x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა მოხდება 2012 წელს? ( ნაწილი უკვე ახდა)

image(არქივი_ 2012 წლის იანვარი)

– _______________________


2012 წლის დადგომას ჩვენს პლანეტაზე განსაკუთრებული ეიფორით და მოლოდინით შეხვდა მსოფლიო მოსახლეობა. ყველაზე აქტუალური ყბადაღებული აპოკალიფსის თემაა, არის თუ არა სამყაროს აღსასრული 2012 წლის 21 დეკემბერი?

პლანეტის სხვადასხვა წერტილში ამის ამოხსნას მრავალი წელია უამრავი მეცნიერი თუ მისტიკოსი ცდილობს უძველესი ცივილიზაციის მაიას მიხედვით. მაიას ქურუმებმა გასაოცარი ასტრონომიული სიზუსტით ჩვ.წ-მდე. დაახლოებით 3114 წელს შექმნეს კალენდარი. მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ და რა სისტემითაა შედგენილი. თუმცა ფაქტია, ეს არაა მხოლოდ კალენდარი, რომლის დახმარებით გამოიანგარიშება მხოლოდ დღეები, თვეები ან წლები, არამედ ის უჩვენებს დედამიწის ცივილიზაციათა ეპოქაბს.
ამ კალენდრის მიხედვით, რომელიც მაიას ქურუმთა სიტყვეებით ”მე-4მზის ეპოქაა” და რომელშიც დღევანდელი სამყარო ცხოვრობს სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერს. მაიას კალენდრის მიხედვით, ყოველი ასე ვთქვათ “ შექმნის ეპოქა” 13 ბაქტუნისგან შედგება. 1 ბაქტუნი 394 წელია, მეცამეტე ბაქტუნის დასასრული კი კალენდრის მიხედვით 2012 წელს სრულდება.
როგორც მაიას ტომის უხუცესებმა მსოფლიო აურზაურის პასუხად განაცხადეს, 2012 სწორედ გარკვეული ეპოქის დასასრულია და არა სამყაროს აღსასრული.
“ ქართული სიტყვა “ უფრო ჩაუღრმავდება 2012 წელზე საუბარს და ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილთან ერთად შეეცდება პასუხი გასცეს ყველა საინტერესო კითხვას:
– ბატონო დავით, მაიას კალენდრის დასრულება ნიშნავს სამყაროს აღსასრულს?
– კალენდარი რა თქმა უნდა, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, ის შექმნეს ჩვ. წ-მდე. 3114 წელს, სიცოცხლე კი მანამდეც არსებობდა. მიუხედავად კალენდრის სიზუსტისა, არანაირად არ ნიშნავს მისი დასრულება სამყაროს აღსასრულს, კალენდრის მიხედვით დამთავრდა ოთხი პერიოდი, მაგრამ ამ კალენდარში ვერსად ნახავთ სამყაროს აღსასრულსა და კატასტროფებზე საუბარს. ეს გამორიცხულია ასტროლოგიურადაც.
აქტიური ცვლილებები და გლობალური დათბობა რომელზეც გაუთავებლად საუბრობენ მსოფლიოში უკვე დაწყებულია 1989 წლიდან. რა ხდება ცაზე ამ დროიდან? მზე ნელ-ნელა მიიწევს გალაკტიკის ცენტრისაკენ, სადაც არის შავი ხვრელი, შავი ხვრელი მოგეხსენებათ უდიდესი გრავიტაციიისა და სიმკვრივის კოსმიური სხეულია, რომლის გარშემოც ბრუნავს ჩვენი გალაქტიკა. ის ბუნებრივი ცვლილებები კი რომელიც სამყაროში ხდება სწორედ მზის გაკლაკტიიკის ცენტრისაკენ მიახლოების ბრალია. 2012 წელს კი მზე გალაქტიკის ცენტრი და დედამიწა ერთ ხაზზე გასწორდება.
– საშიშია ეს მოვლენა?
– იქნება ცვლიბებები, მაგრამ კატასტროფული არაფერი მოხდება. გასულ წელსაც იყო უამრავი აფეთქება მზეზე, თან ეს აფეთქება რამდენიმეჯერ განმეორდა ერთსა და იმავე წერტილში, რაც ფენომენალური იყო. 2011 წელიც აქტიური იყო ამ მხრივ და 2012 ოდნავ უფრო აქტიური იქნება.
– რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს რომ 2012 წელს დედამიწაზე კატასტროფა არ მოხდება?
– ალბათ გაგიგიათ პრეცესიის ცნება, ანუ დედამიწის ღერძის გადახრილობის ცვლილება. პრეცესიის ღერძი გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში, საქმე იმაშია რომ პრეცესია ბრუნავს უკან, ჩვენ რომც ვივარაუდოთ რომ 2012 წელი იქნება სამყაროს აღსასრულის წელი, მაშინ პრეცესია არანაირად არ უნდა იყოს მერწყულში. ახლა რომ ვერძის ზოდიაქოში იყოს პრეცესია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცობრიობამ ერთი დიდი ასტროლოგიური ციკლი ჩაატარა, ამ შემთხვევაში უფრო ლოგიკური იქნებოდა საუბარი კაცობრიობის დასასრულის ვერსიაზე. მაგრამ ასტროლოგიური გაგებით ახლა სამყარო ბავშვის ასაკში იმყოფება. კოსმოსში კი ერთიანი გარდატეხა არ ხდება, ყველაფერი მოწესრიგებულია თავისი კანონზომიერების შესაბამისად. თუმცა 2012 წელი ნამდვილად იქნება ახალი ეპოქის, სინქრონიზაციის პერიოდის დასაწყისი.
– ბევრს საუბრობენ გაურკვეველ სხივზე, რომელსაც სამყაროს აღსასრულთან აიგივებენ, რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე?
