x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახალი სიტყვა: რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამობრძანდება და...

image

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, გაგრძელება, ნაწილი 16)
2002 წელი, 3 იანვარი, დღის 1 საათი
ყველაფერი უარყოფითი და შავი მოცილდება ჩემს საქართველოს. ვხედავ, როგორ იწმინდება იგი და როგორ ცილდება სიბინძურეები, როგორ გადაირეცხება ყოველი ცრუ და იწყება აღშენება, გაბრწყინება საქართველოსი. ამინ!
2002 წელი, 7 იანვარი, ქრისტეშობა
პრეზიდენტი უფრო აქტიურად ლანძღავს მინისტრებს, უფრო და უფრო აგრესიული გამოსვლები აქვს მომავალში, ვხედავ…
საერთოდ, ძალიან ახლო მომავალში არცერთ მინისტრს არ ვხედავ თავის სკამზე… ყველანაირად ყველაფრის შეცვლას შეეცდება პრეზიდენტი. იგი თითქმის აღწევს მიზანს, მაგრამ მოულოდნელად იქნება, ასე ვთქვათ, პატარა გადატრიალება. ეს სახიფათოა, მაგრამ ხალხი გადარჩება. სიფრთხილე მართებს ჩვენს მთავრობას, მაგრამ…
2002 წელი, 27 იანვარი, ნინოობა
დღეს წმიდა ნინოს საფლავზე ვიყავით ბოდბეში. ვიდრე პატრიარქი, მეუფე იობი და სხვები ლოცულობდნენ, შევხვდი ზურაბ ჟვანიას. ვისაუბრეთ. შემეცოდა. თვალებში რომ ჩავხედე, ბევრი რამ დავინახე. იგი არ არის ცუდი პოლიტიკოსი; პირიქით, კარგ პოლიტიკოსზე მეტია და ამიტომ არ ახარებენ...
წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე თუ მტერი. იგი წარმოითქმება ისე, როგორც ვხედავ.
იმ ადამიანს, რომელიც მშვიდად მიიღებს კარგსაც და ცუდსაც, ყოველთვის აქვს გამოსავალი (ეს ასეა ასი პროცენტით), მაგრამ ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს ეს არ აწყობს. საშინელი რეაქცია აქვთ, როცა ცუდს ვწინასწარმეტყველებ. ასეთი ადამიანი ყოველთვის აგებს. მაგრამ რა ვქნა? როდესაც ვწინასწარმეტყველებ, უფლება არ მაქვს, რაიმე შევასწორო. ამიტომ, კეთილი ინებეთ, მიიღეთ ისე, როგორც ვხედავ. ასეთია ნება უფლისა!
საქართველოს მთავრობაში მალე ყველაფერი დაიშლება, ვხედავ. ისეთ დღეს დააყრიან ერთმანეთს, რომ ყურიც ვერ მოისმენს...
ვიმეორებ: იქმნება მინისტრთა კაბინეტი. უკვე შვიდი წელია ამას ვწინასწარმეტყველებ. პრემიერ-მინისტრი ეყოლება საქართველოს.
2002 წელი, 29 იანვარი, დღის 3 საათი
ყველაფერი აირევა მოულოდნელად. პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება, დიდი დარტყმა ელის. მის წინააღმდეგ ბევრი გაილაშქრებს. საკმაოდ ბევრი გადაიკიდა.
მიშა სააკაშვილი ვერ ისვენებს, მომავალს იკვალავს. ამერიკასა და ევროპას სინამდვილეში ის აღარ აიტერესებთ, ცდილობენ, ჟვანიას გუნდი ისევ პირველი იყოს, მაგრამ სააკაშვილი დაუპირისპირდება.
სააკაშვილი წარმოუდგენელ ნაბიჯებს გადადგამს, იგი ისე ჩანს უკვე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი.
