x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
"მამას დავპირდი, რომ ვნახავდი, ისე წავედი ვერ ვნახე, მთელი დღე ქუჩაში იდგა და მელოდებოდა, მეორე დღეს გარდაიცვალა..."
image
4 ოქტომბერს ლელა წურწუმიას საიუბილეო კონცერტი გაიმართა. მომღერალმა 50 წლის იუბილის აღსანიშნავად სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში გამართა.


როგორც ის "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, 5 წლიდან მღერის და პროფესიისთვის ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწია.


ლელა წურწუმია თავის ცხოვრებაში გადატანილ ყველაზე დიდ ტკივილს იხსენებს და აცხადებს, რომ ეს ტკივილი, სწორედ მისი პროფესიის გამო გადაიტანა.


წურწუმია მამაზე საუბრობს და მისი გახსენების დროს ცრემლებს ვერ იკავებს.



როგორც ის ამბობს, ვერასოდეს აპატიებს თავს რომ მამას დაპირდა ნახავდა, ვერ მაოხერხა და ისე წავიდა ბაქოში ვერ ნახა, უკანდ აბრუნებულს კი გარდაცვლილიდ ახვდა.


"ბევრი გასტროლი მქონდა, ისე მოხდა, რომ მამა რაღაც პერიოდი ვერ ვნახე. ბაქოში მივფრინავდი და ვუთხარი, მამა ხვალ გამოვალ და წასვლის წინ გნახავ-მეთქი. მოხდა ისე, რომ ვერ გავედი, მთელი დღე მამა ქუჩაში იდგა და მელოდებოდა. მეორე დღეს მამა გარდაიცვალა, ვერ ვნახე. დღემდე ვერ ვპატიობ ამას ჩემს თავს. ჩემმა დამ რომ მითხრა, მთელი დღე იდგა და გელოდებოდაო, სიკვდილი მინდოდა. რომ მოვფრინავდი, მეთქი ჩამოვარდეს ეს თვითმფრინავი. ხანხადახან ძალიან დაუნდობელია ეს ცხოვრება. ძალიან რთულია, არ მინდა ისეთ კომპრომისებზე წასვლა, რაც ამხელა ტკივილს მოგაყენებს. არის კიდევ რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რ აზეც სხვანაირად მოვიქცეოდი" - ამბობს ლელა წურწუმია.



0
1250
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0