს, აწი სულ მივალ და იქ მოვამზადებ გაკვეთილებს, მაგრამ დედას და მამას არ ეწყინოთ! გადიოდა დღეები. მარიეტა ხან მიდოდია მასწავლებელთან, ხან არა. ერთ დღეს გაკვეთილზე მასწავლებელმა ბავშვებს სთხოვა დაბარვაში მოხმარებოდათ. ბავშვებიც დათანხმდნენ და კვირა დღეს, მთელი ჯგუფი წავიდა მასწავლებლთან დასახმარებლად, ბავშვების უმეტესობა თავისი ბარით იყო მისული, მასწავლებელმა აჩვენა თუ რომელი ადგილი უნდათ დაებარათ და ბავშვებიც შეუდგენენ მუშაობას, გოგოებიც და ბიჭებიც, მარიეტასაც მათთან ერთად სურდა ემუშავა, მაგრამ მასწავლებელმა არ მისცა ამის საშუალება, უთხრა: - შემ მარიეტა, წამოდი სამზარეულოში მომეხმარე, სუფრა გავშალოთ, რომ მორჩებიან მუშაობას, მზად უნდა გვქონდეს ყველაფერი. რა გაეწყობოდა, მარიეტაც დათანხმდა. მარიეტა, როგორც შეთანხმებული იყო, ნათელა დეიდათი მიმართავდა მასწავლებელს სახლში. ერთი ბავშვი შევიდა სამზარულოში წყალი უნდოდა და მარიეტას სთხოვა დახმარება, მარიეტამ კი მასწავლებელს ჰკითხა, სად ჰქონდა წყლის ჭურჭელი, რომ წყალი ჩაესხა და ბავშვებისთვის მიეცა. ნათელა დეიდათი მიმართა, ამხანაგმა გაიკვირვა, ასეთი მიმართვა მასწავლებლის მიმართ, ეს ამბავი ჯგუფის ყველა ბავშს მოედო, რომ მარიეტა მასწავლებელს დეიდათი მიმართავდა. ბავშვები სიცილს ვერ იკავებდნენ. ამან ცოტა დააკომპლექსა და გაუცხოვდა კიდევაც მასწავლებლის მიმართ. სკოლაში საკონტროლო ჰქონდა დასაწერი, ამიტომ კარგად რომ მოემზადებინა მასწავლებელმა ისევ მასთან ურჩია მისულიყო. მარიეტაც დათანხმდა. იქ ძალიან კარგად გრძნობდა მარიეტა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გაუცხოვდა მასწავლებლის მიმართ. საკონტროლო მოამზადა, მასწავლებელს ძალიან მოეწონა მოსწავლის ნამუშევარი და კიდევაც მიუთითა იმაზე, რომ შეუძლია წეროს და ნუ იზარმაცებს, აუხსნა თუ რა შეცდომები ჰქონდა. დამშვიდობებისას კი ჰკითხა : - მარიეტა, შენი მშობლების ნახვა მინდა და უთხარი შენს დედიკოს და მამიკოს როდის იქნებიან სახლში, რომ მოვიდე. თავზე ხელი გადაუსვა აკოცა და დაემშვიდობა. მარიეტა ისევ ფიქრებმა მოიცვა, რა უნდა ნეტავ? - დაშავებით არაფერი დამიშავებია და რა საქმე უნდა ჰქონდეს მასწავლებელს ჩემს მშობლებთან - გაურკვევლობაში იყო ბავშვი. სახლში მისულმა დანაბარები აუწყა მშობლებს. მათ ჩვეულებრივად მიიღეს და უთხრეს, როცა სურვილი ექნებოდა, მოსულიყო. მარიეტამ აცნობა მასწავლებელს მშობლების დანაბარები, იგი სიხარულით შეხვდა მოპატიჟებას და მეუღლესთან ერთად წავიდა. იქ მისულებს ულამაზესი ქვით მოპირკეთებული. ღობის კუთხეებში ფერადი სურნელოვანი ყვავილები. რკინაბეტონის ბოძებით, აგებული ვაზით გადახურული საჩრდილობელი ამშვენებდა დიდი ლამაზ სახლს. სახლში შესულებს სუფრა გაშლილი დახვდათ, რომელსაც ჩიტის რძეც არ აკლდა. ეს ყველაფერი ცხადყოფდა, რომ მარიეტას მშობლები საკმაოდ შეძლებულები იყვნენ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მარიეტას გარდა კიდევ ორი გოგო და ორი ბიჭი ჰყავდა - მარიეტაზე პატარები, წყვილად ტყუპები. მარიეტას მშობლები სიხარულით შეხვდა სტუმრებს. მათ ჯერ არ იცოდნენ მასწავლებლის სტუმრობის მიზეზი... მამამ მარიეტას სტუმრები სუფრასთან მიიპატიჟა. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, გადავიდნენ მთავარ თემაზე, თუ რისთვის იყვნენ მისულები ნათელა და შოთა. - მე თქვენი ოჯახი ძალიან მიყვარს დავით. თქვენი მშობლებიც ვიცი როგორი კარგები იყვენენ, ახალგაზრდები წავიდნენ იმ ქვეყნად, აცხონოს უფალმა მათი სული... - ამინ! უპასუხა დავითმა. - ასევე ძალიან გვიყვარს მე და ჩემ მეუღლეს მაირეტა - დღე არ გავა მისი ხსენება რომ არ იყოს ჩემს ოჯახში. უკვე ასაკში ვართ, მარიეტა როგორც შვილი ისე მივიღეთ, ალბათ, ამაზე მეტად არ გვეყვარებოდა საკუთარი, რომ მოეცა უფალს ჩვენთვის! სწორად გამიგე, გთხოვ. მაშვილეთ მარიეტა, თქვენ კიდევ ოთხი გყავთ, უფალმა მოგცათ ეს მადლი და საჩუქარი! არ ვითხოვ გვარი შეიცვალოს, ან დედ მამა დაგვიძახოს, იცხოვროს ჩვენთან, როცა მას ესურვება მოვიდეს აქ. მარიეტას მამა სადაც იყო აფეთქდებოდა ბრაზისგან, მაგრამ თავს აკონტროელბდა... - მესმის თქვენი ბატონო შოთა, მაგრამ მე, რადგან ხუთი შვილი მყავს, ასე ადვილია გაშვილება?! მე თუ მყავს ხუთი შვილი, მათი მოვლაც შემიძლია და პატრონობაც! მიხარია, რომ გიყვართ მარიეტა, მაგრამ სიკეთე თუ გსურთ, ამ სოფელში ბევრი გაჭირვებული ოჯახია და თან მრავალშვილიანი, შეიძლება სიხარულითაც დაგეთანხმონ, მე კი ეგ პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე აღარ გავაგრძელოთ! ცოლ-ქმარმა ბოდიში მოიხადა და სახლში წავიდნენ. ისე გულდამძიმებუ მიდიოდნენ, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის, მხოლოდ დაწოლის დროს შეეხნენ იმ თემას. - როგორი ამპარტავანი ხალხია ნათელა, იუკადრისეს ეს როგორ გვითხარიო, რა დაშავდებოდა, თუ ხანდახან მაინც იქნებოდა ბავშვი ჩვენთან, შენ რომ გიყვარს ძალიან ეგ ბავშვი, მეც ამიტომ შემიყვარდა - თან ჭკუაც დამარიგა: გაჭირვებული ოჯახიდან წაიყვანე მადლს იზამო. გაჭირვებული და ღატაკის შვილი რომ მინდოდეს, ვინ დამიდგებოდა წინ?! დამარიგა ჭკუა. შენ არ ინერვიულო ნათელა, ნელ- ნელა ჩამოშორდი ბავშვს, არ ღირს ასე შეყვარება! ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მარიეტა იშვიათად ხვდებოდა მასწავლებელს, მხოლოდ გაკვეთილებზე და მაშინაც ნაკლებ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ.. ზოგჯერ აგრესიულადაც კი იყო განწყობილი. ბოლოს ბოლო ზარზე შეხვდნენ ერთმანეთს. მასწავლებელმა მარიეტას ურჩია: - სჯობს პედაგოგიურზე ჩააბარო, შენ შეძლებ ამას. ასევე შეგიძლია კარგი ლექსები და მოთხრობები წერო - ნუ იზარმაცებ, კარგი გოგო ხარ და წარმატებასაც მიაღწევ, თუ მოიდომებ. ოდესმე მაინც გაგახსენდები მე რომ არ ვიქნები ამქვეყნად... როგორ დამწყვიტე გული, მაგრამ არაუშავს, ეს ცხოვრებაა. მარიეტა ატირებული ჩაეხუტა მასწავლებელს. პირობა მისცა, რომ არასოდეს დაივიწყებდა და ოდესმე წერასაც დაიწყებდა. სამედიცინოზე სურდა ჩაბარება, მაგრამ მშობლების დაჟინებული თხოვნით პედაგოგიურზე ჩააბარა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სკოლაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. ოჯახიც შექმნა და ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. მარიეტას ცხოვრება მშვიდი და მრავალფეროვანი იყო, კარგი მეუღლე და კარგი შვილები ჰყავდა. სკოლის არდადეგებზე მარიეტა ქმარშვილთან ერთად მშობლებთან წავიდა. გზად ის ადგილი უნდა გაევლო, სადაც სწავლობდა, დანგრეული სკოლოს ნაცვლად, ულამაზესი სკოლა აეშენებინათ. აღფრთოვანებას ვერ მალავდა მარიეტა სკოლის დანახვაზე, მასწავლებელიც გაახსენდა და გაიფიქრა: ნეტავ ახლა ცოცხალი თუ არისო. სკოლას რომ გაცდნენ, გზაჯვარედინზეც მივიდნენ, საიდანაც კარგად ჩანდა მასწავლებლის ეზო, ახლა მხოლოდ უპატრონოდ მიტოვებული ხის სახლი იდგა, "ბლოკებზე" შემდგარი... ხეები კი მოჭრილი და ეზოც გავერანებული ჩანდა. მეუღლეს სთხოვა მისულიყო სახლთან და გაერკვია რა ხდებოდა. სახლში არავინ იყო, მეზობელს დაუძახა მარიეტამ. მან მაშინვე იცნო იგი - ისევ ის ბავშური სახე ჰქონდა დარჩნილი. უთხრა, რომ მასწავლებელი და მისი მეუღლე გარდაიცვალა, ისე რომ ბავშვი არ აუყვანიათ, მომზადებითაც კი სკოლაში ამეცადინებდა ბავშვებსო. ტირილი დაიწყო მარიეტამ, წამში გადაირბინა ბავშვობამ, რაც ამ ეზოსთან აკავშირებდა. შემდეგ სასაფლაოზე წავიდა - იქვე სოფლის ცენტრში ყვავილები იყიდა და მასწავლებლის და მისი მეუღლის გულზე დააწყო. გულაჩუყებული იჯდა მარიეტა, თითქოს საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა, მაგრამ ვერ გაერკვია, რაში იყო დამნაშავე. რამდენიმე წელიწადში საკუთარი წიგნი გამოსცა სახელწოდებით - „ჩემი სამყარო“, სადაც მისი მოთხრობები და ლექსები იყო. ცოტა გულზეც მოეშვა, რადგან მასწავლებლის ერთი თხოვნა მაინც შეასრულა. p.s. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმ სითბოსთვის რასაც მე ვგრძნობ თითეული თქვენგანიდან. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძიეროთ. როგორც იცით სულ მალე გამოვა ჩემი წიგნი, რომანი "გოგონა აფხაზეთიდან" პრეზენტაცია გაიმართება ათენში, თუ როდის და სად ჩატარდება დავდებ პოსტს, როგორც კი ცნობილი გახდება. გეპატიჟებით დიდი სიყვარულით.(პოსტი დაიდება ჩემს ჯგუფში "ჩემი სამყარო"-ში

0
291
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0