მოგეხსენებათ, ხალხიც მხარს უჭერს. მაგრამ აუსრულდება 1997 წლის 21 ივლისის წინსაწარმეტყველება. გვეცოდება. რატომ? გამსახურდიას მაგონებს, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ძალიან უარყოფით ხალხს იკრებს ირგვლივ – მყვირალებს, აქტიურებს, მაგრამ არა პოლიტიკოსებს. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ძალიან მეცოდება, მაგრამ ასე ვხედავ. წინასწარმეტყველებას ვერავინ გაექცევა! იგი აღწევს პიკს, მაგრამ...
ვხედავ, „ჯაბა იოსელიანი“ მტკიცე ნაბიჯებით ადის ზევით.
2002 წელი, 30 იანვარი
არის საკითხები, რასაც „ჯაბა იოსელიანის“ გარეშე ვერ გადაწყვეტს პრეზიდენტი. რუსეთის გარკვეული ძალები სიამოვნებით ამოუდგებიან მას მხარში, რათა გამოიყენონ. მაგრამ ვხედავ, რომ „ჯაბა იოსელიანი“ უფრო გამოიყენებს მათ თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად და წინსვლისთვის...
რაც მთავარია, იგი დაცვით ენერგიაში თუ არ ჩაჯდა, ანუ „აბჯარი“ თუ არ გადაიცვა, ზურგში დანას ჩასცემენ… მაგრამ „აბჯარი“ დაიცავს... ვხედავ, დიდ ენერგიებში ჩაჯდება. ჭკვიანია.
2002 წელი, 31 იანვარი
ვხედავ, მუსლიმები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვინც კი არიან, ერთიანდებიან. ძლიერი ცეცხლი ინთება დაღესტანში და მთელი კავკასია აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ. საქართველო არ გაწირავს რუსეთს – მის მხარეს დაიჭერს.
მუსლიმების საიდუმლო შეკრებებს ვხედავ. ძალიან ავფორიაქდი. ათი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე ეს და ასრულდება ყოველივე. დასაწყისი პანკისის ხეობაა. დიახ, აქედან იწყება ყოველივე. საქართველოს რუსეთი და ამერიკა ხდის იძულებულს და ამას ყველა მუსლიმი ხვდება. საქართველომ ხელი გაუწოდა ჩეჩნეთს, მაგრამ რუსი პრობლემებს გვიქმნის აფხაზეთში, სამაჩაბლოში, აჭარასა და მესხეთ-ჯავახეთში.
დაიმახსოვრეთ: საქართველო არასდროს იქნება ფედერაცია, ავტონომია არ იარსებებს, გაიგეთ! ესეც ათი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება ასი პროცენტით. აი ნახავთ! ჯერ არ მომხდარა, რომ ჩვენი წინასწარმეტყველება არ ასრულებულიყოს.
ჯავახეთში რაც ხდება, ჯერ კიდევ 1993 წლის 10 აგვისტოს ვიწინასწარმეტყველე. ეს ჟურნალ-გაზეთებშიც დაიბეჭდა. წინასწარმეტყველებას ასე ვაბოლოვებ: „ვხედავ, სომხები მწარედ წააგებენ!“ და ასეც მოხდება.
მუსლიმები კი რუსეთში შეჭრის გეგმას ადგენენ – კავკასიის მუსლიმები, შუა აზიის მუსლიმები – ირანიდან მოდის ბრძანებები. ვხედავ, რუსეთი ირანს აფრთხილებს.
რუსეთის გეგმა საქართველოსთან მიმართებაში ასი პროცენტით შეიცვლება და ასრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე: თვითონ რუსეთი დაგვეხმარება ტერიტორიების დაბრუნებაში!
ჩვენთან გამოცდა ბევრმა ვერ ჩააბარა. სულელები! ყოველივეს დაკარგავენ! ამინ!
2002 წელი, 3 მარტი
მუსლიმები ამერიკას უმიზნებენ. ამჯერად თეთრი სახლის აფეთქება სურთ. მიზანს ბოლომდე ვერ მიაღწევენ, მაგრამ ეს ძალიან იმოქმედებს ხალხზე.