– სხივზე ყველა სხვადასხვა ინტერპრეტაციით საუბრობს. ზოგი სარწმუნოებიდან გამომდინარე აკეთებს დასკვნებს. მაგრამთუ დავეყრდნობით კვლავ მაიას კალენდარს მასშიაცაა სხივზე საუბარი. ეს არ უნდა გავიგოთ, როგორც ხილული სხეული. საუბარია სხივზე, რომელიც იმართება სამყაროს ცენტრიდან და შეცვლის ადამიანების აზროვნებას, სამყარო უნდა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე და ეს დაიწყება ამ წლიდან.
– რას მოიცავს ეს ახალი სფეხური და მაინც როგორი იქნება 2012 წელი მსოფლიოსთვის?
_როგორც ავღნიშნე 2012 წლიდან მოხდება ცნობიერების შეცვლა. უკვე თვალნათელია კაცობრიობის ამოვარდნა კოსმიური ჰარმონიიდან, ადამიანები თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, კოსმოსი თავისით, ბუნება თავისით. ამიტომ მომატებულია კატაკლიზმები ბუნებრივი, ეკონომიური, ეკოლოგიური სულიერი . ყველაფრის სათავეში, რა თქმა უნდა, სულიერების ფაქტორია მიუხედავად იმისა რომ რელიგიები ცდილობენ ხალხი გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციონ, ადამიანებმა მაინც ჩათვალეს თავი რაღაცის შემქმნელად. თუმცა 2011 წელმაც დაგვანახა ჩვენი უძლურება. განვითარებულ სახელმწიფოებშიც კი რომელთა მიღწევებზე მსოფლიო საუბრობს ვერ შეძლეს კატაკლიზმების პროგნოზი. კაცობრიობა თანდათან დარწმუნდება იმაში, რომ თავად არაფრის შემქმნელები არ არიან. ისინი კი არ განვითარებულან სამყაროს შეცნობის მხრივ, არამედ უბრალოდ განუვითარებიათ საკუთარი კომფორტი.
2012 წელს მთელ მსოფლიოში მოხდება ისეთი საოცრებები, რომელიც მხოლოდ ღმერთის არსებობით აიხსნება. მსოფლიო საზოგადოებაში გაჩნდება ახალი წყობის მოთხოვნა. შეიძლება ახლა რთული გასაგებია მაგრამ ეს წელი არის იმ ეპოქის დასაწყისი, სადაც მოწინავე ქვეყნები მივლენ დასკვნამდე, რომ მსოფლიო რესურსები თანაბრად უნდა გადანაწილდეს. სწორედ ამ მოთხოვნით გაჩნდება გაერთიანებები, რომელიც სერიოზულ სახეს მიიღებს მთელ მსოფლიოში. სოციალური UUუთანასწორობის წინააღმდეგ პროცესები უკვე დაწყებულია განვითარებულ ქვეყნებში, ამ წლის პირველ ნახევარში ეს მხოლოდ აგრესიის გამოფრქვევით გამოიხატება, რაც კულმინაციას მიაღწევს 20 აპრილიდან 20 მაისამდე, რადგან მზე შევა კუროს ზოდიაქოში. წელსაც სტიქიური უბედურებებეი იქნება, ისევე როგორც გასულ წელს. მაგრამ 2012 სოციალური კატაკლიზმების წელი უფროა. სერიოზული პრობლემები შეექმნებათ წელს უმეტესად დიდ ქვეყნებს.
– რაც შეეხება საქართველოს?
– საქართველოში ისეც არაა დალხენილი ცხოვრება, ჩვენი ქვეყანა წლის პირველი ნახევარში იქნება დაახლოებით ისეთივე სიტუაციაში, როგორშიც იყო 2011 წელს. ჩვენ ქვეყანაში წელს არ იქნება სერიოზული კატაკლიზმები, რადგან კატაკლიზმების მმართველი პლუტონი თხის რქაშია და ამას გამორიცხავს.
წლის პირველი ნახევარი პრობლემური იქნება ხელისუფლებისათვის, რაიმე დიდი სოციალური სახის აფეთქება არაა მოსალოდნელი, თუმცა პროტესტი შეიძლება იყოს გარკვეულ პროფესიულ ჯგუფეფებში. წლის პირველ ნახევარში გამოავლენენ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. ამ წელში შემცირდება უხეში ძალადობა. 2012 წელს დიქტატურა ვერ იქნება მიღწევადი.
20 მაისიდან 22 ივნისამდე კი დაიწყება პოლიტიკური დუღილი, როცა იუპიტერი შევა ტყუპების ზოდიაქოში, ამ პერიოდში გამოიკვეთება ფავორიტი პარტია, რასაც ხალხი თვალნათლივ დაინახავს. საქართველოსთვის ეს წელი იქნება ცვლილებების, არჩევნების Dდუღილი იქნება, მაგრამ დემოკრატიული თვალსაზრისით წლის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად გამოსწორდება.
მთლიანობაში 2012 საქართველოსთვის კარგი წელი იქნება, პირველი ნახევარი პრობლემების, მეორე ნახევარი მათი მოგვარების. მსოფლიოში დაწყებული სოციალური მოძრაობა -კატაკლიზმები ამ წელში საქართველოზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
– რას ურჩევთ მათ, ვისაც ყველაფრის მიუხედავად 2012 წელი სამყაროს აღსასრულად მიაჩნიათ?
– ადამიანების დრამატული აზროვნება, შიში, ეს ცუდი ენერგია, ყველაფერი ილექება კოსმოსში და მართლა შეიძლება გამოიწვიოს კატაკლიზმები. რაც მეტი ადამიანი გაუშვებს ამ ცუდ ენერგიას ცაში მით უფრო ცუდად დაგვიბრუნდება უკან, ამიტომ კი არ უნდა გვეშინოდეს, მადლობას უნდა ვუხდიდეთ უფალს სამყაროს ბოძებისთის, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მას გაფრთხილება და მოვლა უნდა.
ესაუბრა მაკა დეკანოსიძე
"ქართული სიტყვა"

