x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ეს საოცარი რიცხვი ,,შვიდი,,
შვიდი“ დიდი ხნის განმავლობაში ჯადოსნურ რიცხვად ითვლებოდა. ბაბილონელები შვიდ პლანეტას იცნობდნენ, შვიდდონიან ტაძრებს აგებდნენ და კვირაში შვიდი დღე ჰქონდათ. “შვიდი“ მრავალ რელიგიაში წმინდა რიცხვად ითვლება: ებრაულ შანდალს ანუ მენორას შვიდი განშტოება ჰქონდა, ხოლო ბიბლიაში ეს რიცხვი 500-ზე მეტჯერ მოიხსენიება.ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერების მომტან რიცხვად ითვლება. “შვიდი“ ანდაზებსა და გამოთქმებში გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა რიცხვი. “შვიდი“ ადამიანის ყველაზე საყვარელი რიცხვია და როდესაც 1-დან 10-მდე ნებისმიერი რიცხვის დასახელებას თხოვენ, ადამიანები ყველაზე ხშირად 7-ს ასახელებენ. შვიდი ობიექტისგან შემდგარი სია ყველაზე გრძელი სიაა, რომელსაც ადამიანი ადვილად იმახსოვრებს...
შვიდი სასიკვდილო ცოდვა
image
შვიდი სასიკვდილო ცოდვაა:გაუმაძღრობა, სიზარმაცე, ვნება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, შური და სიხარბე. ეს ცოდვები ბიბლიაში ნახსენები არაა, მაგრამ ქრისტიანმა მწერალმა თომა აქვინელმა(1225-1274) მათ ყველაზე საშინელი ცოდვები უწოდა, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრი უნდა ყოფილიყო. (ნახატი “შვიდი სასიკვდილო ცოდვა“ ეკუთვნის მე-15 საუკუნის მხატვარს იერონიმუს ბოსხის).
ცისარტყელას შვიდი ფერი

სინათლე იმ გამოსხივების ნაწილია, რომელსაც ელექტრომაგნიტური სპექტრი ეწოდება. ის უხილავ რადიოგამოსხივებასაც შეიცავს და რენტგენის სხივებსაც. თეთრი სინათლე შვიდი ფერისგან: წითლის, ნარინჯისფერის, ყვითლის, მწვანის, ცისფრის, ლურჯისა და იისფრისგან შედგება, მაგრამ ამ ცალკეული ფერების დანახვა მხოლოდ განსაკუთრებულს პირობებშია შესაძლებელი. როდესაც მზის სინათლე წვიმის წვეთებს ეცემა, ის იშლება, წვეთებში გარდატყდება და ცისარტყელას ქმნის.
image
შვიდი ჯუჯა
ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას ცნობილი ზღაპარი მე-19 საუკუნის გერმანელმა მწერლებმა, ძმებმა გრიმებმა თავიაანთი ზღაპრების კრებულში შეიტანეს. ჯუჯებს 1937 წელს უოლტ დისნეის ნახატ ფილმში შეერქვათ სახელები, რომლებიც ზუსტად შეეფერებოდა თითოეული მათგანისხასიათს-მორცხვი, ჭკუის კოლოფი, გაბრუებული, ბუზღუნა, მხიარული, მძინარა და ცემინა.
image
ისევ “შვიდი“

  • ადამიანის შვიდი ასაკი(შექსპირის პიესიდან “როგორც გენებოთ“): ჩვილი, სკოლის მოსწავლე, შეყვარებული, ჯარისკაცი, მოსამართლე, სულელი მოხუცი და ბოლოს, მეორე ბავშვობა და უბრალო დავიწყება(სიკვდილი).
  • სამყაროს შექმნის შვიდი დღე(ბიბლიის მიხედვით): დღე პირველი-სინათლე; დღე მეორე-ზეცა; დღე მესამე-მიწა; დღე მეოთხე-მზე, მთვარე და ვარსკვლავები; დღე მეხუთე-ზღვის ცხოველები და ფრინველები; დღე მეექვსე- ხმელეთის ცხოველები და ადამიანები; დღე მეშვიდე-ღმერთმა დაისვენა.
  • კვირის შვიდი დღე:ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა.
  • შვიდი ცა(ისლამი): ვერცხლის ცა, პქროს ცა, მარგალიტის ცა, თეთრი ოქროს ცა, ვერცხლის ცა, ლალისა და გრანიტის ცა და ღვთიური სინათლის ცა.
  • შვიდი სათნოება: რწმენა, იმედი, გულმოწყალება, სამართლიანობა, თავშეკავება, მომჭირნეობა და სულის სიმტკიცე.
  • შვიდი კონტინენტი:ავსტრალია, აზია, ანტარქტიდა, აფრიკა, ევროპა, სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკა.
  • შვიდჭიდი სახეობები:100 მეტრზე სირბილი, სიმაღლეზე ხტომა, ბირთვის ტყორცნა, 200 მეტრზე სირბილი, სიგრძეში ხტომა, შუბის ტყორცნა და 800 მეტრზე სირბილი.
1
1607
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათელა789
ნათელა789
1607
  
2012, 4 ნოემბერი, 5:22
ეს ყველაფერი ვიცოდი რომელიღაც ენციკლოპედიიდანაა ამოღებული მაგრამ კარგია რომ დაწერე :)
0 1 1