ისრაელი საფრთხეშია, დიდ საფრთხეში! ამერიკის თამაში არაბულ სამყაროსთან გამართლებული არ არის. პალესტინის სახელმწიფოს ვერ ვხედავ მომავალში. ისრაელი და პალესტინა იყოფენ ტერიტორიებს. ისრაელი მოუგებს პალესტინას, მაგრამ გრძელი გზა აქვთ გასავლელი.
ეს 24-ე საუკუნეა? ისრაელში ომი არ არის, ვხედავ. მიწები და მთელი საზღვრები გადაკეტილია. ისრაელი ყვავის. არაბები ერთიანდებიან – მთელი არაბეთი – და ისევ დაიწყება ომები. ეს იქნება სასტიკი ომი!
აბდულა (ასე ერქმევა არაბების „მეფეს“) დაუნდობელია, მზაკვარი და სასტიკი. მასთან მოლაპარაკებებს არ ექნება აზრი. ამერიკა მყარად ამოუდგება მხარში ისრაელს, მაგრამ არაბები მთელ ისრაელს გადაწვავენ, ქვას ქვაზე არ დატოვებენ. იქნება გოდება და ტირილი, იქნება სისხლის დიდი ტბები და ზღვები. ისრაელს აღგვიან მიწისაგან პირისა, მაგრამ ვერ დაეპატრონებიან! მაინც ვერ მოსპობენ! ვერ იბატონებენ! გავა 40 წელი არაბების ბატონობისა და ისრაელი კვლავ მოიპოვებს საკუთარ ტერიტორიებს!
2002 წელი, 17 მარტი, ღამის 2 საათი
საქართველოში, კიდევ ვიმეორებ, არასდროს იქნება დამანგრეველი მიწისძვრა! არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, პატარ−პატარა ბიძგები.
2002 წელი, 26 აპრილი, საღამოს 7 საათი
გუშინ, 25 აპრილს, ღამით, შვიდბალიანი მიწისძვრა იყო. შვიდი ბალი მე დავინახე და ასეც იყო. თბილისი გადარჩა ნგრევას. ღმერთმა არ გაწირა საქართველო! აღსრულდა 1996 წლის 5 იანვრის წინასწარმეტყველება. მთელი ეს ხანი ველოდებოდი მიწისძვრას, მეშინოდა ჩემი ხალხის გამო, მაგრამ ვიცოდი, რომ საქართველოს ნგრევა არ ეწერა, არა! ამინ!
თბილისი კლდის ქანებზე დგას. კლდე კი, ვხედავ, არ ირღვევა, მყარია. ისე კი კლდის ქანებში ელვისებურ სხივს ვხედავ. რა არის ეს, ვერ მივხვდი.
რუსეთი იწამლება. მოსკოვშიც ვხედავ მიწისძვრას ასი პროცენტით. მიწისქვეშ ვხედავ, რომ ეს ელვარე, დამანგრეველი სხივი რუსეთისკენ დაიძრა. თეთრი სახლის ერთი ნაწილი წაიქცევა, თუმცა ეს უმტკივნეულოა. კრემლი დაიბზარება. ღმერთო, უშველე ხალხს! ისინი გადარჩებიან, მაგრამ მიწის(+მოსკოვი+)ძვრა მაინც დიდ ზარალს მიაყენებს რუსებს. ახლა ჯერ არაფერს ვგრძნობ.
საქართველოში ასეთივე, ანალოგიური მიწისძვრა იქნება 2032 წელს (ორი ათას ოცდათორმეტი წელი) – 6-7 ბალიანი მიწისძვრა. ნგრევას არ ვხედავ. იქნება პანიკა, ხალხს ეშინია.
ნუ გეშინიათ! არაფერი ინგრევა! ამას გეუბნებით 2002 წლის 26 აპრილს 2032 წლის საქართველოს. დამშვიდდით! ასეთია ნება უფლისა! ეს აუცილებლად უნდა მეწინასწარმეტყველა.
საფრანგეთში მაინც მოვა პრეზიდენტად ნაციონალისტი – ნაცისტი! საფრანგეთი სუფთავდება.
