x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტალინის 5 წინასწარმეტყველება, რომელიც უკვე ახდა. საბჭოთა ჯარის და ფაშისტური არმიის ერთობლივი აღლუმი (ვიდეო)

ეს ადამიანი ზოგისთვის სისხლიანი ტირანია, ზოგისთვის – დიდი მმართველი და ერის მამა იყო. მაგრამ, ცოტა თუ იცნობს მას, როგორც წინასწარმეტყველს. ამასთან, სტალინმა არაერთი აზრი გამოთქვა, რომელიც როგორც დრომ აჩვენა, ახდა...


image


ომი ფინეთთან და გერმანიასთან


1939 სექტემბერში, ფაშისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმიდან, სულ მალე, საბჭოთა ელჩი შვედეთში ალ. კოლონტაი მოსკოვში ჩავიდა. ის კრემლში პირადად სტალინმა მიიღო და ელჩმა ეს შეხვედრა, მოგვიანეთით, თავის დღიურში დეტალურად აღწერა:

imageთავდაპირველად, სიტყვა ფინეთთან მომწიფებულ კონფლიქტზე ჩამოვარდა. «თუ ისე მოხდა, რომ დაპირისპირება ვერ ავიცილეთ, ომი ხანგრძლივი არ იქნება», – თქვა სტალინმა. და მართლაც, სსრ კავშირსა და ფინეთს შორის ომი, სულ რამდენიმე თვე, 1929 წლის 30 ნოემბრიდან – 1940 წლის 13 მარტამდე გაგრძელდა.

სტალინი ასევე ბევრს საუბრობდა, ქვეყნის შიდა საზღვრებზე ყურადღების გაძლიერებაზე. «პრაქტიკულად თავდაცვისთვის მზადებაა საჭირო... გიტლერთან ომისთვის» – აღნიშნა მან.

ახლა ამ სიტყვებმა, შესაძლოა, არავინ გააოცოს. მაგრამ, იმ დროს, ნამდვილად უცნაურად ჟღერდა. საქმე იმაშია, რომ იმ დროს ორ სახელმწიფოს შორის, ფორმალურად, მეგობრული ურთიერთობა იყო დამყარებული. სტალინი და ჰიტლერი ერთმანეთს საკუთარ ლოიალობაში არწმუნებდნენ და დღესასწაულებსაც კი ულოცავდნენ.

1939 წლის 19 აგვისტოს, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, სავაჭრო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მის ფარგლებში, საბჭოთა კავშირს გერმანიისთვის რეგულარულად ლითონის, ნავთობპროდუქტების, ხორბლის და სხვა პროდუქტების უნდა მიეწოდებინა, მათ შორის იყო სამხედრო დანიშნულები საგნებიც. თავის მხრივ, გერმანელებიც იღებდნენ ვალდებულებას, სსრ კავშირისთვის მიეწოდებინათ სხვადასხვა სახის მოწყობილობა, სამხედრო ტექნიკის ჩათვლით. 4 დღის შემდეგ, 23 აგვისტოს მოლოტოვმა და რიბენტროპმა თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი. ამ პაქტის საიდუმლო ოქმის თანახმად, წითელმა არმიამ, ფაშისტურ გერმანიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ტერიტორიის ოკუპაციაში და ერთობლივი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, პოლონეთზე გამარჯვების აღსანიშნავად, 22 სექტემბერს, გერმანელმა და საბჭოთა ჯარისკაცებმა, ბრესტში ერთობლივი აღლუმი ჩაატარეს (იხ. ვიდეო)




imageimageimage


პიროვნების კულტის აკრძალვა და სსრ კავშირის დაშლა


კოლონტაითან საუბრის ბოლოს, სტალინმა პიროვნების როლი განიხილა ისტორიაში და აღნიშნა:

image«ჩვენი ხალხის და პარტიის ბევრი მიღწევა, მომავალში, გაუკუღმართებული იქნება და კამათის საგანი გახდება. უპირველეს ყოვლისა, საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანაშიც ასევე… მეც დამწამებენ ცილს და ბევრ ბოროტებას მომაწერენ. მსოფლიო სიონიზმი ყველანაირად ეცდება ჩვენი კავშირის დაშლას, რომ რუსეთმა ვეღარასდროს შეძლოს ფეხზე ადგომა…»

ის ასევე საუბრობდა ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის განვითარებაზე და ერთაშორის კონფლიქტების წარმოქმნაზე. (ამ საუბრიდან 50 წლის შემდეგ, 1989 წლის 18 მარტი, მიღებულ იქნა ე.წ. «ლიხნის მიმართვა», რომელიც აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა. რედ.)



ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტები და დასავლეთის სანქციები


სტალინის თქმით, მომავალში, ჩვენს ქვეყანას დიდი ცვლილებები ელოდება: «საქმე იქითკენ მიდის, რომ აღმოსავლეთში ვნებათაღელვა დაიწყება, რაც მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის...»



წინასწარმეტყველი, თუ ფუტუროლოგი?


imageჰქონდა, თუ არა სტალინს რეალურად რაიმე სახის წინასწარმეტყველობის ნიჭი? – ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ მისთვის ოკულტიზმი უცხო არ იყო, რომ ის მაგიით, ასტროლოგიით ინტერესდებოდა და ექსტრასენსებს და წინასწარმეტყველებს არაერთხელ შეხვედრია. თუმცა, ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის. მეორეს მხრივ, იმისთვის, რომ ადამიანმა, ქვეყნის მომავლის პროგნოზირება შეძლოს, მისი პოტენციალი და განვითარების პერსპექტივები დაინახოს, ფუტუროლოგიის (ლათ. Futurum — მომავალი და ბერძ. Λόγος — ცოდნა) ცოდნაც საკმარისი იქნებოდა.

imageimageimageimageimageimageimage







0
4379
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0