x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ანრი ოხანაშვილი: არანაირი შემწყნარებლობა. რა ელის ილია ჯიშკარიანს
image

-თუ ვინმე არღვევს კანონს და შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, უმკაცრესად უნდა მოეთხოვოს პასუხი - ეს განცხადება იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, საკრებულოს დეპუტატის თანამშრომლის, ილია ჯიშკარიანის შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. მან ასევე მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს დროულად ჩაატარონ ყველა საჭირო პროცედურა.

-ბრალდება არის ძალიან მძიმე, თუმცა ამას სჭირდება შეასაბამისი მტკიცებულებები. ჩემი, პირადი დამოკიდებულება, როგორც ადამიანის და როგორც იურისტის, არის - არანაირი შემწყნარებლობა. თუკი მსგავსი რამ დაუფიქსირებია ვინმეს, უმკაცრესი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. კანონის წინეშე ჩემთვის ყველა თანასწორია - აცხადებს ოხანაშვილი.


აღსანიშნავია თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით:


-თუ ჯიშკარიანს დაუმტკიცდება ბრალდება, რათქმაუნდა გამოძიების წინაშე უნდა აგოს პასუხი. მე მგონია რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია. ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის ეს არის მძიმე - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ რომ, ქართული ოცნების დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, საკუთარი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. თოდაძე ყვება რომ 30 სექტემბერს, ისნის მაჟორიტარის ოფისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯიშკარიანმა მასზე ჯერ სექსუალური ძალადობა სცადა და შემდეგ ტელეფონი დაუმტვრია.



0
133
შეფასება არ არის
ავტორი:ინა გელიშ
ინა გელიშ
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0