2002 წელი, 23 მაისი, დილის 6 საათი
პარტიები ერთმანეთს გადაჭამენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და ისინი, ვხედავ, ხალხს აღარ აინტერესებს. არავითარი თანადგომა! ხალხს ისინი არ სჭირდება, მათი ქონების დათვლა მობეზრდათ. ხალხის რა ვთქვათ, მაგრამ ღმერთი კი ყველას მოსთხოვს პასუხს! ამინ!
მრავალპარტიობანა მალე დასრულდება საქართველოში. გამოვა კანონი, რომელიც აკრძალავს მრავალპარტიულობას და დარჩება ორი ძლიერი პარტია (1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება):
1. მეცნიერთა პარტია — მომავალში იწოდება, როგორც „დემოკრატი მეცნიერები“; 2. „რესპუბლიკელები“ – ოღონდ ეს სულ სხვა ხალხია, დღეს არავინ იცნობს. ამინ!
სააკაშვილი ჩაიძირება ჭაობში, საიდანაც ვერ ამოვა. მას ბევრი თანამოაზრე მიჰყვება...
ერთ-ერთი დიდ ბანკს მოულოდნელად გაკოტრდება. მისმა მეპატრონეებმა გზები და მიმართულებები შიცვალეს. უარყოფით ენერგიებში მოხვდებიან და საკუთარ თავს დააბრალონ. მათ ძალიან სუფთა და დიდი ენერგია ჰქონდათ, რაც ვერ გამოიყენეს. „ტიტანიკივით“ ჩაიძირებიან!
2002 წელი, 6 ივლისი, დღის 12 საათი
ვხედავთ, მომავალში პარლამენტში ახალი სახეები იქნება; იქმნება ახალი პარტია. ეს ყველასათვის უცნობი ხალხია, მაგრამ არიან მეცნიერები, რომელნიც საქართველომ დაივიწყა. სრულდება, რაც 1994 წელს ვიწინასწარმეტყველე. ეს უკვე რეალობაა. ის მეცნიერები მოდიან, რომლებსაც სათავეში ჩემი ნაწინასწარმეტყველები პიროვნება ჩაუდგება. ხალხი მას მიიღებს. დიდი ცვლილებები იქნება მთავრობაში. ისტერია სწარაფად ჩაქრება, ვხედავ. შადიმანები უკან იხევენ და ძალას კარგავენ, მათი დრო წავიდა...
ამერიკა სერიოზულ ლაპარაკს იწყებს რუსებთან აფხაზეთზე. მოულოდნელად შევდივართ! ეს განუყოფელი ნაწილია საქართველოსი. ასე ნებავს ღმერთს.
ერთი პერიოდი საქართველო წყნარდება. მომავალში გიორგი III დიდ სიძლიერეს მოუტანს საქართველოს.
მომავალში ბევრი ძლიერი ამა ქვეყნისა დატოვებს პოლიტიკურ არენას.
მოულოდნელი პრობლემები ექმნება ბადრი პატარკაციშვილს. იგი საქართველოდან წავა, ასე დაუდგება საკითხი. თუ სწორი ნაბიჯები არ გადადგა, პრეზიდენტი არ დაინდობს!
2002 წელი, 10 ივლისი
ვხედავ, რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებს დაიწყებს საქართველოსთან. აქ თამაშები და ავანტიურები გამორიცხულია. ეს ეხება ჩრდილოეთს და პირველ რიგში კი აფხაზეთს. დიახ, აფხაზეთი. პანკისი ერთია, მაგრამ აფხაზეთი კარგი თავშესაფარია ბოევიკებისთვის. ფრთხილად!
რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამობრძანდება და კარს მიღმა ზუსტად აფხაზეთის დაბრუნება გადაწყდება.
საქართველო ნელ-ნელა დაწყნარდება, იწმინდება, მოდის ახალი ხალხი, ახალი სახეები. ბევრი პოლიტიკოსი წააგებს, ისინი პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს კარგავენ, თუმცა ბევრი მათგანი არც არასდროს თამაშობდა მნიშვნელოვან როლს.