11
6790
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
6790
  
2012, 21 დეკემბერი, 8:59
მართალია
2012, 21 დეკემბერი, 8:58
სზაან საინტერესოა აი გათენდა21 დეკემბერი მაგრამ არაფერი არ ხდება. რა სისულელეა
2012, 19 დეკემბერი, 17:26
http://www.youtube.com/watch?v=wyzhiivQKT0&feature=player_embedde
2012, 8 დეკემბერი, 17:36
კარგით რააა ! ეგრე 2000 წელს დედამიწა უნდა აფეთქებულიყო მარა აგეე მგონი აქ ხართ ! არ დაიჯეროთ ხალხის შეშინება უნდათ ! მარა რაში ვერ ვხვდები რას მოიგებენ ამით ?
2012, 6 დეკემბერი, 23:07
მაიას ტომი კაიარა ყლინჯი სისულელეა ეს ყველაფერი დიდება უფალს შეგვეწიოს უფლის ძალა და მადლი
2012, 6 დეკემბერი, 17:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 3 დეკემბერი, 18:16
არ არის სიმართლე იტყუებიან რომ ხალხი შეაშინონ :) :)
2012, 26 ნოემბერი, 13:34
საინტერესო სტატიაა. ვფიქრობ ყოველი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისია და არა სამყაროს აღსასრული.
2012, 16 ნოემბერი, 21:56
ოოოოოფ კარგით რა მეტი საქმე არ გააქვთ
2012, 16 ნოემბერი, 12:08
ჩვენ ყველას გვაქვს სამზარეულოში კალენდარი,ის გარკვეულ დროში მთავრდება,ე.ი ეს სმყაროს დასასრულია ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10