x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცუდი სიახლე ვეგეტარიანელებისთვის: ,,ვეგანურმა დიეტამ, შესაძლოა კბილების დაშლა გამოიწვიოს"
image


მსოფლიოში ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ვეგეტარიანელობა ჯანმრთელობაა, თუმცა კვლევებით და ბოლოდორინდელი პრაქტიკით დადასტურდა, რომ ცხოვრების მსგავს წესს, ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია თქვენს ორგანიზმში.


ცნობილმა ლონდონელმა სტომატოლოგმა Dr Mervyn Druian-მ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბევრ პაციენტში შეინიშნება კბილის დაშლის პრობლემა მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვენს გარკვეული სახის საკვებზე და საბოლოოდ ამოიღეს რაციონიდან.


დოქტორის თქმით, ბევრი ადამიანი იცვლის კვების რეჟიმს და ხდება ვეგეტარიანელი, თუმცა აღნიშნულმა ცხოვრების წესმა შესაძლოა ბევრი პრობლემა შეუქმნას მათ.


image

ვეგანური დიეტის დაცვა ნიშნავს ცილებისა და კალციუმის ნაკლებობას, რაც კბილის სიჯანსაღისთვის უმნიშვნელოვანესია. სტომატოლოგი ურჩევს ვეგეტარიანელებს, რომ მიეძალონ ხილსა და მარცვლეულ კულტურებს, რათა დანაკლისი ამ მხრივ მაინც შეივსონ.


ვეგეტარიანელობა განაპირობებს კბილზე გარკვეული ბაქტერიების წარმოქმნას, რომელთა მჟავიანობა ემალს ასუსტებს. Dr Mervyn Druian-ის თქმით, კბილის დაშლის პრობლემები მხოლოდ ვიტამინების ნაკლებობით არ არის გამოწვეული, არამედ მას კვების რაციონიც იწვევს.



0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0