იქმნება ახალი პარტია, მეცნიერებით და ჭკვიანი ხალხით დაკომპლექტებული. ეს ახალი ხალხია. მოდის ახალი ძალა და ყველა მდიდარი კარგავს ძალაუფლებასა და ფულს. პრეზიდენტის ირგვლივ იკრიბება ერთგული ხალხი. თამაშგარედ დარჩენილი პარტიები ერთიანდებიან, მაგრამ სასტიკად წააგებენ. მათ საქართველო არ გაყვება, ხალხი უარყოფს, ხალხს მობეზრდა მათი გამოსვლები. ყველაფერი ეს სწრაფად მოხდება.
გარდაიცვლება ორი დიდი პიროვნება. საინტერესოა, ეკლესიაში ერთად როგორ დაასვენებენ? ეს არ არის სასაცილო, ეს სამწუხარო ფაქტია. რატომ ჰგონიათ ამ უგუნურთ, რომ ღმერთი ამ გზით სამოთხეში მიიღებს, როცა მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთის გზით იარეს?
2002 წელი, 13 ივლისი, ღამის 2 საათი, ბორჯომი
...ბორჯომის ქარხანა — სულ სხვა ხალხი დაეუფლება ყოველივეს. ეს დაიწყება უცხოელი პარტნიორებისაგან. ისე შემოეცლებათ ყველაფერი, რომ ვერც წარმოიდგენენ. უცხოელი პარტნიორები აუმხედრდებიან. იქნება ლაპარაკი თანხებზე, დიდი დანახარჯები და ბევრი სხვა რამ. ეს ასეა ასი პროცენტით.
კაკო ჩხაიძეს თავი პრეზიდენტი ჰგონია, მაგრამ იგი ყველაფერს კარგავს, აი ნახავთ. ბოლოს დაიჭერენ.
2002 წელი, 23 ივლისი, ბორჯომი
სექტემბერი პარლამენტისათვის ძალიან მძიმე იქნება – ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ახალი მოქლაქეები“ და ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილის „მოქალაქეები“. პრეზიდენტის მომხრეები იწყებენ მომძლავრებას.
დაიწყება ლაპარაკი ბიზნესებზე, თუ ვის რა ბიზნესი აქვს. დაიწყებენ ერთმანეთის გაშიშვლებას ხალხის წინაშე. ისედაც ჩაძირულებს, ვხედავ, რომ აღარაფერი უშველით. ისინი ტოვებენ პოლიტიკურ არენას.
პრეზიდენტი მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს, საერთოდ რომ არ მოელიან, ისეთს...
2002 წელი, 25 აგვისტო, დღის 1 საათი
წუხელ გვიან ჩამოვედი ურეკიდან. გული მაქვს დამძიმებული. ვფიქრობ საქართველოზე, ჩემს გაჭირვებულ ხალხზე. გუნება გამიფუჭდა. იქნებ დავტოვო საქართველო?
უფრო დავმძიმდი. ჰაერი არ მყოფნიდა. კაბინეტში შევედი, ვილოცე, მერე გამოვაღე ქუჩაში გამავალი ფანჯარა. წვიმს. ზემოდან ორი ხანდაზმული კაცი მოდის, ძალზე უბრალოდ ჩაცმულები. ეტყობათ, რომ ძალიან უჭირთ. ერთმა ამომხედა და უცებ მთელი ხმით იყვირა:
– ქალბატონო ლელა, ღმერთმა დაგლოცოთ! მშვენიერო ქალბატონო, ღმერთმა გაგაძლიეროთ ჩვენთვის – ქართველებისთვის!
„კაცო, შენ არ იცი…“ – მიუბრუნდა მეგობარს. – „ეს ვინ არის. ეს ღვთის ქალია, ღმერთის შვილია!“ – და ყვიროდა მთელი ქუჩის გასაგონად. თან პირჯვარს იწერდა და მლოცავდა: – ჩვენ, უბრალო ხალხს, თქვენი გვწამს, ღვთისნიერო ქალბატონო, თქვენი!
და ასე, პირჯვრისწერით დაუყვა დაღმართს წვიმაში. მისი ხმა მესმოდა მანამ, სანამ მოსახვევში არ მიიმალა. ყველაფერი დამავიწყდა. ხასიათზე მოვედი. ჩემს ხალხს ვუყვარვარ, მე კი წასვლა მოვინდომე. მაპატიე, უფალო
საქართველო – ჩემი მშვენიერი სამშობლო, ქართველთა სამკვიდროა და არა სხვისი. ვიცი, რომ ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა, ვერ დაგვაჩოქებს. თვითონ სახელწოდება გეუბნება, რომ საქართველო ქართველებისაა!
„ჭეშმარიტებას სულ არ აწუხებს, რომ მას ვინმე არ აღიარებს“ - ფრიდრიხ შილერი
2002 წელი, 13 სექტემბერი, დილის 5 საათი
ვხედავ, რუსეთი მოულოდნელად შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. პანკისი კი არა, აფხაზეთს გვიბრუნებს თავისი ხელით. სამაჩაბლო იწმნიდება, ხალხი საკუთარ კერას უბრუნდება.
საქართველოს დაჩოქებას რუსეთი ვერ ეღირსება!
2002 წელი, 15 სექტემბერი
მე და დავითმა გავიარეთ მხატვრებთან. მიყვარს სურათების თვალიერება. ეს ძალიან მამშვიდებს. ვნახე პატარა ხატი: შუაში უფალი, გვერდზე ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ვიყიდე. უცებ ძალიან მომინდა პატრიარქის ნახვა, თითქოს ვჭირდებოდი. წავედით. დავითი შევიდა საპატრიარქოში და უკან პატრიარქის დაცვასთან – შოთასათან ერთად გამოვიდა.
შევედით. იქ ქალბატონი შორენა დამხვდა; ძალიან, ძალიან თბილად მიმიღო. პატრიარქი ისვენებსო, მითხრა. მაშინ მერე მოვალ-მეთქი, ვუთხარი. შორენამ სასტიკად იუარა: არა, არა! მალე გამოვა და უნდა შეხვდეთ, მას თქვენი დახმარება სჭირდებაო. დავჯექი და დაველოდე. უწმიდესი მეორე დღეს რაჭაში მიდიოდა ეკლესიების მოსანახულებლად.
– იცი, პატრიარქი გაციებას უნდა ერიდოს, შორენა, ბრონქები უღიზიანდება ძალიან. – ვუთხარი ქალბატონ შორენას (თან უწმიდესის შეშუპებულ ფილტვებს ვხედავდი). იგი გაფითრდა. ცოტა ხანში მითხრა, უწმინდესი უკვე ბაღში გელოდებათო. ჩავედით ბაღში. პატრიარქს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. დამლოცა. წავიდეთ, ლელა, დავსხდეთო და თავისი საყვარელი ადგილისაკენ გამიძღვა.
უწმინდესმა ბევრი კითხვა დამისვა, ყველაფერზე ვუპასუხე… მერე მაინც ვერ მოვისვენე და ვუთხარი: – უწმინდესო, ფილტვების, ბრონქების დიდ გაციებს ვხედავ. – და ზურგზე ხელი დავუსვი. მას სახე გაუნათდა, გამიღიმა და მომეფერა.
მოკლედ, დიდხანს ვისაუბრეთ. ვხედავდი, რომ ძალიან სიამოვნებდა უწმინდესს ჩემთან ლაპარაკი, უხაროდა. უპასუხო კითხვები არ დავუტოვე, დიდი ენერგიაც მივეცი და ფილტვების დაავადებაც გადავუკეტე. მერე დავემშვიდობე და წამოვედი.
გამოცილებისას შოთამ მითხრა, ქალბატონო ლელა, უწმინდესი ცუდად არის, ბრონქები აქვს გაციებული. ექიმი იყო, გასინჯა, წამლები დაუნიშნა და მოგზაურობის ნება დართოვო. შევხედე შოთას და გამეცინა. მივხვდი, რომ უფალმა მიმიყვანა პატრიარქთან, რათა ყველა სირთულე მომეხსნა მისთვის. თანაც, თვითონ უწმინდესმაც რომ არ გამომიშვა, სანამ არ მნახა…
2002 წელი, 24 ოქტომბერი, დილის 6 საათი
მთავრობაში ძალიან რთული მდგომარეობა, მძიმე სიტუაციები იქნება მომავალში!!! სასაცილოა, ვის ხსნის პრეზიდენტი თანამდებობიდან? ვინც მართლა მოსახსნელია, იმათ ტოვებს. საშინელი წრე შემოირტყა. ეს არასანდო ხალხია, ყოველთვის უღალატებენ...
ზურაბ ჟვანია — იგი „ჩრდილში“ რჩება სამუდამოდ. არენიდან გაქრება სააკაშვილიც, თავისი გუნდით. თავი გაიფუჭეს! „თავისუფლების ინსტიტუტი“ იხურება...
2002 წელი, 25 ოქტომბერი, დილის 5 საათი
რუსეთს დიდი პანიკა მოიცავს. ჩეჩნები ყველაფერს ცხვირში ამოადენენ მოსკოვს. პარტიზანები სათითაოდ უსწორდებიან იმ გენერლებს, რომლებიც მათი შვილებისა და ხალხის დახოცვაში იღებდნენ მონაწილეობას. ეს ის ხალხია, ვინც აფხაზეთშიც იბრძოდა. ღმერთი სჯით მათ!!!
ჩეჩნები მოსკოვს კალიებივით მოედებიან. ეს ყოველივე მე 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, არნახული ტერორები იქნება, ჩეჩნები რუსებს მოსკოვში შეუცვივდებიან-მეთქი, დავწერე.
რუსეთი იძულებული გახდება, აფხაზეთი დაგვიბრუნოს! ეს ასეა ასი პროცენტით. რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ ნაბიჯს ომით ცვლის და ძალადობით მოემართება, წააგებს! ძალადობა რუსეთს მომავალში დიდ უბედურებას მოუტანს, თუ ეს ძალადობა არ შეცვალეს პოლიტიკური ნაბიჯებით.
რუსეთს – მოსკოვს ძალიან გაუჭირდება. ხალხი გარეთ ვერ გამოდის. შიში! პრეზიდენტის არასწორი პოლიტიკა აღიზიანებთ. იწყება მის წინააღმდეგ ბრძოლები. დიახ, ძალადობას სიკეთე არასდროს მოუტანია. მოსკოვი იწვის ტერორის დიდ ცეცხლში. განიხილონ ეს საკითხი პარლამენტმა და გენერლებმა, სისულელეა!!!
2002 წელი, 27 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი
რუსეთის ორი წარმომადგენელი მესტუმრა. ისინი დაინტერესებულები იყვნენ ჩემი ფენომენით. საუბრის დაწყებიდან ათ წუთში სახეზე ფერი აღარ ედოთ. ვიგრძენი, რომ ისინი შიშმა შეიპყრო. მთხოვეს, რაც რუსეთზე მქონდა ნაწინასწარმეტყველები, მათთვის გამეტანებინა. ჩვენ თვითონ ვთარგმნით, თქვენი ექსკლუზიური უფლებები დაცული იქნება და წიგნს გამოვცემთო...
დიდხანს ვისაუბრეთ. სტუმრებმა განსაკუთრებული ცოდნა გამოამჟღავნეს პარაფსიქოლოგიაში, კოსმიურ მოვლენებში და სხვ. ბოლოს ნოსტრადამუსსაც გადაწვდნენ და ასე მითხრეს: „Госпожа Лела, Нострадамус по сравнению свами, ничто!“
ბოლოს კი გამიმხილეს მთავარი, რისთვისაც ჩამოვიდნენ, ვ.ვ.-ს უნდა შეხვდეთ, მასთან იცხოვრებთ, აგარაკზე, ყველაფერი გექნებათო... სტუმრები დიდად გაოცებულები და აღფრთოვანებულები დამშორდნენ.

მაგონდება უფლის სიტყვები: „წინასწარმეტყველს ყველგან აქვს პატივი, გარდა საკუთარი სახლისა და სამშობლოსი!“

ჯერ კიდევ წლების წინ ვიწინასწარმეტყველე საკუთარ თავზე ის, რაც დღეს მოხდა.
2002 წელი, 13 დეკემბერი, საღამოს7 საათი
...ერთი დიდი ბანკის მმართველი არენიდან ქრება, ყველაფერს დაკარგავს. მას საავადმყოფოში ვხედავ; ვხედავ მძიმე ოპერაციას. იგი ინვალიდი რჩება. ასეთია ბედისწერა.
მოდის ახალი ხალხი და იწყება ხელახლა წილებისა და ქონების გადანაწილება. ფოთში დიდი გარჩევები იწყება, ტერმინალების ირგვლივ ხმაურიანი პროცესები ატყდება. ყველა მეპატრონე დაკარგავს უფლებებს – უკანონოდ მოპოვებულ უფლებებს, ვითომ მყარ წილებს, რომლებიც მათ შვილთაშვილებს უნდა გადასცემოდა. არაფერი გამოუვათ. საქართველოში მომავალში კანონი იკიდებს ფეხს და კუპონებზე, სასაცილო ფასად ხელში ჩაგდებული უზარმაზარი კომერციული ცენტრების დაუფლება რამდენიმე კაცს არ აწერია ბედისწერაზე. თავიდან გაიყიდება, თავიდან შეფასდება ყოველივე. ასე იყო ევროპაშიცა და ამერიკაშიც თავიდან. იქაც დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ყოველივე დაელაგებინათ.
რაც შეეხება ბენზინს, ნავთობსადენ მილებს, აქ ჩადებული თანხებიც და დასაკუთრებული წილებიც იფანტება. მოკლედ, იმ ყველაფერს, რაც ვითომ დიდი შრომით მოიპოვეს, დაკარგავენ...
2002 წელი, 14 დეკემბერი, დილის 6 საათი
ვხედავ მომავალში რუსეთის წარმომადგენლების ხშირ კონტაქტს საქართველოსთან. მოლაპარაკებები აუცილებელია უკვე რუსეთისთვის. ჩეჩნეთი – ეს ისეთი ჭირია უკვე მათთვის, რომ რა ქნას, აღარ იცის „დიდმა რუსეთმა“. შავი ზღვის ნაწილი, ანუ აფხაზეთი რუსეთს ააფორიაქებს, თუ საქართველომ არ დაიბრუნა და არ აკონტროლა თავისი ტერიტორია. „ყველაზე კარგი ბაზა ტერორისტებისათვის მთელ მსოფლიოში არის აფხაზეთი!“ – რუსები ამას მალე აყვირდებიან და მწარედაც.
ვხედავ ახალ ტერორისტულ აქტს რუსეთში. რისი აფეთქებაც დაგეგმეს ტერორისტებმა, ვხედავ, ეს „ბავშვთა სამყაროა“. ფრთხილად! ხდება დიდი უბედურება, უმიზნებენ ოპერის თეატრს – ცეცხლის წაკიდებას აპირებენ. მათ ჩვენი წინასწარმეტყველება იხსნის!
საქართველოც ფრთხილად უნდა იყოს. მართალია, სპეცრაზმები მოქმედებენ ბრძანებით: ადგილზე დახვრიტონ ყველა – ბანდიტი თუ ტერორისტი, არავითარი დაპატიმრება, მაგრამ პარლამენტი მომავალში მაინც ერთხმად შემოიღებს სიკვდილით დასჯას! საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიტანენ კანონებში და პირველ რიგში, იარაღის ტარება აიკრძალება.
ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. კრიმინალებს კრიმინალები დაუპირისპირდებიან.
ახალი ჯაბა იოსელიანი მოულოდნელად წამოიმართება. იგი მოდის პალამენტში ახალი პარტიით, ახალი სახელით. სრულდება ჩვენი წინასწარმეტყველებები.image
0
454
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0